ბიბლია, მესამე მეფეთა, თავი 13. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10304&pid=13&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და, აჰა, კაცი ღმრთისა მიიწია იუდათ სიტყჳთა უფლისათა ბეთელად, და იერობუამ დგა ზედა საკურთხეველსა მას შეწირვად.

2 და ჴმა-უყო საკურთხეველსა მას სიტყჳთა უფლისათა და თქუა: საკურთხეველო, საკუთრხეველო, ესრე იტყჳს უფალი: აჰა, ძე იშვეს სახლსა მას დავითისასა, იოსია სახელი მისი. და შეიწირნეს შენ ზედა ქურუმნი ეგე მაღალთა მათგან, რომელნი შესწირვენ შენ ზედა და ძვალნი კაცთანი დაწუნენ შენ ზედა.

3 და მისცა მას დღესა სასწაული და თქუა: ესე სასწაული იყოს, რომელსა იტყოდა უფალი და თქუა: აჰა, საკურთხეველი ეგე განიპოს და დაინთხიოს სიპოხე ეგე, რომელ არს მაგისა ზედა.

4 და იყო, ვითარცა ესმა მეფესა იერობუამს სიტყუაჲ იგი და ჴმაჲ კაცისა მის ღმრთისა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს, მიჰყო მეფემან ჴელი თჳსი საკურთხეველისა მისგან და თქუა: შეიპყართ ეგე! და განჴმა ჴელი იგი, რომელ მიეყო მისა და ვერ უკუნიდრიკა თჳსვე.

5 და საკურთხეველი იგი განიპო და დაითხია სიპოხე იგი, რომელ იყო ზედა საკურთხეველსა მას მსგავსად სასწაულისა მის, რომელ მოასწავა კაცმან ღმრთისამან სიტყჳთა უფლისათა.

6 და ჰრქუა მეფემან იერობუამ კაცსა მას ღმრთისასა: ევედრე პირსა უფლისა ღმრთისა შენისასა და ილოცე ჩემთჳს, და მოაქციოს ჴელი ჩემი ჩემდავე. და ილოცა კაცმან მან ღმრთისამან წინაშე უფლისა და მოიქცა ჴელი მეფისა მისავე და იქმნა, ვითარცა-იგი პირველ.

7 და ეტყოდა მეფე კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: შემოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე და მიგცე შენ ნიჭი.

8 და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან მეფესა: დაღათუ მომცე ზოგი სახლისა შენისა, არა შევიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსუა წყალი ადგილსა ამას.

9 რამეთუ ესრე მამცნო მე უფალმან სიტყჳთა და მრქვა: არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაცა მიხვედ.

10 და წარვიდა სხჳთ გზით და არა მიიქცა მასვე გზასა, რომელსაცა მივიდა ბეთელად.

11 და წინაწარმეტყუელი ერთი მოხუცებული დამკჳდრებულ იყო ბეთელს. და შევიდეს და უთხრეს მას ძეთა მისთა ყოველი იგი საქმე, რომელ ყო კაცმან მან ღმრთისამან მას დღესა შინა ბეთელს და სიტყუანი იგი, რომელთა ეტყოდა მეფესა, და მოაქციეს პირი მამისა მის თჳსისა.

12 და ეტყოდა მათ მამა იგი მათი და ჰრქვა: რომელსა გზასა წარვიდა? და უჩუენეს მას ძეთა მათ მისთა გზა იგი, რომელსა წარვიდა კაცი იგი ღმრთისა, რომელ მოსრულ იყო იუდად.

13 და ჰრქუა ძეთა მათ: დასხენით ვირსა. და დასხნეს ვირსა და დაჯდა მას ზედა.

14 და წარვიდა კვალსა კაცისა მის ღმრთისა და პოვა იგი მჯდომარე მუხასა ქუეშე და ჰრქუა მას: შენ ხარ კაცი იგი ღმრთისა მოსული იუდაჲსით? და თქუა: მე ვარ.

15 და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე პური.

16 და ჰრქუა მას: ვერ მივიქცე და ვერცა მივიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსვა წყალი ადგილსა ამას.

