Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და თჳსი იგი ტაძარი აღასრულა სოლომონ ათცამეტსა წელსა და აღასრულა ყოველივე საქმე ტაძრისა მის თჳსისა.

2 და აღაშენა ტაზარი იგი მაღნარისა მისგან ლიბანისა ას წყრთა - სიგრძო მისი და ერგასის წყრთა - სივრცე მისი და ოცდაათ წყრთა - სიმაღლე მისი და სამნაკეცად გარემო სვეტთა მათ ძელითა ფიჭჳსათა და სამჴარნი სვეტთა მათ ფიჭჳსანი.

3 და დართვა ტაძარი იგი ზედა კედელთა მათ და სვეტთა მათ რიცხჳ სვეტებისა მის ორმეოცდახუთ და ათხუთმეტგან განკარულ შინაგან.

4 გარემო და ზედა მოტიხრულ სამნაკეცლად განწვალვით.

5 და ყოველი იგი ბჭეები და ყოველი ფოლოცები ტაძრისა მის ოთხნაკეცლად განწვალა და ბჭითი ბჭედ სამნაკეცლად.

6 და კამარები სვეტებისა მის იქმნა, ერგასის წყრთა, - სივრცე მისი, შედგმულ კამარანი იგი პირისპირ ურთიერთას და სუეტნი იგი ხარისხნი პირისპირ კამარათა მათ.

7 და კამარა იგი საყდრისა მის, სადა დაჯდის შჯად შინა კამარისა მის აქმნა სართული ძელთაგან ფიჭჳსათა კიდით კიდედ.

8 და სახლსა მას საყოფელსა თჳსსა ქმნა ეზო ერთი კამარედი მსგავსად მისივე ქმნულებისა და ტაძარი იგი ასულისა ფარაოსისა, რომელ მოიყვანა სოლომონ ცოლად თჳსა, მსგავსად მათვე კამარათა.

9 ქვათაგან პატიოსანთა უთლელთა შებრძვინვით ურთიერთას სიგრძით შინაგან და გარეშე საძირკველთაგან ვიდრე სართულადმდე.

10 და გარეშე ეზოსა მის დიდისა მომტკიცებულ ქვითა დიდითა ათ წყრთით და რვა წყრთით.

11 და ზეშთა ქვითა პატიოსნითა უთლელითა მსგავსად მისვე საზომთა და ძელითა ფიჭვისათა.

12 ეზო, რომელი-იგი დიდი გარემო სამნაკეცლად უთლელითა და ჯერი ერთი ფიცრითა შედგმულითა მოადგა ძელითა ფიჭუთა და აღაშენა ეზო იგი ტაძრისა მის უფლისა შინაგან კამარათა მათ პირისპირ ტაძრისა მის.

13 და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით,

14 ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა, და მამა მისი კაცი ტჳრელ ჴელოვანთმოძღუარ სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისხმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.

15 და შექმნნა დასხმით ორნივე იგი სუეტნი კამარას მის ათრვამეტ წყრთა - სიმაღლე სუეტისა მის, საზომითა ათოთხმეტ წყრთა სიმსხო სვეტისა და ოთხ - ოთხთით შუა კარები მისი, ეგრეცა მეორე იგი სუეტი.

16 და ორნი სუეტისთავნი ზედა სუეტთა მათ დასხმითნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა - სიმაღლე ერთისა მის სუეტისა თავისა და მეორისა მის სუეტისა - ხუთ წყრთა.

17 და ქმნა ორნი სატიხარნი დასაფარველად ერთისა მის სუეტისთავისა და ორნი სატიხარნი დასაფარველად მეორისა მის სუეტისთავისა, ქმნილი დამოკიდებით

18 და ორთავე მათ სუეტთა ბროწეულისსახედ სპილენძისა გარემო სატიხარსა მას მოაქმნა დამოკიდებით შემდგომით შემდგომად, ეგრევე სახედ იქმნა მეორესა მას სუეტისთავსა.

19 და ორთავე მათ სუეტისთავთა მოაქმნა შროშნისსახედ კამარასა მას თანა საზომითა ოთხ წყრთა.

