Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და იყო, შემდგომად დღეთა მრავალთა და სიტყუაჲ უფლისა იყო ელიასსა წელსა მას მესამესა და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე აქაბს და მივსცე წჳმა პირსა ზედა ქუეყანისასა.

2 და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა. და სიყმილი იგი განსასტიკებული იყო სამარიას.

3 და მოუწოდა აქაბ აბდიას, ეზოსმოძღუარსა თჳსსა, და აბდია იყო მოშიშ უფლისა ფრიად.

4 და იყო, მოსრვასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა დამალა აბდია ასი კაცი წინაწარმეტყუელთაგანი ერგასის - ერგასისი თითოსა ქვაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა.

5 და ჰრქუა მეფემან აქაბ აბდიას: მოვედ და ვიქცეოდით ყოველსა მას ქუეყანასა წყაროსთავთა წყალთასა და ნაღვარევთა და, ჰე, თუმცა ვპოოთ საძოვარი და გამოვზარდნეთ ცხენნი და ჯორნი, რათა არა აღიჴოცნენ ჩუენგან ყოვლადვე საცხოვარნი.

6 და განიყვნენ სლვად გზათა და აქაბ წარვიდა გზასა ერთსა მარტო და აბდია სხუასა გზასა მარტო.

7 და აბდიას გზასა ზედა შეემთხჳა ელია წინა მისა მარტო და ისწრაფა აბდია და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თქუა: შენ ხარა, უფალო ჩემო ელია?

8 და ჰრქუა ელია: მე ვარ, მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.

9 და ჰრქუა აბდია: რა შეგცოდე, რამეთუ შემაგდებ მე, მონასა შენსა, ჴელთა აქაბისთა მოკულად?

10 ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, რამეთუ არა არს ნათესავი და არცა მეუფებაჲ, რომელსა არა მიავლინა უფალმან ჩემმან ძიებად შენდა.

11 და ჰრქუეს, ვითარმედ: არასადა არს, და მოწვა მეუფებაჲ იგი და სოფელი მათი, რამეთუ არა გპოვეს შენ.

12 და აწ შენ იტყჳ, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.

13 და თუ წარვიდე მე შენგან და სულმან უფლისამან აღგიღოს შენ ქუეყანით, რომელ არა ვიცოდე, მოვიდე და უთხრა აქაბს და არა გპოო შენ, მომკლას მე, და მონა შენი მოშიში უფლისა არს სიყრმითგან თჳსით.

14 და არა მიეთხრა უფალსა ჩემსა, რა-იგი ვყავ მე მოწყუედასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა? მე დავმალე წინაწარმეტყუელთაგან მათ უფლისათა ასი კაცი ერგასის-ერგასისი თჳთოსა ქვაბსა და გამოვზარდენ იგინი პურითა და წყლითა.

15 და აწ შენ მეტყჳ მე, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ელია არს და მომკლას მე.

16 და ჰრქუა ელია: ცხოველ არს უფალი ძალთა, რომლისა ვდეგ წინაშე მისა, რამეთუ დღეს ვეჩუენო მას.

17 და წარვიდა აბდია და მიეგებოდა აქაბს და უთხრა მას. აღირბინა აქაბ და მიეგებოდა ელიას და იყო, ვითარცა იხილა აქაბ ელია, ჰრქუა აქაბ ელიას: შენ ხარა ამრღუე ისრაჱლისა?

18 ჰრქუა ელია: არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა.

19 და აწ წარავლინე და მოკრიბე ჩემდა ყოველი ისრაჱლი მთასა მას კარმელსა და წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი ოთხასდაერგასისნი, წინაწარმეტყუელნი იგი მაღნარისანი ოთხასნი, რომელნი ჭამენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა.

20 და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაჱლსა და შეკრიბნა წინაწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა.

21 და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.

22 და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტო დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისა და წინაწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინაწარმეტყუელნი მაღნართანი ოთხასნი.

23 და აწ მოგუცენით ჩუენ ორნი ზუარაკნი და გამოირჩიონ ერთი იგი მათ და განაგონ ასოეულად და დადვან ზედა შეშასა და ცეცხლსა ნუ შეახებედ. და მე ვყო ერთი იგი ზუარაკი და დავდვა ზედა შეშასა და ცეცხლი არა მივახო.

24 და ხადოდეთ სახელსა ღმერთთა თქუენთასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა და იყოს ღმერთი, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, იგი არს ღმერთი. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ.

25 და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელთა მათ სირცხჳლისათა: გამოირჩიეთ თქუენდად ზვარაკი ერთი და ჰყავთ პირველ, რამეთუ თქუენ უმრავლეს ხართ და ხადოდეთ სახელსა მას ღმერთთა თქუენთასა და ცეცხლსა ნუ შეახებთ.

26 და მიიბეს ზვარაკი იგი, რომელ მისცა მათ, და ყვეს ეგრე და ხადოდეს სახელსა ბაალისასა ცისკრითგან ვიდრე სამხრადმდე და იტყოდეს: ისმინე ჩუენი, ბაალ, ისმინე ჩუენი! და არა იყო მათ თანა ჴმაჲ და არცა სმენა, და რბიოდეს გარემო საკურთხეველსა მას, რომელ ქმნეს.