17 რამეთუ ეგრეთ ბრძანებულ არს ჩემდა სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: არა სჭამო მუნ პური და არცა სუა წყალი და არცა მიაქციო მასვე გზასა, რომელსაცა მიხჳდე.

18 და ჰრქუა მას: მეცა წინაწარმეტყუელივე ვარ, ვითარცა-ეგე შენ და ანგელოზი უფლისა მეტყოდა მე სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: მოაქციე ეგე შენ თანა სახიდ შენდა, ჭამოს პური და სვას წყალი. და უტყუა მას.

19 და მიაქცია იგი და ჭამა პური მისსა სახლსა და სუა წყალი.

20 და იყო, ვიდრე სხდეს იგინი ტაბლასა მას ზედა, იყო სიტყუაჲ უფლისა წინაწარმეტყუელისა მის, რომელმან მიაქცია იგი.

21 და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა, მოსრულსა იუდით, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განამწარე შენ სიტყუაჲ იგი უფლისა და არა დაიმარხე შენ მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

22 და მიიქეც და სჭამე პური და სვი წყალი ადგილსა მაგას, რომლისა გრქვა შენ: არა სჭამო პური და არა სვა წყალი, არა დაისხნენ ჴორცნი შენნი საფლავსა მამათა შენთა თანა.

23 და იყო, შემდგომად ჭამისა მის პურისა და წყლისა სმისა დასხნა ვირსა წინასწარმეტყუელისასა მის და მიიქცა და წარვიდა.

24 და პოვა იგი ლომმან გზასა მას და მოკლა იგი და იყუნეს ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი დგა მის თანა და ლომი იგი დგა ჴორცთა მათ მისთა თანა.

25 და, აჰა, კაცთა წარმავალთა იხილეს მკუდარი იგი დაგდებული გზასა მას, და ლომი იგი დგა მკუდარსა მას თანა, და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა მას, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო წინაწარმეტყუელი იგი მოხუცებული.

26 ვითარცა ესმა, რომელმან მიაქცია იგი გზისა მისგან, თქუა: იგი კაცი ღმრთისა არს, რომელმან განამწარა სიტყუაჲ იგი უფლისა და მისცა უფალმან ლომსა მას და განტეხა იგი და მოაკუდინა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა ეტყოდა მას.

27 და ჰრქუა ძეთა მათ თჳსთა: დასხენით ვირსა მას! და დასხნეს.

28 და წარვიდა და პოვნა ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი, და ლომი დგა ჴორცთა მისთა თანა, და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი.

29 და აღიხუნა წინაწარმეტყუელმან ჴორცნი იგი კაცისა მის ღმრთისანი და დადვა იგი ზედა ვირსა მას, და წარიღო იგი ქალაქად თჳსა მოხუცებულმან მან წინაწარმეტყუელმან ტყებად და დაფლვად იგი.

30 და დადვა საფლავსა თჳსსა და დააყუდა მძორი მისი. და ეტყებდეს მას და იტყოდეს: ვაჲ, ძმაო.

31 და იყო, შემდგომად ტყებისა მის ეტყოდა ძეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ოდეს მოვკუდე, დამმარხეთ მე საფლავსა ამას, სადა დაეფლა კაცი ესე ღმრთისა, ძვალთა მაგისთა თანა დამდევით მე, რამეთუ ყოფით იყოს, რათა განერნენ ძვალნი ჩემნი ძვალთა მაგისთა თანა.

32 რამეთუ აღესრულოს ყოველი იგი, რომელსა იტყოდა სიტყჳთა უფლისათა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელსა და ზედა სახლთა მათ მაღალთასა, რომელ არიან სამარიას.

33 და შემდგომად ამათ სიტყუათა არა მოაქცია იერობუამ უკეთურებათაგან თჳსთა და მერმეცა განნაწილნა ერისა მისგან ქურუმნი მაღალთა მათ და რომელსა უნებნ, აღივსნის ჴელნი მისნი და იქმნის ქურუმ მაღალთა მათ.

34 და ექმნა სიტყუაჲ იგი ცოდვა სახლსა მას იერობუამისსა მოსასრველად და განსარყუნელად პირისაგან ქუეყანისა.

<< ← Prev Top Next → >>