Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 მაშინ ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: გამოვირჩიო მე ათორმეტი ათასი კაცი და შთავიდე დავითისა.

2 და დავესხა მას ღამე და მე ვიცი, თუ იგი დამაშურალ იყოს, შეეშინოს და ივლტოდის ყოველი ერი მისი. და ვეწიო და მოვკლა მეფე ოდენ.

3 და მოიქცეს ყოველნი ერნი შენდავე, ვითარცა მიექცის სძალი სიძესა, გარნა მას თავადსა შეუდგეთ, ხოლო ყოვლისა ერისა მშჳდობა იყოს.

4 და სათნო-უჩნდა სიტყვა იგი აბესალომსა და ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა.

5 და ჰრქუა მათ აბესალომ: ქუშისცაღა რაქანელი მოუწოდეთ და მისგანცა ვისმინოთ, რა-ძი თქვას!

6 და შემოვიდა ქუში წინაშე აბესალომისა. უთხრა აბესალომ ქუშის ყოველივე იგი სიტყუაჲ აქიტობელისა და ჰრქუა: აწ აღვასრულოთ სიტყუაჲ იგი აქიტობელისი, ანუ არა, შენ რას იტყჳ?

7 მაშინ ჰრქუა ქუშიმ აბესალომს: არა კეთილ არს ჯერეთ ზრახვა იგი აქიტობელისი.

8 რამეთუ შენ თჳთ იცი, მეფე, სიმჴნე მამისა შენისა. ერი, რომელი მის თანა არს, განძჳნებულ არიან იგინი, ვითარცა მამა შენი მჴნე და რჩეული კაცი არს, და არა დაუტეოს ერი იგი.

9 და-აწ-სადამე-მალულ და დავანებულ იყოს ჴევსა ერთსა, ანუ რომელსავე ადგილსა, და რაჟამს დავესხნეთ, აღდგეს სამალველისა მისგან, და მოსრას ერი ეგე შენი. და რომელთა ესმას, თქუან, ვითარმედ: შეიქმნა მოსრა დიდი ერსა მას შორის აბესალომისასა.

10 და იყოს ღათუ ვინმე მჴნე, ვითარცა ლომი ბრძოლასა შინა ერისა შენისა, განტყდეს გული მისი, და განასხნნეს, და რაჟამს სცნას ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ განძლიერდა მამა შენი შენ ზედა, და სირცხჳლი იყოს შენდა.

11 ხოლო მე ესრეთ განვიზრახე, არამედ, რაჟამს შემოგიკრბეს ყოველი ისრაჱლი და დანითგან ბერსაბედამდე, და შენ მათ შორის იყო, მაშინ

12 მივიდეთ მათ ზედა, სადაცა ვპოვნეთ და დავესხათ მათ ზედა მეყსეულად ვითარცა ცვარი ცისკრისა მიეფინის ქუეყანასა ზედა. და არა განერეს არცა ერთი კაცი.

13 და უკუეთუ შევარდეს იგი ერთსა ქალაქთაგანსა, გარემოადგენ და მოსრან ქალაქი იგი, და იგინი ნაღვარევსა შთაცჳვდეს. და არა იყოს ადგილი შესაკრებელი მათი.

14 და თქუა აბესალომ და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან: კეთილ არს ზრახვა ესე ქუშისა რაქანელისა ვიდრე ზრახვა აქიტობელისი! რამეთუ უფალმან თჳთ ბრძანა განქარვებად ზრახვა იგი აქიტობელისი, რათა მოავლინოს უფალმან ყოველი ძჳრი აბესალომის ზედა.

15 და ჰრქუა ქუში სადუკს და აბიათარ მღდელთა: ამას განიზრახავს აქიტობელ, აბესალომ და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, ხოლო მე ესრე განვიზრახე.

16 აწ თქუენ ადრე აუწყეთ ესე დავითს, რათა არა დადგეს ღამესა ამას რაბოთისა უდაბნოსა, არამედ ისწრაფოს წარსლვად, რათა არა მოისრას მეფე და ყოველი ერი მისი მის თანა.

