Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 მას ჟამსა ახილვა-ყო დავით ერისა მის თჳსისა და დაადგინა მათ ზედა ასისთავები და ათასისთავები და ყოველივე იგი სამად გუნდად განყო.

2 ერთი იგი გუნდი მისცა იოაბს, მეორე იგი გუნდი მისცა აბესას, ძმასა იოაბისასა, ძესა შარუელისასა, და მესამე იგი გუნდი მისცა ეთის გეთელსა. და ჰრქუა დავით მეფემან ერსა მას: განვიდე მეცა თქუენ თანა!

3 მიუგო ერმან მან და ჰრქუა: არა გამოხჳდე ჩუენ თანა! ნუუკუე მეოტ ვიქმნეთ და არა ვინ იყუნეს, რომელმან გული გვაპყრას ჩუენ. და თუ ზოგი ჩუენი მოისრას, არა ვინ იყოს, რომელმან ნუგეშინის-გუცეს ჩუენ და მიგუეღოს ზოგი ქუეყანისა ჩუენისა. ხოლო უმჯობეს არს: შენ აქა დადგე ქალაქსა შინა ძალად ჩუენდა და გვიზახებდე!

4 მიუგო მეფემან და ჰრქუა: კეთილ არს, რაჲცა გნებავს, იგიცა ვყო! და დადგა მეფე ერთკერძო ბჭეთა მათ და გამოვიდოდა ერი იგი ასეულობით და ათასეულობით.

5 და შეუთულიდა მეფე იოაბს და აბესას და ეთი გესელსა ერისთავთა მათ, და ყოველსა ერსა ესმოდა ბრძანება იგი მეფისა, და ჰრქუა მათ: ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!

6 და გამოვიდა ყოველი იგი ერი და განეწყვნეს ველსა წინაშე ერისა მის ისრაჱლისა. იყო ბრძოლა მაღნარსა მის თანა ეფრემისასა.

7 ძლევასა მიეცა ისრაჱლი წინაშე დავითისათა და იქმნა მოსრვა დიდი მას დღესა შინა, და მოსწყდეს ერისა მისისაგან ისრაჱლისა ოცი ათასი კაცი.

8 განიბნია ერი იგი ისრაჱლისა მაღნარსა მას. იქმნა ერისა მის ისრაჱლისა მოწყვედა მაღნარისა მისგან უფროს, ვიდრეღა პირითა მახჳლისათა.

9 და უმაღლეს ჩნდა აბესალომ ერსა მას შორის დავითისა. და ზეჯდა იგი საჴედარსა. და განვიდოდა იგი ხესა ქუეშე სივლტოლასა მისა. და მოეხჳნეს შტონი რკოსანი თმათა მისთა, დამოეკიდა ხესა მას შორის ცისა და ქუეყანისა. და საჴედარი იგი მისი განვიდა ქუეშე წყვილთაგან მისთა.

მეორე მეფეთა 18:9 - Absalom\'s Death
Absalom\'s Death
10 და იხილა იგი კაცმან ვინმე ერთმან, მივიდა და უთხრა იოაბს, ვითარმედ: ვიხილე მე აბესალომ მოკიდებული რკოსა ერთსა.

11 ჰრქუა იოაბ კაცსა მას: ნანდვილ იხილე იგი? და რად არა მოჰკალ? და მი-მცა-გეც შენ დღისა ვერცხლი ათი სიკილა და ზოსტერი ერთი!

12 მიუგო კაცმან მას და ჰრქუა: მო-ღა-თუმცა-მეც ათასი სასწორი ვერცხლი, არავემცა მივყავ ჴელი ჩემი ძესა ზედა მეფისასა, რამეთუ გვესმა ჩუენ, რაჟამს გამცნებდა მეფე შენ და აბესას და ეთთის, ვითარმედ: ეკრძალენით და ერიდენით ყმასა აბესალომსა!

13 და ვითარმედ ვქმენ მე საქმე იგი უსჯულოებისა და მოვიკრიბე ბრალი თავსა ჩემსა? და მე ვიცი, თუ არამცა დაიფარა სიტყუაჲ იგი წინაშე მეფისა და ვერცაღა შენ დასტურად წარმომიდგე წინაშე მეფისა.

14 და მაშინ ჰრქუა იოაბ: მაგა სიტყჳსათჳს აწვე გიჩუენო თუალთა შენთა! და მოიღო იოაბ სამი ლიბანდაკი ჴელთა მისთა და განწონნა გულსა აბესალომისასა, ვიდრე ცოცხალი ეკიდა ხესა მას რკოსასა.

15 და მოადგენ ყრმანი ათნი მესაჭურველები იოაბისანი და მო-ხოლო-კლეს აბესალომ და დამსჭვალეს ქუეყანასა.

