Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და მივიდა მეფე რობუამ სიკიმად, რამეთუ სიკიმად მიკრბა ყოველი ისრაჱლი დადგინებად მისა მეფედ მათ ზედა.

2 და იყო, ვითარცა ესმა იერობუამს, ძესა ნაბატისასა, ვიდრე იყო იგი ეგჳპტეს, ვინათგან იგი ლტოლვილ იყო პირისაგან სოლომონისა, და მოიქცა იერობუამ ეგჳპტით.

3 და წარავლინეს და მოხადეს იერობუამს ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, სიტყუად იწყო ყოველმან ერმან ისრაჱლისამან და ჰრქუეს მეფესა რობუამს:

4 მამამან შენმან დაამძიმა ჩუენ ზედა უღელი და შენ აღამცირე ფიცხელად იგი მონება მამისა შენისა და მძიმე იგი უღელი, რომელ იყო ჩუენ ზედა, და გმონო შენ.

5 და ჰრქუა მათ მეფემან: წარვედით ჩემგან და მესამესა დღესა მოიქეცით ჩემდა! და წარვიდეს.

6 და ზრახვა-ყო მეფემან რობუამ მოხუცებულთა მათ თანა, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ვიდრე ცოცხალღა იყო, და ჰრქუა: მაზრახეთ, რა სიტყუა-უგო ერსა მას?

7 სიტყუად იწყეს მისა და ჰრქუეს: ამას დღესა თუ დაემორჩილო ერსა ამას და ეტყოდე მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ მონად შენდა ყოველთა დღეთა.

8 და მიუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელ აზრახეს მას და აზრახა ყრმებსა ზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა.

9 და ჰრქუა მათ: თქუენ რათა მაზრახით? და მიუგო ერსა მას, რომელსა მეტყოდეს მე და თქუეს, ვითარმედ: აღამცირე უღელი მძიმე, რომელი დადვა მამამან შენმან ჩუენ ზედა?

10 და სიტყუად იწყეს ყრმებმან და თანაზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა, და ჰრქუეს: ესრე არქვა ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ, ვითარმედ: მამამან შენმან დაამძიმე უღელი ჩუენ ზედა და შენ აღამცირე ურჩთაგან. ესრე ჰრქუა მათ: ნეკი ჩემი უმახჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა.

11 ხოლო მამამან ჩემმან დადვა თქუენ ზედა უღელი იგი მძიმე და მე დავსძინო მას ზედა, მამა ჩემი გასწავლიდა თქუენ კვერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.

12 და მოვიდა ყოველი ისრაჱლი რობუამ მეფისა დღესა მას მესამესა, ვითარცა ჰრქვა მათ მეფემან, ვითარმედ: მოდით ჩემდა დღესა მესამესა.

13 და მიუგო მეფემან ერსა მას ფიცხლად და დაუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელი აზრახეს მას.

14 და ეტყოდა მათ მსგავსად ზრახვისა მის ყრმებისასა და ჰრქვა: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენ ზედა და მე დაურთო მას ზედა, მამამან ჩემმან გასწავლნა თქვენ კუერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.

15 და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ უფლისა მიერ იყო განდრეკა იგი, რათა დაამტკიცოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა ეტყოდა ჴელითა აქია წინაწარმეტყუელისათა სილონიტელისათა იერობუამს, ძესა ნაბატისასა.

16 ვითარცა იხილა ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან, მიუგეს ყოველმან ერმან და ჰრქვეს მეფესა: რა ნაწილი ძეს ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელ ძისა თანა იესესისა? ისწრაფე სამკჳდრებელად შენდა, ისრაჱლ! და აწ შენ მწყისიდი სახლსა დავითისასა! და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელად თჳსა.

17 და ძეთა მათგანთა ისრაჱლისათა, რომელნი სხდეს ქალაქთა მათ იუდასთა, მეფობდა მათ ზედა რობუამ.