17 ხოლო იონათან და აქიმას დგეს წყაროსა მას ზედა როგაელისასა და მივიდა მათ თანა მჴევალი ერთი და უთხრა მათ ყოველი ესე, რათამცა მივიდეს იგინი და უთხრნეს მეფესა დავითს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ვერ ეგებოდა მათ ცხადად შესლვა ქალაქად.

18 და იხილნა იგი ყრმამან ვინმე და უთხრეს აბესალომს. ხოლო იგინი წარვიდეს სწრაფით და შეცჳვდეს სახიდ კაცისა ვისმე ბაურიმს. და იყო კაცისა მის ორმო ერთი ეზოსა შინა და შთაჴდეს იგინი ორმოსა მას.

19 და მოიღო დედაკაცმან ერთმან სარქველი და დაარქვა მას ორმოსა და ზედასაფენელი გარდაფინა, და დააჴმობდა ლეღვის კვერთა მასვე ჟამსა.

20 ხოლო მონანი მივიდეს აბესალომისნი დედაკაცისა მის და ჰრქუეს მას: სადა არიან აქიმას და იონათან? ხოლო მან ჰრქუა მათ: შემოვიდეს მსწრაფლ და გავიდეს. და მე არა ვიცი, ვიდრე ვიდეს. ეძიებდეს მათ და არა პოვნეს იგინი და წარვიდეს მუნვე იერუსალჱმად.

21 და ვითარცა წარვიდეს კაცნი იგი მათგან, აღმოჴდენ იგინი ორმოსა მისგან და მივიდეს მეფისა დავითისა და უთხრეს ყოველი იგი სიტყუაჲ და ჰრქვეს მას: აღდეგით ადრე და წიაღუჴედით მას, რამეთუ ამას ზრახავს აქიტობელ თქუენთჳს!

22 და აღდგა დავით მსწრაფლ და წარვიდა ერითურთ იორდანეს ღამე ყოელ, რათა არა განცხადნეს სიტყუანი იგი მათნი და განვლო იორდანე, რამეთუ არა ვინ დაშთა ერთიცა მათგანი.

23 და ვითარცა სცნა აქიტობელ, რამეთუ განუქარდა ზრახვა იგი მისი, დაისხნა კარაულსა და წარვიდა სახიდ თჳსა, და ბრძანებაჲ მისცა სახლეულთა მისთა და მივიდა იგი და შიშთვილ-იბა, მოკუდა და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისა.

24 და დავით მივიდა საბანაკესა თჳსსა და აბესალომ წიაღჴდა იორდანესა მდინარესა და ყოველი ისრაჱლი მის თანა.

25 და აბესა დაადგინა ერისთავად აბესალომ ნაცვლად იოაბისა ერსა თჳსსა ზედა, ხოლო ამესა, ძე იეთერისი, იყო ეზრაიტელისა, რომელი მოვიდა აბიგესთჳს, ასულისა იესესისა, დისა შარუელისა, დედისა იოაბისა.

26 და მივიდა აბესალომ და ყოველნი ისრაჱლნი და დაიბანაკეს ქუეყანასა მას გალაადისასა.

27 და ვითარცა მოვიდა დავით საბანაკოსა ვესებისასა, ძისა ნაასისსა, რობოთით ძეთაგან ამონისთა და მაქირ, ძე ამელისი, რომელი იყო ლადბრით და ბერზელი გალაადელი, რომელი რაკაბანით იყო.

28 და მოართვეს მათ ათი ტაბასტო, ათი ტერი, ათი ქვაბი სიავი და ათი კეცისჭურჭელი, იფქლი და ქრთილის ფქვილი, და ჴალი, და ოსპი, და ჴნდური.

29 თაფლი და ერბო და ცხოვარი და ჴბო მწოვარი. და შეართვეს ყოველი დავითს, რამეთუ ესრეთ თქუეს, ვითარმედ: შიოდის და სწყუროდის ერსა მისსა. რამეთუ მაშურალ იყუნეს უდაბნოსა ზედა და დაჴსნილი.

<< ← Prev Top Next → >>