Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და იყო, ამისა შემდგომად იწყო აბესალომ მოგებად საჴედრებისა და ეტლებისა და ერგასის კაცნი წინამცორვალად ეტლთა მისთა და ჰუნეთა.

2 და აღიმსთჳს განთიად აბესალომ და დადგის გზასა ზედა ბჭეთა მათ წინაშე, რომელი მივალნ სასჯელად წინაშე მეფისა, მოუწოდის მათ აბესალომ და ეტყოდის: რომლისა ქალაქისა ხარ შენ? და ჰრქჳს კაცმან მან: ერთისა მისგან ტომისა ისრაჱლისა ვარ მონა შენი.

3 და ჰრქჳს აბესალომ: სიტყუანი ეგე შენნი კეთილ და მარჯვე ჩანან, არამედ, ვაჲ, რამეთუ არავინ გივის წინაშე მეფისა მოურავი.

4 და მერმე კუალად თქჳს: და-მცა-ვინ-მადგინა ისრაჱლსა ზედა მთავრად და ყოველსა კაცსა მართლისა სასჯელითამცა განვიკითხვიდი!

5 და იყო, ვითარცა მიეახლის ყოველი კაცი თაყუანის-ცემად მისა, მიიყვანის იგი და მიყვის ჴელი, შეიტკბის და ამბორს-უყვის.

6 და ესრეთ ჰყოფდა აბესალომ ყოველთა მიმართ კაცთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვლენედ სასჯელად წინაშე მეფისა და ესრეთ შეიყოფდა გულსა ყოვლისა კაცისა ისრაჱლისასა აბესალომ.

7 და იყო შემდგომად მეოთხისა წლისა ჰრქუა აბესალომ მეფესა: მიბრძანე მე, რათა მივიდე და შევსწირო აღნათქუამი, რომელი აღმეთქუა უფალსა ღმერთსა.

8 რამეთუ აღთქმა აღუთქუ მონამან შენმან, ოდეს ვიყავ გეთსურს, ვითარმედ: უკუეთუ მივიწიო იერუსალჱმდ, ვმსახურო უფალსა ღმერთსა ქებრონს.

9 ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: ვიდოდე შენ ცოცხლებით! და წარვიდა აბესალომ ქებრონად.

10 და წარავლინნა მაუწყებელნი ყოველთა მიმართ ნათესავთა ისრაჱლისათა და ამცნო მათ და ჰრქუა, ვითარმედ: რაჟამს გესმეს თქუენ ჴმაჲ ნესტჳსა, სთქუთ ყოველთა, ვითარმედ: მეფე არს აბესალომ ქებრონს!

11 და წარვიდეს იერუსალჱმით ვითარ ორას ოდენ კაცნი რჩეულნი სიწრფოებით, და არა იცოდეს მათ განზრახვა იგი არცა ერთი სიტყუაჲ.

12 და წარავლინა აბესალომ და მოიყვანეს აქიტობელი თეკველი, თანამზრახველი დავითისი, ქალაქით თჳსით დოვლით. და იყო, რაჟამს შესწირვიდა მსხუერპლსა და სიტყუაჲ დამტკიცნებოდა, და მიკრბებოდა აბესალომისა,

13 მაშინ მოვიდა კაცი ერთი დავითისა და ჰრქუა მას: გული ყოვლისა კაცისა ისრაჱლისა აბესალომის თანა არს!

14 სიტყუად იწყო დავით მონათა მათ მისთა და ჰრქუა: აღდეგით, წარვიდეთ ამიერ, რამეთუ არა არს ჩუენდა ცხორებაჲ აბესალომისგან, ისწრაფეთ, მოარიდეთ, ნუუკუე მოვიდეს და მოსრას ქალაქი ესე ჩუენ გამო მახჳლითა.

15 მიუგეს მონათა მათ დავითს და ჰრქუეს: აქა ვართ, მეფე! ყოველი, რაცა გნებავს, იგიცა ვყოთ!

16 და გამოვიდა მეფე და ყოველი სახლი მისი მკჳრცხლი. და დაუტევა მუნ მეფემან ათი დედაკაცი ხარჭთა მისთაგან მცველად სახლისა მისისა.

17 და გამოვიდა მეფე და ყოველი ერი მის თანა მკჳრცხლი და დადგეს ზეთისხეოანსა მას უდაბნოსასა

18 ყოველნი მონანი მისნი, და წარვიდეს მის თანა და მოვიდეს ყოველნი ქეტელნი და ყოველნი ფერეზელნი, და მის თანა ექუსასი კაცი, რომელნი მოსრულ იყვნეს გეთით. და მივიდოდეს მკჳრცხლნი წინაშე მეფისა.