მესამე მეფეთა 12:17 - Jeroboam Petitions King
Jeroboam Petitions King
18 და წარავლინა მეფემან რობუამ ადონირამ ხარკის-მოჴდად და დაქოლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და მოკლა. და მეფემან რობუამ ისწრაფა და აღჴდა ეტლთა და მიივლტოდა იერუსალჱმდ.

19 და შეურაცხ-ყო ისრაჱლმან სახლი დავითისი მოდღენდელად დღემდე.

20 და იყო, ვითარცა ესმა ყოველსა ისრაჱლსა, ვითარმედ მოიქცა იერობუამ, მიავლინეს და მოიყვანეს იგი ერმან და დაადგინეს იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა, და არა ვინ შეუდგა სახლსა მას დავითისსა, გარნა ნაწილი იგი ხოლო იუდასი და ბენიამენისი.

21 და რობუამ მივიდა იერუსალიმდ. და შეიკრიბა ერი იგი იუდასი და ნაწილი იგი ბენიამენისი ას და ოთხმეოც ათას მამაკაცი ჭაბუკი მბრძოლი წყობად სახლსა მას ისრაჱლისასა, რათა მოაქციოს რობუამ მეფობაჲ თჳსი, ძემან სოლომონისმან.

22 და იყო სიტყვა უფლისა სამესა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა:

23 ეტყოდე რობუამს, ძესა სოლომონისსა, მეფესა იუდასსა, და ყოველსა მას სახლსა იუდასსა და ბენიამენისასა და ნეშტთა მათ ერისათა და ჰრქუა.

24 ესრე იტყჳს უფალი: ნუ განხვალთ და ნუ სცემთ წყობასა ძმათა მათ თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა, და მოიქეცით თჳთეულად სახიდ თჳსა, რამეთუ ჩემგან იყო საქმე იგი. და ისმინეს სიტყუაჲ იგი უფლისა და დააცადეს ზედამისლვა იგი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

25 და აღაშენა იერობუამ სიკიმი მთათა მათ ეფრემისათა და დამკჳდრებულ იყო მას შინა და გამოვიდა მიერ და აღაშენა ფანუველი.

26 და თქუა იერობუამ გულსა თჳსსა: აჰა, აწ მიიქცეს მეფობაჲ ჩემი სახლსა მას დავითისასა.

27 უკუეთუ აღვიდეს ერი ესე შეწირვად შესაწირავისა სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმდ და მოიქცეს გული ერისა ამის ღმრთისა და უფლისა მიმართ თჳსისა, რობუამ მეფისა იუდასა, და მომკლან მე და მიიქცენ რობუამ მეფისა იუდისასა.

28 და იზრახა მეფემან და მივიდა და ქმნნა ორნი დიაკეულნი ოქროსანი და ჰრქუა ერსა მას: კმა იყავნ თქუენდა აღსლვა იერუსალემად. აჰა, ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა!

29 და დადგა ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი დადგა დანსა.

30 და ექმნა სიტყუაჲ ესე ცოდვად და მივიდოდა ერი იგი წინაშე ერთისა მის ვიდრე დანად.

31 და ქმნა იერობუამ სახლნი ზედა მაღალთა მათ და დაადგინნა ქურუმნი, ნაწილი ერთი ერთისა მისგან, რომელნი არა იყუნეს სახლისა მისგან ლევისა.

32 და ყო იურობუამ დღესასწაული თთვესა მას მერვესა, დღესა მეათხუთმეტესა მისვე თთჳსასა, და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, შეწირვად დიაკეულთა მათ მიმართ, რომელ ქმნნა და დაადგინნა ბეთელს ქურუმნი მაღალთა მათ, რომელ ქმნნა.

33 და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, დღესა მეთხუთმეტესა, თვესა მერვესა, მის დღესასწაულისასა, რომელ იზრახა გულით თჳსით და უყო დღესასწაული ძეთა მათ ისრაჱლისათა და აღჴდა საკურთხეველსა მას ზედა შეწირვად.

<< ← Prev Top Next → >>