Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 დედოფალსა მას საბიასსა ესმა სახელი სოლომონისი და სახელი უფლისა და წარმოვიდა გამოცდად მისა იგავითა.

2 და მოვიდა იერუსალჱმდ ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა საკუმეველი და ოქრო დიდად ფრიად და თვლები პიტიოსნები და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსავე, რაცა იყო გულსა მისსა.

მესამე მეფეთა 10:2 - Queen of Sheba Visits Solomon
Queen of Sheba Visits Solomon
3 და განუმარტნა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა იყო სიტყუაჲ დამალულ მეფისაგან, რომელი არა განუმარტა მას.

4 და იხილა დედოფალმან მან საბასამან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშენა.

5 და სანოაგე იგი სოლომონისი და სასხდომელი მონათა მისთა და წესი მსახურთა და სამკაული მისი და მწდენი მისნი და საჭურისნი მისნი და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირვიდა სახლსა მას უფლისასა, და უკჳრდა.

6 და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.

7 და არა მრწმენა მთხრობელთა მათ, ვიდრემდე მე თჳთ მოვედ და იხილეს თუალთა ჩემთა და, აჰა, ზოგიცა არა იყო, რომელსა მითხრობდეს მე სიბრძნისა შენისასა, რამეთუ შესძინე კეთილი ყოველსა მას სმენილსა, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩუენსა.

8 სანატრელ არიან ცოლნი შენნი და სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენს წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი.

9 და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო-უჩნდი შენ მიცემად საყდრისა ისრაჱლისასა, რამეთუ შეიყუარა უფალმან ისრაჱლი სამკჳდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფედ მათ ზედა და ყოფად სასჯელისა და სამართლისა მათ ზედა.

10 და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროსა და საკმეველი დიდად ფრიად და თვლები პატიოსანი, რამეთუ არა მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სურნელი უფროს მისა, რომელი-იგი მოართვა დედოფალმან მან მეფესა სოლომონს.

11 და ნავი იგი ქირამისი, რომელსა მოაქუნდა ოქრო სოფერით, მოიღო ძელიცა უთლელი ფრიად და თვალები პატიოსანი.

12 და შექმნა მეფემან სოლომონ ძელი იგი უთლელი სამყაროდ ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ნესტუად და ქნარად შემასხმელთა მათთჳს და არავინა მოღებულ იყო ეგევითარი ძელი უთლელი ქუეყანასა მას მოდღენდელად დღემდე.

13 და მეფემან სოლომონ სცა დედოფალსა მას საბასსა ყოვლისაგან, რაცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი არარომელი მოართვა მას მეფესა სოლომონს, და მიიქცა და წარვიდა ქუეყანადვე თჳსა იგი და ყოველნი მონანი მისნი.

14 და იყო სასწორი ოქროსა მის ძღუენთა, რომელ მოართვეს სოლომონს წელიწადსა მას ერთსა შინა ექუსასსამეოცდაექუს სასწორი ოქროსა,

15 გარეშე ხარკთა მათ, რომელ განაწესნეს და ვაჭართა მათ, რომელნი აქცევდეს და მეფეთა მათ წიაღ მდინარეთა და მთავართა მათ მის ქვეყანისათა.

16 და ქმნა მეფემან სოლომონ სამასი ჰოროლი ოქროსი ჭედილი და სამას-სამასი დრაჰკანი ზედა თჳთეულად ოროლებსა მას.

17 და სამასი ყორი ქმნა ჭედითი და სამნაკეცლად გარემოწმასვითი ოქრო თჳთეულად ფარებსა მას და მისცა იგი მეფემან სახლსა მას მაღნარისასა ლიბანედ.

18 და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძვალისა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.

19 და ექუს მენაკ აღსავალი საყდრისა და თავნი კუროთანი ზედა საყდარსა მას ზურგით კერძო და ჴელნი იმიერ და ამიერ ზედა საყდარსა მას და ორნი ლომნი იმიერ და ამიერ ჴელთა მათ თანა.

20 და ათორმეტი ლომი დგა ზედა აღსავალთა მათ მენაკთა იმიერ და ამიერ და არა იპოვა ესევითარი სახე ყოველთა შარავანდთა თანა.

21 და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი სოლომონისი იყო ოქროსაგანი და ავაზანი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის ლიბანისა ოქროთა შემოსილი და არა იყო ვეცხლი, რამეთუ არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა, ვითარმედ არს რამე.

22 რამეთუ ნავი თარშისა იყო მეფისა სოლომონისა ზღუასა შინა ნავთა თანა ქირამისათა და მესამესა წელსა მოიწიის მეფისა ნავი თარშით და მოართვეს ოქრო და ვერცხლი, ანთრაკი წახნაგებული და უთლელი და შუა პილოთა და ქია და ფარშამანგები.

23 და განდიდნა სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა სიმდიდრითა და სიბრძნითა.

24 და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს ხილვად პირსა სოლომონისასა და სმენად მისგან სიბრძნისა მისისა, რომელ მოსცა უფალმან გულსა მისსა.

25 და იგინი მოართუმიდეს მას თჳთვეულად ძღუენსა ჭურჭელსა ოქროსასა და ვეცხლისასა, სამოსელსა და შტახსებსა, საკმეველსა, ცხენთა და ჯორთა წლითი წლად.

26 და ქმნა სოლომონ ეტლები და განაწესა მჴედრები და იყო სოლომონისი ორმეოც ათას ჴდალი მეზვები საეტლედ და თორმეტ ათას საჴედართა. და განაწესნა იგინი ქალაქთა საეტლეთა და მეფისა თანაცა იერუსალჱმს.

27 და დადვა მეფემან სოლომონ ოქრო და ვეცხლი იერუსალჱმს, ვითარ ქჳშა, და ფიჭჳ, ვითარცა თჳთმავალი ლეღოვანი ველთა სიმრავლითა,

28 და გამოსავალნი საჴედართა სოლომონისთანი ეგჳპტით და თეკვათ დამასკეთ, რომელთა მოგურიდეს ვაჭარნი მეფისანი სასყიდლითა.

29 და მოვიდოდა ეტლები ეგჳპტით ეტლი ერთი ასის სასწორისა ვერცხლისა და ცხენი ერთი ერგასის სასწორის ვერცხლისა, ეგრეცა ყოველთა მათ მეფეთა ქეტელისა და მეფეთა მათ ასურასტანისათ ზღჳთ კერძო აღმოსავალისათ.

<< ← Prev Top Next → >>