Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 მაშინ წართქვა დავით სიტყუაჲ გალობისა წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ყოველთაგან მტერთა მისთა და ჴელთაგან საულისთა,

2 და თქუა: შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე.

3 ღმერთი ჩემი, მფარველი ჩემი! რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და რქა ცხორებისა ჩემისა. და იგი არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი! და უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსნა მე უფალმან.

4 ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინა მე!

5 მომადგეს მე სალმობანი წყალთანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე!

6 გარემომადგეს მე სალმობანი ჯოჯოხეთისანი და მახენი სიკუდილისანი მეწივნეს მე!

7 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ და ისმინა ჩემი ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა! და ღაღადება ჩემი მიიწია ჴელთა მისთა. მან მოისმინა, ყურთა მისთა მოიჴსენა.

8 იძრა და შეძრწუნდა ქუეყანა! და საფუძველნი მთათანი შეირყნეს, შეძრწუნდეს, რამეთუ შერისხდა მათ ღმერთი!

9 აჰჴდა კუამლი რისხვასა მისსა, და ცეცხლი პირისა მისისგან აღატყდა, და ნაბერწყალნი გამოეთხეოდეს მისგან!

10 მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა!

11 აღჴდა ქერობინთა, აფრინდა, აღმაღლდა ფრთეთა ზედა ქართასა!

12 დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოს მისა, საყოფელნი მისნი ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა!

13 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე სეტყვა და ნაბერწყალი ცეცხლისა!

14 ქუხდა ცით გამო უფალი, და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15 მიავლინა მათა შურდულის ქვანი და განაბნივნა იგინი, ელვანი განამრავლა და შეაძრწუნნა იგინი!

16 შეძრწუნდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა, გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა უფლისათა და სულითა რისხვისა მისისათა!

17 გამოავლინა მაღლით და შემიწყალა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა!

18 მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთა, რამეთუ უძლიერეს ჩემსა იყუნეს!

19 მომეწყინეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, და უფალი იყო შემწე ჩემდა!

20 და გამომიყვანა მე ფართოდ. ეს მიჴსნა მე უფალმან!

21 მომიგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთა მომიგოს მე!

22 რამეთუ დავიცუენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან!

23 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან!

24 და ვიყო მე წმიდაჲ წინაშე მისა და ვეკრძალო მე უსჯულოებისა ჩემისაგან!

25 მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოებითა ჴელთა ჩემთათა წინაშე თუალთა მისთა!

26 წმიდისა თანა წმიდა იყო და სრულისა კაცისა სრული იყო!

27 და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო!

28 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ!

29 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი!

30 რამეთუ შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴედ ზღუდეთა!

31 ღმერთი წმიდა არს და უბიწო არს გზა მისი! ბრძანება უფლისა მტკიცე არს და გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა!

32 რამეთუ ვინ არს ღმერთი უფლისა გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედი გარნა ღმრთისა ჩუენისა?

33 რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღივსნეს სიმართლითა გზანი ჩემნი!

34 დაამტკიცნა ფერჴნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე!

35 განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა, ვითარცა მშჳლდი რვალისა მკლავთაგან ჩემთა!

36 შემჭურვე მე საჭურველითა მაცხოვარებისათა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, და სწავლამან შენმან აღმმართა მე!

37 ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი, ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე ქუეშე ჩემსა, რათა არა მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი, და ვერ წინადამიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი!

38 მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქცივე მათგან ვიდრე მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი!

39 დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა!

40 შთამაცვა მე ძალი ბრძოლასა მათდა, შევმუსრენ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ ზედა! და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად ჴელთა ჩემთა და ქედნი მტერთა ჩემთანი დავსთრგუნენ!

41 მტერთა ჩემთა ზურგთა ვდევნიდი და მოძულეთა ჩემთა განვაბნევდი!

42 ღაღად-ყვეს და არა ვინ იყო, რომელმანცა იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა მიერ, და არა ისმინა მათი.

43 განვაბნიენ იგინი, ვითარცა მტუერნი წინაშე ქარისა და, ვითარცა თიჴა უბნისა, დავზილენ იგინი.

44 მიჴსენ მე მძლავრობისგან ერისასა და ნათლად წარმართთა დამიდგინე მე. ერი, რომელ არა ვიცოდე, მემონა მე, სმენითა ყურისათა დამემორჩილნეს მე.

45 მეცრუვნეს მე შვილნი და უცხოთა დასმენითა ყურისათა მემორჩილნეს მე.

46 და შვილნი სხუათანი წარვლიდენ და ზრუნვათა თჳსთა შეეკრნეს.

47 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი! და ამაღლდინ ღმერთი ჩემი, მცველი მაცხოვარებისა ჩემისა!

48 ძლიერ არს უფალი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე!

49 განმარინა გულისწყრომისაგან მტერთასა და მჴდომთაგან ჩემისა აღმამაღლა მე და კაცთა უსჯულოთაგან მიჴსნა მე!

50 ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისა მოვიჴსენო!

51 განადიდე ცხორებაჲ მისი და ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითისა და ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე!

<< ← Prev Top Next → >>