Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მესამე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე მეფეთა მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 და იყო, შემდგომად ამათ სიტყუათა იყო ვენაჴი ერთი ნაბუთესი იეზრაიტელისა მახლობელად კალოსა მას აქაბისსა, მეფისა მის სამარიტელთასა.

2 და ეტყოდა მეფე ნაბუთეს და ჰრქუა: მომეც მე ვენაჴი შენი, რათა იყოს მტილად ჩემდა სამხლედ, რამეთუ მახლობელიცა არს ჩემდა სახლსა და მიგცე შენ სხუაჲ ვენაჴი უმჯობესი მაგისსა, უკუეთუ კულა გნებავს, შენ მიგცე ვეცხლი სასყიდელად მაგისსა (და იყოს მტილად ჩემდა სამხლედ).

3 და ჰრქუა ნაბუთე მეფესა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისაგან ჩემისა, ვითარცა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა?

4 და შევიდა აქაბ მწუხარე და გულმწყრალ სიტყუათა მათთჳს ნაბოთესთა იზრაიტელისა, რამეთუ ჰრქუა მას: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა. და მიწვა იგი ცხედარსა თჳსსა და დაიხურა პირი თჳსი და არა ჭამა პური.

5 და შევიდა მისა იეზაბელ, ცოლი თჳსი, ეტყოდა მას და ჰრქუა: რაჲსა მწუხარე არს სული შენი და არა სჭამ პურსა?

6 და თქუა: ამისთჳს, რამეთუ ვეტყოდე ნაბოთეს იზრაიტელსა, ვითარმედ, მომეც ვენაჴი შენი ვეცხლად სასყიდლად და, უკუეთუ გნებავს, მოგცე შენ სხუაჲ ვენაჴი მაგისა წილ. და თქვა: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა.

7 და ჰრქუა მას იეზაბელ, ცოლმან მისმან: აწ ეგრეთ ჰყოა შენ მეფობა ეგე შენი ისრაჱლსა ზედა? აწ აღდეგ და ჭამე პური და განიფრთხუე და მე მიგცე შენ ვენაჴი იგი ნაბოთესი იეზრაიტელისა.

8 და მიწერა როარდაგი სახელად აქაბისა და დაბეჭდა ბეჭდითა მისითა და მიუძღვნა მოხუცებულთა მათ და აზნაურთა მის ქალაქისათა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ნაბუთეს თანა.

9 და დაწერილ იყო ჰროარდაგსა მას ესრეთ: იმარხეთ მარხვა და დასუთ ნაბუთე მთავრად ერსა მაგას.

10 და დასხენით ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, პირისპირ მისა და შესწამონ მას და ჰრქუან, ვითარმედ: აკურთხე, ნაბოთე, ღმერთი და მეფე და განიყვანეთ იგი, დაკრიბეთ ქვა და მოკუედინ.

11 და ყვეს მოხუცებულთა მის ქალაქისათა და აზნაურთა, რომელნი სხდეს ქალაქსა მას შინა, ვითარცა მიევლინა მათა იეზაბელს, და ვითარცა წერილ იყო ჰროარდაგსა მას.

12 და განუწესეს მარხვა და დასვეს ნაბუთე მთავრად ერსა მას.

13 და მივიდეს ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, და დასხდეს პირისპირ მისა და შესწამეს კაცთა მათ განდგომილთა ნაბუთეს წინაშე ყოვლისა ამის ერისა და ჰრქუეს: აკურთხე, ნაბუთე, ღმერთი და მეფე. და განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა მას და დაკრიბეს მას ქვა და მოკუდა.

14 და წარავლინეს იეზაბელისა და ჰრქუეს: დაიქოლა ნაბუთე ქვითა და მოკუდა.

15 და იყო, ვითარცა ესმა იეზაბელს, რამეთუ ქვადაკრებულ იქმნა ნაბოთე და მოკუდა, ჰრქუა იეზაბელ აქაბს: აღდეგ და დაიმკჳდრე ვენაჴი იგი ნაბუთესი იეზრაიტელისა, რომელი არა მოგცა შენ ვეცხლად, რამეთუ არა არს ნაბუთე ცოცხალ, არამედ მოკუდა.

16 და იყო, ვითარცა ესმა აქაბს, ვითარმედ მოკუდა ნაბოთე იეზრაიტელი დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა, და იყო შემდგომად ამისა და აღდგა აქაბ და შთაჴდა ვენაჴსა მას ნაბუთეს იეზრაიტელისასა დაპყრობად მას.

17 და ეტყოდა უფალი ელიას თეზაბიტელსა და ჰრქუა:

18 აღვედ, შთავედ და მიეგებოდე აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა, რომელ არს სამარიასა, რამეთუ შთასრულ არს იგი ვენაჴსა მას ნაბოთესასა დაპყრობად მისა.

19 და ეტყოდე მას და არქუ: ესრეთ იტყჳს უფალი, ვითარმედ: მოჰკალ და დაიმკჳდრე, ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი: ადგილსა, რომელსა აღწბეს ძაღლთა და ღორთა სისხლი ნაბოთესი, მუნ აღწბან სისხლი შენი ძაღლთა და როსპიკნი იბანნენ სისხლითა შენითა.

20 და მოვიდა ელია აქაბისა და ეტყოდა მსგავსად სიტყჳსა მის და ჰრქუა აქაბ ელიას: მპოე მეა, მტერო ჩემო? და ჰრქუა ელია: გპოვე, რამეთუ ცუდად აღილაღე და ქმენ ბოროტი წინაშე უფლისა განრისხებად მისა.

21 აჰა, მე მოვავლინო შენ ზედა ძჳრი და აღატყდეს შემდგომად შენსა, და მოვსპო აქაბისი და არა დაუტეო, რომელი აფსმიდეს კედელსა და ჭირვეული იგი და დაცემული ისრაჱლისა.

22 და მივსცე სახლი შენი, ვითარცა სახლი იერობუამისი, ძისა ტაბატისა, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი, განრისხებათა მაგათთჳს, რომელ განმარისხე მე და აცთუნე ისრაჱლი.

23 და იეზაბელისთჳს იტყჳს უფალი: ნაცულად ნაბოთესა ძაღლთა შეჭამონ იგი ზღუდესა მას თანა იეზრაიტელისასა.

24 მომკუდარნი აქაბისნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მომკუდარნი მისნი ველსა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.

25 რამეთუ ცუდად აჰყვა აქაბ ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა, რამეთუ შესულიბა იგი იეზაბელ, ცოლმან თჳსმან.

26 და მოიძაგა ფრიად შედგომად კვალსა მას საძაგელთასა მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნა ამორეველმან, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.

27 და სიტყჳსა მისთჳს, რომელ შეიკდიმა მეფემან პირისაგან უფლისა, და მივიდოდა ტირილით და დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა ჴორცთა მისთა და დაიმარხა დღესა მას, რომელსა მოკუდა ნაბუთე იეზრაიტელი და ძე მისი მივიდოდა მღუნარედ.

28 და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასა აქაბისთჳს და ჰრქუა უფალმან:

29 იხილე, ვითარ შეიკდიმა აქაბ პირისაგან ჩემისა და შეინანა და თქუა უფალმან: არა მოვავლინო ძჳრი დღეთა მაგისთა, არამედ დღეთა ძისა მაგისისათა მოვავლინო ძჳრი ზედა სახლსა მაგისსა.

<< ← Prev Top Next → >>