Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და წელსა მას მეათურამეტესა სუფევასა იერობუამისსა, ძისა ნაბატისასა, მეფობდა აბია, ძე რობუამისი, ზედა იუდასა.

2 და ექუს წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი.

3 და ვიდოდა ცოდვასა მამისა თჳსისასა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.

4 რამეთუ ჴელითა დავითისითა მისცა უფალმან ღმერთმან ნეშტი იერუსალჱმსა, რათა დაადგინნეს ძენი მისნი შემდგომად მისა და დაამტკიცოს იერუსალჱმი.

5 ვითარცა ქმნა დავით სამართალი წინაშე უფლისა და არა გარდააქცია ყოვლისაგანვე, რომელ ამცნო მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, გარნა სიტყჳთა მით ჰურია ქეტელისათჳს.

6 და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა.

7 და ნეშტნი სიტყუათა აბიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა მათ იუდასთა. და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა.

8 და დაიძინა აბია მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისსა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ.

9 და წელსა მას მეოცესა იერობუამ მეფისა ისრაჱლისა მეფობდა ასა ზედა იუდასა.

10 და ორმეოცდაერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი.

11 და ქმნა ასამ სიმართლე წინაშე უფლისა, ვითარცა დავით, მამამან მისმან.

12 და დაამჴუა ძეგლები მის ქუეყანისა და აღჴოცა ყოველი იგი შერეულები, რომელ ქმნეს მამათა მისთა.

13 და მააქა, დედა თჳსი, განიშორა დედოფლობისაგან თჳსისა, რამეთუ კრება-ყო მაღნარსა მას თჳსსა; და მოკაფა ასამ ძნელოვანნი მისნი და დაწვა ცეცხლითა ნაღვარევსა მას კედროვნისასა.

14 და მაღალნი იგი არა მოსპნა; ხოლო გული მისი სრულ იყო უფალსა თანა ყოველთა დღეთა თჳსთა.

15 და მოიხუნა სუეტნი იგი მამისა თჳსისანი და სუეტნი იგი თჳსნი ოქროსა და ვერცხლისანი და შეიხუნა სახლსა მას უფლისასა.

16 და წყობა იყო შორის ასასა და შორის ბაასა და მეფესა ისრაჱლისასა ყოველთა დღეთა მათთა.

17 და გამოვიდა ბაას, მეფე ისრაჱლისა ზედა იუდასა და აღაშენა რამა, რათა არა იყოს გამოსლვა და შესულა ასა, მეფისა იუდასი.

18 და მოიღო ასამ ყოველი იგი ოქრო და ვერცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და საფასესა სახლისა მის სამეუფოისასა და მისცა იგი ჴელთა მონათა თჳსთასა და წარავლინნა იგინი ასა მეფემან ძისა მის ადერისი, ძისა აბენერისა, რამასა, ძისა იაბელისა, მეფისა ასურთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო დამასკეს, და ჰრქუა:

19 აღთქუა აღთქმა ჩემდა და შენ შორის და შორის მამისა ჩემისა და მამისა შენისა. აჰა, ეგერა, მიგიძღვანე შენ ძღვენი ოქრო და ვერცხლი. განაქარვე აღთქმა შენი, რომელ არს ბაას მეფისა თანა ისრაჱლისასა, რათა წარვიდეს დღეს ჩემგანცა.

20 და ისმინა ძემან ადერ მეფისამან ასაისი და წარავლინნა მთავარნი იგი ერისა თჳსისანი ქალაქთა მათ ისრაჱლისათა, და დასცეს ნაინი და დანი და აბელმო სახლისა მის მააქასი და ყოველივე ქენერეთი და ყოველი ქუეყანა ნეფთალიმისი.

21 და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, დააცადა შენება იგი რამასი და მიიქცა თერსად.

22 და მეფემან ასამ ამცნო ყოველსა იუდასა, რომელ იყუნეს ენაკიმს, რათა წარმოიხუნენ ქვანი იგი რამაასნი და ძელი მისი, რომელ აშენა ბაას. და აშენა მით მეფემან ასამ ყოველნი იგი ბორცუნი ბეინამენისნი და საებგურონი იგი.

23 და ნეშტნი სიტყუათა ასაისთანი და ყოველი ძალი მისი და ყოველი, რაცა ქმნა, და ქალაქნი იგი ყოველნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა, ხოლო ჟამსა მას სიბერისა მისისასა ელმოდეს ფერჴნი მისნი.

24 და დაიძინა ასამ მამათა თჳსთა თანა და დაეუფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ.

25 და ნაბატ, ძე იერობუამისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას მეორესა ასაის, მეფისა იუდასსა, და მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

26 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა მამისა თჳსისასა და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი.

27 და გარემოადგა ბაასა, ძე აქიასი, სახლსა მას ისაქარისასა და დასცა იგი ბაასა გაბათონს უცხოთესლთასა. და ნაბატ და ყოველი ისრაჱლი სხდეს გაბათონს.

28 და მოკლა იგი ბაასა წელსა მას მეორესა ასა მეფისა იუდასსა და მეფობდა მის წილ.

29 და იყო, მეფობასა მას მისსა მათ ზედა დასცა ყოველი იგი სახლი იერობუამისი ვიდრე მოსრვადმდე მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია სელონიტელისათა.

30 ყოველთა მათთჳს ცოდვათა იერობუამისათა, რომელმან ცოდა და აცთუნა ისრაჱლი და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა,

31 და ნეშტნი სიტყუანი ნაბატისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა მეფეთა ისრაჱლისათა.

32 და იყო ბრძოლა შორის ასას და შორის ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისა, ყოველთა დღეთა მათთა.

33 და წელსა მას მესამესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ბაასა, ძე აქიასი, ზედა ყოველსა ისრაჱლსა, თერსას, ოცდაოთხ წელ.

34 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი.

<< ← Prev Top Next → >>