Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და იყო, აღყვანებასა მას ელიასსა უფლისა მიერ ძრვით ზეცად და წარვიდეს ელია და ელისე გალგალით.

2 და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე ბეთელადმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდოდეს ბეთელად.

3 და გამოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელ იყუნეს ბეთელს, შემთხუევად მათა და ჰრქუეს ელისეს: შენ უწყიმეა, რამეთუ დღეს აღამაღლებს უფალი უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და ჰრქუა მათ: უწყი მეცა, დუმენით.

4 და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლნებიე მე იერიქოდ. და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდეს იერიქოდ.

5 და მოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი იყუნეს იერიქოს და ჰრქვეს ელისეს: უწყიმეა, რამეთუ დღეს უფალი აღამაღლებს უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და თქუა: უწყი მეცა, თქუენ დუმენით.

6 და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე იორდანედ და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! და არა დაგიტეო შენ. და წარვიდეს ორნივე.

7 და ერგასის კაცი ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა დადგეს პირისპირ განშორებულად მათსა და დადგეს ორნივე იგი კიდესა იორდანისასა.

8 და მოიღო ელია ხალენი იგი თჳსი, შეკეცა და სცა წყალსა მას. და განიპო წყალი იგი იმიერ და ამიერ, წიაღჴდეს ორნივე ჴმელსა.

9 და იყო, ვითარცა წიაღჴდეს და ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე რაჲ ჩემგან, ვიდრე არღა ამაღლებულ ვარ მე შენგან. და ჰრქუა ელისე ელიას: იყავნ მრჩობლი სული შენი ჩემ ზედა!

10 და ჰრქვა ელია: ფიცხლად ითხოვე, უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ!

11 და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.

12 და ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და არღარა ხედვიდა მას და შებმა-უყო სამო- სელსა და განაპო.

მეოთხე მეფეთა 2:12 - Elijah Taken Into Heaven
Elijah Taken Into Heaven
13 და აღიღო ელისე ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა, და მოიქცა ელისე და დადგა კიდესა იორდანისასა.

14 და მოიღო ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა და სცა წყალსა მას და არა განიპო და თქუა ელისე: სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო? და სცა წყალსა მას მეორედ და განიპო ორად და წიაღჴდა ელისე ჴმელსა.

15 და ვითარცა იხილეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იერიქოს იყუნეს, და თქუეს: დაადგრა სული ელიასი ელისესა ზედა! და მიეგებოდეს მას და თაყუანი-სცეს პირსა ზედა ქუეყანისასა.

16 ჰრქუეს: აჰა, ესერა, არიან მონათა შენთა თანა კაცნი ერგასისნი, ძენი ძლიერებისანი, წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიტაცა სულმან უფლისამან და დააგდო იგი იორდანესა ოდენ, ანუ ერთსა მთათაგანსა სადამე, ანუ ბორცუთაგანსა. და ჰრქუა ელისე: ნუ წარავლინებთ.

17 და აიძულეს მას, ვიდრემდის ჰრცხუენაცა და ჰრქუა: წარავლინეთ! და წარავლინეს ერგასისნი კაცნი და ეძიებდეს სამ დღე და არა პოეს.

18 და მოიქცეს მისა და იგი ჯდა იერიქოს და ჰრქვა მათ ელისე: არა გარქუ თქუენ, ვითარმედ ნუ მიხვალთ?

19 და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა ელისეს: აჰა, ესერა, საყოფელი ამის ქალაქისა კეთილ არს, ვითარცა შენ, უფალი ჰხედავ და წყალნი ესე ბოროტ და შვილთმომსრველ.

20 და ჰრქუა ელისე: მომართუთ მე სარწყული ერთი ახალი. და მოართვეს მას.

21 და მივიდა ელისე თვალსა მას ზედა წყაროსასა და შთაასხა მას მარილი და თქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: განვკურნებ წყალთა ამათ და ნუღარამცა არს მაგისგან სიკუდილი და ნუცაღა შვილთა სრვა.

22 და განიკურნეს წყალნი იგი მოდღენდელად დღემდე მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა, ვითარცა თქუა.

23 და გამოვიდა მიერ ელისე და მოვიდოდა ბეთელად და, ვითარცა აღვიდოდა გზასა მას, გამოჴდა ყრმები მცირები ქალაქით, ესროდეს ქვითა და ეკიცხევდეს და ეტყოდეს: აღვიდოდე, მტერ, აღვიდოდე, მტერ.

24 უკმოექცა მათ და დასწყევნა იგინი სახელითა უფლისათა და თქუა: შვილნო ცოდვისანო და ცალიერებისანო! და გამოჴდეს ორნი დათუნი მაღ- ნარით და განბძარნეს მათგანნი ორმეოცდაორი ყრმა.

25 და წარვიდა მიერ მთასა მას კარმელსა და მუნით მიაქცია სამარიად.

<< ← Prev Top Next → >>