16 ხოლო დაბერეს ნესტუთა, უკუმოიკრიბეს ერი იგი, რათამცა აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, რამეთუ შეეწყალა იოაბს ერი იგი ისრაჱლისა.

17 შთაგდებად-სცა აბესალომ ნაპრალსა ქუეყანისასა მაღნარსა მას შინა მთხრებლსა დიდსა და აღაშენა მას ზედა ღვერთი ქვისა. ერი იგი ისრაჱლისა წარვიდა ადგილსა თჳსსა.

18 აბესალომ ვიდრეღა ცოცხალღა იყო, აღმართა ძეგლი ერთი საჴსენებელად თავისა თჳსისა უბესა ერთსა სამეუფოსა და თქუა: არა მივის შვილი, რათა მაჴსენებდეს! და ეწოდა ადგილსა მას ჴელ აბესალომისა აქა ჟამამდე.

19 ხოლო აქიმას, ძემან სადუკისმან, ჰრქუა იოაბს: ვრბიოდეთ და ვახაროთ მეფესა, რამეთუ ჰყო უფალმან შურის-გება მტერთა მისთა ზედა.

20 ჰრქუა მას იოაბ: არა ხარ შენ კაცი მახარობელი, რამეთუ ძე მისი მოკლულ არს, და ახარებდეღა თუ მას, სხუასავე დღესა ახარე.

21 და ჰრქუა ქუშის: მივედ და უთხარ მეფესა, რა-ესე იქმნა! და თაყუანი-სცა ქუში იოაბს და წარვიდა.

22 მერმე ჰრქუა აქიმას, ძემან სადუკისამან, იოაბს: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდე შემდგომად ქუშისა? და ჰრქუა იოაბ: რად გიჴმს სრბა, შვილო? არა სიხარულ ყოფად არს შენდა!

23 ჰრქუა მას აქიმას: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდი? მაშინ ჰრქუა მას იოაბ: გვალე, ვიდოდე! და წარვიდა აქიმას შინაგნით გზით კენქარისა და უსწრო ქუშის.

24 და დავით ჯდა ბჭეთა ზედა. და აჰჴდა გუშაგი გოდოლსა და იხილა კაცი ერთი მორბიოდა.

25 და უთხრა მეფესა, ვითარმედ: კაცი ერთი მორბის ბანაკით კერძო! ჰრქუა მას მეფემან: უკუეთუ მარტო არს მახარებელი, იყოს! და ვითარცა მოეახლა იგი,

26 მერმე იხილა გუშაგმან მან და თქუა: ესერა, სხუაღა კაცი მორბის! და თქუა მეფემან: ესეცა მახარობელი იყოს!

27 და თქუა გუშაგმან: ვხედავ პირველსა მას, რამეთუ ჰგავს იგი აქიმას, ძესა სადუკისასა! მაშინ თქუა მეფემან: კაცი კეთილი არს იგი და სიტყუაცა კეთილი მოაქუს!

28 და მო-ხოლო-ვიდა აქიმას წინაშე მეფისა და თქუა: სიცოცხლე და მშჳდობა! და თაყუანის-სცა მეფესა და ჰრქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი შენი, რომელმან დასხნა კაცნი იგი, რომელთა აეხუნეს თავნი მათნი მტერობით უფლისა ჩემისა მეფისა ზედა!

29 და ჰკითხვიდა მეფე აქიმასს და ჰრქუა: ცოცხლებით არსა ძე იგი ჩემი აბესალომ? მიუგო აქიმას და ჰრქუა: მესმა მე ჴმაჲ, რაჟამს წარმომავლინა მე იოაბ, მონამან მეფისამან, და არა ვიცი, რა იქმნა, რამეთუ ღაღადებაჲ დიდი იყო შემდგომად წარმოსლვისა ჩემისა.

30 ჰრქუა მას მეფემან: წარმოდეგ ესრე! და დადგა იგი ზურგით მისა.

31 და მო-ხოლო-ვიდა ქუში და ჰრქუა მეფესა: გიხაროდენ, უფალო ჩემო მეფე, რამეთუ საჯა უფალმან შურის-გებით სასჯელი მტერთა შენთა!

32 და ჰრქუა მეფემან ქუშის: ცოცხლებით არს ყრმა იგი ჩემი აბესალომ? და ჰრქუა ქუშიმ მეფესა: შეიქმნედ ყოველნი მტერნი მეფისანი, ვითარცა ყრმა იგი უფლისა ჩემისა მეფისა და რომელნი აღდგომილ იყუნეს შენ ზედა ბოროტებით!

33 და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!

<< ← Prev Top Next → >>