20 სატიხართა მათ ზედა ორთავე სუეტთასა ბროწლის სახედ ორასი გარემო მოდგომილი ორთავე მათ სუეტისთავთა.

21 და აღუდგინა სუეტნი იგი კამარასა მას ტაძრისასა და აღმართა სუეტი იგი ერთი მარჯულ და უწოდა სახელი მისი იაქუმ, და აღმართა სუეტი იგი მეორე მარცხულ, და უწოდა სახელი მისი ბოოზ.

22 და ზედ სუეტისთავთა მათ მოაქმნა შროშნისსახედ და აღასრულა საქმე იგი სუეტთა მათ.

23 და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა ათ წყრთა ყურით, ყურ მრგვალ გარემო და სიფართე მისი იყო ოცდაათსამმეტ წყრთა და ხუთ წყრთა სიმაღლე მისი.

24 და სამყაროთა ზედა, რომელთა დგა საზომით გარემო ათ წყრთა და მოადგა სამყაროთა მათ ზედა და დასხმით დასამტკიცებელად.

25 და ათორმეტი კურო ქვეშე ზღუასა მას, სამნი იგი ხედვიდეს სამხრად კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოდ კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ზღუად მიმართ და სამნი იგი ხედვიდეს აღმოსავალად, და ზღუაჲ იგი მათ ზედა და ბჭენი ყოველთანი შემართ.

26 და სიზრქო მისი მტკაველითა და ბაგენი მისნი, ვითარცა წედისანი, და სახე შროშანისა გარემო და შთაისხის ვითარ ორ ათას ოდენ მარი.

27 და ქმნნა მექონოთნი ათნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა სიგრძო ერთისა მის მექონოთისა და ოთხ წყრთა სივრცე მისი და ექუს წყრთა სიმაღლე მისი.

28 და ესე ქმნილებაჲ იყო მექონოთთა მათ ხორშად ქმნულ ზედა და ხორშად ქმნულ გარემო წარსავალთა მათ და ზედ

29 ხორშთა მათ წარსავალთასა ლომისსახენი და კურონი და ქერობინნი და ზედა გარემოსავალთა მათ ეგრევე სახედ და ზედ ლომთა მათ და კუროთა მათ ქმნულებაჲ დამოსლვითა.

30 ოთხნი ურმისთუალნი სპილენძისანი ერთისა მის მექონოთისა და განსაცმელნი სპილენძისანი ოთხკერძოვე, ბეჭნი მათნი ქუეშე ავაზანთა მათ და ბეჭნი კაცისსახენი ჩასხმულნი ატყირბულნი მათ თანა.

31 და პირი მისი სუეტისთავითგან აღმართ წყრთა ერთ; და იყო პირი მისი მრგუალ, ეგრესახედვე წყრთა და კერძო სიზრქო მისი და გარემო ბჭენი მისნი წახნაგისსახედ მოქმულ ოთხ კედლად და არა მრგულად.

32 და ოთხნი ურმისთვალნი ქუეშე სამყაროთა მათ და ჴელნი მისნი ურმისთვალთა მათ მიმართ და მექონოთთა და სიმაღლე ურმისთვალთა მათ წყრთა და კერძო.

33 და ქმნილებაჲ ურმისთვალთა საეტლეთა და ჴელნი მათნი და ქედნი მათნი და ბეჭნი მათნი და ყოველი ქმნილებაჲ მათი დასხმითი რვალისა.

34 და ოთხნი მჴარნი ზედა ოთხთა მათვე კიდეთა მექონოთისათა, მუნვე შემართ მექონოთად ბეჭნი მათნი.

35 ზედა თავსა მას მექონოთისასა წყრთისა ერთისა კერძო სიდიდით მრგულად გარემო ზედა თავსა მის მექონოთისასა და ჴელნი მისნი გამოდგმითნი მისგანვე.

36 და განეღებოდეს შედგმულსა ზედა ჴელთა მისთასა და ხორშთა მისთა ქერობინნი და ლომნი და დანაკისკუდნი გამოქმნულნი მისგან პირისპირ ურთიერთსა შინაგან და გარეშე.