19 მაშინ ჰრქუა მეფემან ეთთის გეთელსა, ვითარმედ: რასათჳს მოხველ ჩუენ თანა? შეიქეც მუნვე და იყავ მეფისა თანა, რამეთუ კაცი უცხო ხარ შენა, რომელი აღდეგ ქუეყანით შენით გეთით და მოხველ ჩუენ თანა.

20 ხოლო დღეს არა გიტევებ მოსლვად ჩუენ თანა და მე წარვალ, სადაცა მიმავალ ვარ, და შენ მიიქეც და შეაქციენ ძმანიცა შენნი შენ თანა. და გიყოსთ უფალმან ღმერთმან წყალობა და ჭეშმარიტება მისი შენ თანა!

21 მიუგო ეთთი მეფესა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! და ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! რამეთუ ვიდრეცა უფალი ჩემი მეფე მიხჳდე, გინა თუ სიკუდილით, გინა თუ ცხორებად მივიდე მეცა, მონა შენი!

22 მაშინ ჰრქუა დავით მეფემან ეთთის: წარმოვედ ჩემ თანა! და წავიდა ეთთი გეთელი.

23 და ყოველნი მონანი მისნი და ყოველი ერი მისი მის თანა ჴმითა მაღლითა ტიროდეს და აღვიდოდეს ნაღვარევსა მას კედრონისასა. და მეფე და ყოველი ძალი მისი ვიდოდეს გზასა მას ზედა.

24 სადუკსა და ყოველთა ლევიტელთა მოაქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ბეთარადდ. და დადგეს მუნ კიდობანი იგი, ვიდრე არა გამოკრბა ერი იგი ყოვლით ქალაქით.

25 მაშინ ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: მიიღე კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ადგილსავე თჳსსა; უკუეთუ ვპოო მადლი წინაშე უფლისა, და მომაქციოს ადგილად თჳსა და ვიხილო დიდებაჲ მაგისი.

26 უკუეთუ მრქვას მე, ვითარმედ: არა სათნო ხარ ჩემდა, ყავნ, რაცა სათნო არს წინაშე მისსა!

27 და ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: წარვედ შენ მშჳდობით ქალაქად და აქიმას, ძე შენი, და იონადაბ, ძე აბიათარისი, შენ თანა!

28 და მე გელოდი ზეთისხილოვანსა მას უდაბნოსასა, ვიდრე არა მითხრან სიტყუაჲ თქუენ მიერ.

29 და წარიღეს კიდობანი იგი სადუკ და აბიათარ მუნვე, იერუსალჱმდ, და დადგეს მუნ.

30 და დავით აღვიდოდა აღმართსა მას ზეთისხილოვანისასა და ტიროდა და დაებურა თავი მისი, და მივიდოდა იგი უჴამური და ერი იგი თავდაკიდებულად და ფიჩუდაბურვილად და ტიროდეს.

31 და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აქიტობელცა თანაშემწე არს აბესალომისა! და თქუა დავით: უფალმან ღმერთმან ჩემმან განაქარვენ ზრახვა იგი აქიტობელისი!

32 და ვითარცა მოვიდა დავით როსკედმდე თაყუანის-ცემად უფლისა, და მოეგებოდა მას ქუში შემთხუევად დავითისა, თანამზრახველი იგი მისი. და დაეპო სამოსელი მისი და მიწა თავსა გარდაესხა.

33 სიტყუად იწყო დავით და თქუა: მო-თუ-ხჳდე ჩემ თანა, ტჳრთ-მეყო მე.

34 არამედ მიიქეც ქალაქად, ესრე არქუ აბესალომს, ვითარმედ: წარვიდეს ძმანი შენნი და მამა შენი, მეფე. მინდა მისლვად მუნ, ხოლო აწ მონა შენი ვარ, მიტევე და ვცხონდებოდი შენს წინაშე. მაშინ მამისა შენისა, ხოლო აწ შენი ვარ მონა და განაქარვე ზრახვა აქიტობელისი.

35 სადუკ და აბიათარ მღდელთმოძღუარნი და ყოველი ზრახვა, რაჲცა გესმეს მეფისაგან, უთხარ შენ სადუკს და აბიათარს,

36 და ორთა ძეთა მათთა: აქიმას და იონადაბს, რამეთუ მათ თანა არიან, და მაუწყეთ მე ყოველი სიტყუაჲ მათ მიერ, რასაცა იტყოდის მეფე იგი.

37 და ვითარცა შევიდა ქუში ქალაქად, და აბესალომცა შემოსრულ იყო იერუსალჱმდ.

<< ← Prev Top Next → >>