Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და დავით მცირედ წარ-ოდენ-სრულ იყო ჰრუსსა, და აჰა, ოდენ სიბა, მონა იგი მემფიბოსთესი, მოეგებოდა შემთხუევად დავითს და ორი კარაული აგებული მის თანა. და ეკიდა მათ ორასი ჴუეზა პური, ჴჳმირი ერთი სკიჭი და ასი ლეღვისკვერი და მარი ერთი ღჳნო.

2 მიუგო მეფემან სიბას და ჰრქუა: და რა არს ესე კარაულნი აღსაგებელითურთ? მაშინ თქუა სიბა: სამსახურებელად სამეფოდ პური ეგე და ლეღჳსკვერი და სკიჭი საჭმელად და მონათა შენთათჳს, ღჳნო ესე სასმელად მაშურალთა წყურიელთა!

3 და ჰრქუა მეფემან: სადა არს ძე იგი უფლისა შენისა? და ჰრქვა სიბამ მეფესა: მუნვე ზის იერუსალჱმსა და თქუა: დღეს, ანუ ხვალე მოაქციოს სახლმან ისრაჱლისამან ჩემდავე მეფობა იგი მამისა ჩემისა!

4 და ჰრქუა მეფემან სიბას: გვალე, შენ გეყავნ ყოველი, რაცა არს მემფიბოსთესი. და თაყუანი-სცა სიბამ მეფესა და ჰრქუა: რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა!

5 და მოვიდა დავით მეფე ბავრიმად. და გამოვიდა კაცი ერთი ნათესავისაგან საულისი, და სახელი მისი სემეი, ძე გერასი, მოვიდოდა და ძჳრსა იტყოდა, სწყევდა.

6 და ქვითა ესროდა დავითს და ყოველთა მონათა მისთა, და ყოველივე გუნდი მოვიდოდა მარჯუენით და მარცხენით მეფისა.

7 სემეი ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგვალე, განგვალე, კაცი ეგე მოსისხლე და სავსე უსჯულოებითა!

8 და აწ მოაწია უფალმან შენ ზედა სისხლი იგი საულისი, რამეთუ მეფობდ შენ მის წილ და მისცა უფალმან მეფობა შენი აბესალომს, ძესა შენსა, და აღასრულა შენ ზედა უკეთურება შენი, რამეთუ კაცი მოსისხლე ხარ და ურჯულო!

9 მაშინ თქუა აბესა, ძემან შარუელისამან, მეფესა: რა ვინა არს ძაღლი ისი შეურაცხი, რომელი აგინებს უფალსა ჩემსა მეფესა? მიბრძანეღა და მივიდე და წარვკუეთო თავი მისი.

10 მიუგო მეფემან აბესას: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს, ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო და ვინა არს, რომელმან ჰრქუას მას, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ?

11 და ჰრქუა დავით აბესას, ერისთავსა მისსა: აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი გამოჴდა მუცელსა ჩემსა, ეძიებს სულსა ჩემსა, აწ ძეცა ესე იემენელისა მოსრულ არს და მეკიცხევს. აცადეთ და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას.

12 რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ ამას დღესა შინა.

13 და მივიდოდა დავით ერითურთ მთასა. და კაცი იგი სწყევდა და ქვითა ესროდა და მტუერსა გარდაასხმიდა.

მეორე მეფეთა 16:13 - Shimei Curses David
Shimei Curses David
14 და მოვიდა მეფე და ყოველი ძალი მისი დამაშურალი კიდედ იორდანისად და განისუენეს მუნ.

15 და აბესალომ ერითურთ შევიდა იერუსალემად და აქიტობელცა მათ თანა.

16 და ვითარცა მოვიდა ქუში, თანამზრახველი და მეგობარი დავითისი, აბესალომისა თანა, თაყუანი-სცა მას და ჰრქუა: უკუნისამდე ცხონდი, მეფე აბესალომ.

17 მიუგო აბესალომ ქუშის და ჰრქუა: ეგრევე სიყუარული იყო მეგობრისა შენისა? რასათჳს არა მიხველ მის თანა?

18 მიუგო ქუში აბესალომს: არა ეგრე, არამედ შეუდეგ მას, რომელი უფალმან გამოირჩია და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, მისივ ვიყო და მის თანაცა დავდგე!

19 და მერმე ვისი მონა ვარ? არა ვიცი მე, ვითარ არა თაყუანის-ვსცე ძესა მისსა? ვითარცა ვმსახურე მამასა შენსა, ეგრეცა შენს წინაშე ვიყო.

20 მერმე ჰრქუა აბესალომ აქიტობელს: განიზრახეთ, რა ვყო, რათა დავიპყრათ სოფელი ესე.

21 და ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: პირველად შევედ შენ ხარჭთა თანა მამისა შენისათა, რომელნი დაუტევებიან მცველად სახლსა მისსა, და სცნას ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არცხჳნე მამასა შენსა, რათა ერთგულ იყოს ერი ესე შენდა.

22 აღუდგეს კარავი აბესალომს ერდოსა ზედა და შევიდა იგი ხარჭთა თანა მამისა მისისათა განცხადებულად ყოვლისა ერისა ისრაჱლისა.

23 და ზრახვა იგი აქიტობელისა მტკიცე იყო პირველთა მათ დღეთა, ვითარცა ღმრთისა მიერ დამტკიცებულ წინაშე დავითისა და აბესალომისა.

<< ← Prev Top Next → >>