37 და მისსახედვე ქმნა ყოველი იგი ქმნილებაჲ ათთა მათ მექონოთთა. ერთი საზომი და ერთი სწორება და ერთი სახე იყო ყოველთა მათ.

38 და ქმნა ათნი ქოთნისსახენი ქვაბნი სპილენძისანი და შთაისხის ერთმან ქვაბმან ორმეოცი მარი და იყო ოთხ წყრთა საზომი ქვაბთა მათ და ქვაბი ერთი თითოეულად ზედა ათთა მათ მექონოთთა.

39 და დადგნა მექონოთნი იგი ხუთნი მჴარით კერძო ტაძრისა მის მარჯვენით და ხუთნი მჴრით ტაძრისა მის მარცხენით და ზღუაჲ იგი დადგა მჴრით მარჯვენით კერძო მზისა აღმოსავალით და ბღუარით.

40 და ქმნა ქირამ სიავ-ქვაბნი, სიავ-ქვაბნი იგი გამატფობელად და ტასტები იგი და აღასრულა ქირამ ყოველი იგი საქმე, რომელ უქმნა მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა.

41 და სუეტნი ორნი გარე-მოდგმით ქანდაკებული ზედა ორთა მათ სუეტისთავთა და ორ-ორი მოტიხრული დასაფარველად გარემოქანდაკებულთა მათ ქმნილთა ზედა სუეტისთავთა.

42 და ოთხასნი ბროწეულისსახენი ორთა მათ სატიხართა და ოთხნაკეცად მოდგმული ბროწეულისსახედ მათვე საქციელთა მექონოთისათა ზედა ორთა მათვე სუეტთა.

43 და ქოთნისსახენი იგინი ქვაბნი ათნივე ზედა მექონოთთა მათ.

44 ზღუაჲ იგი ერთი და ათორმეტნი იგი კურონი ქუეშე ზღუასა მას.

45 და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი და ტასტები იგი და ყოველივე იგი ჭურჭელი, რომელნი უქმნა ქირამ მეფეს სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა და სუეტები ორმეოცდარვა ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მას მეფისასა და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან ქირამ, სპილენძისაგან ხოლო, და არა იყო სწორი სპილენძისა მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმე მრავალი და დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის სპილენძისა.

46 კიდესა იორდანისასა ოდენ უქმნა მეფესა დასხმითი და სპილენძისა სიზრქესა მის მიწისასა, შთასხა ყოველი საშუალ სოკაქოთსა და სირთანსა.

47 და მისცა მეფემან სოლომონ ყოველი იგი საქმარი, რამეთუ დიდად ფრიად იყო სიმრავლითა და არა იყო რიცხჳ სპილენძისა მის.

48 და ქმნა სოლომონ ყოველი იგი სამსახურებელი ტაძრისა მის უფლისასა და საზორველი იგი ოქროსანი და ტაბლა იგი, რომელსა ზედა პური იგი შესაწირავისა დაიდებოდა, ოქროსა.

49 და სასანთლენი იგი ოქროსანი ხუთნი მარჯუენით და ხუთნი მარცხენით პირისპირ დაბირისა, რჩეულისა ოქროსა, და ლამპარნი იგი და სასანთლენი და მოსაწმენდელნი იგი ოქროსანი.

50 და წირთხლები იგი და სამსჭვალები და ტაბლები იგი და პინაკები იგი და საგლელნი ოქროსაგან რჩეულისა და კარები სახლისა მის შინაგანისა წმიდასა მას წმიდათასა და კარები ტაძრისა მის ოქრო რჩეულ.

51 და აღასრულა ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა მეფემან სოლომონ ტაძარსა მას უფლისასა, და შეიღო სოლომონ სიწმიდე იგი დავითის მამისა თჳსისა და ყოველი იგი სიწმიდე სოლომონისი: ვეცხლი და ოქრო და ყოველი ჭურჭელი იგი მისცა საფასედ ტაძარსა მას უფლისასა.

<< ← Prev Top Next → >>