27 და იყო სამხრისა ოდენ, და განბასრნა იგინი ელია თეზბიტელმან და ჰრქუა: მაღლადრე უჴმეთ, რამეთუ ღმერთი არს; ანუ თუ განსცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს.

28 და უჴმობდეს ჴმითა დიდითა და იზახდეს მსგავსად სჯულისა მათისა მახჳლითა და დანაკითა ვიდრე დათხევადმდე სისხლისა მათ ზედა.

29 და იყო, ვითარ გარდაჴდა სამხარი და წინაწარმეტყუელებდეს ვიდრე ჟამადმდე მსხუერპლის შეწირვისა და არა იყო მუნ ჴმაჲ, და ეტყოდა ელია წინაწარმეტყუელთა მათ საძაგელებისათა და ჰრქუა: გა-რე-მიდეგით და აწ მე ვყო შესაწირავი იგი ჩემი. და გან-რე-დგეს და წარვიდეს.

30 და ჰრქუა ელია ერსა მას: მომეახლენით მე! და მიეახლნეს ყოველი ერი მისა და აღმართა საკურთხეველი იგი უფლისა დამჴობილი.

31 და მოიხუნა ელია ათორმეტნი ქვანი მსგავსად რიცხჳსა მის ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ვტყოდა მას უფალი და ჰრქუა: ისრაჱლ იყავნ სახელი შენი.

32 და აღაშენნა ქვანი იგი სახელად უფლისა და ქმნა ტაბლაჲ, რომელმანცა შთაიტია ორი გრივი თესლი გარემოს საკურთხეველსა მას.

33 და დააზვინა შეშა იგი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა და განაგო ასოეულად ზვარაკი იგი და დადვა ზედა შეშასა მას და აღზვინა ზედა საკურთხეველსა მას.

34 და ჰრქუა: მომართუთ მე ოთხითა ლაგჳნითა წყალი და დაასხით ზედა შესაწირავსა მაგას და შეშასა. და ჰრქუა: დაასხით! და დაასხეს და თქუა მეორედ: დაასხით! და დაასხეს; თქუა მესამედ: დაასხით! და დაასხეს.

35 და მოვიდოდა წყალი იგი გარემო საკურთხეველსა მას და აღავსეს ტბა იგი წყლითა.

36 და იყო, ჟამსა ოდენ შეწირვისასა მსხუერპლისა მის ღაღად-ყო ელია ზეცად და თქუა: უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და ისრაჱლისაო, დღეს ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ისრაჱლისა და მე მონა შენი. მე ვქმენ საქმე ესე.

37 ისმინე ჩემი, უფალო, ისმინე ჩემი ცეცხლითა და სცნას ერმან ამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და შენ გარემოაქციე გული ერისა ამის მართლუკუნ.

38 და გარდამოვარდა ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით და შეჭამა მსხუერპლი იგი და შეშა იგი და მიწა იგი. და წყალი იგი, რომელ დგა ტბასა მას, აღწბა ცეცხლმან მან.

39 ვითარცა იხილა ყოველმან ერმან, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თქუეს: ნანდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი.

40 და ჰრქუა ელია ერსა მას: შეიპყრენით წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი და ნუმცა ვინ განმერების მათგანი, ნუცა ერთი. და შეიპყრეს იგინი და შთაიყვანნა იგინი ელია ნაღვარევსა მას კიშონისასა და მოსრნა იგინი მუნ.

მესამე მეფეთა 18:40 - Elijah Kills Prophets of Baal
Elijah Kills Prophets of Baal
41 და ჰრქუა ელია აქაბს: აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ჴმაჲ ბგერისა წვიმისა არს.

42 და აღვიდა აქაბ ჭამად და სუმად და ელია აღჴდა თავსა მთისა მის კარმელისასა და დადრკა ქუეყანად და დადვა პირი თჳსი ზედა მუჴლთა თჳსთა.

43 და ჰრქუა ყრმასა მას თჳსსა: აღდეგ და მიხედენ გზასა მას ზღჳთ კერძო! აღჴდა და მიხედნა ყრმამან და ჰრქუა: არარა არს. და ჰრქუა ელია ყრმასა მას: მოიქეც და მიხედენ შჳდგზის! და მიიქცა ყრმა იგი შჳდგზის.

44 და იყო მეშჳდესა მას ჯერსა, და აჰა, ღრუბელი ერთი მცირე, ვითარცა ნები კაცისა, და აღმოაქუნდა წყალი ზღჳთ და ჰრქუა: მივედ და არქუ აქაბს: აღიმზადენ ეტლნი შენნი და შთავედ, ნუუკუე გეწიოს შენ წჳმაჲ.

45 და იყო, ვითარცა იგი მიმოიქცეოდა, ცა დაბნელდა ღრუბლითა და ქა- რითა, და იყო წვიმა ძლიერი და ტიროდა აქაბ. და მივიდოდა იეზრაელად.

46 და ჴელი უფლისა იყო ელიასა ზედა და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და რბიოდა წინა აქაბისასა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელად.

<< ← Prev Top Next → >>