Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეათვრამეტესა იოსაფატის, მეფის იუდასასა, და მეფობდა ათორმეტ წელ.

2 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მამამან და დედა- მან მისმან, და დაამჴუნა ძეგლნი იგი, რომელ აღმართნა მამამან მისმან.

3 ხოლო ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა მათგან.

4 და ამოს, მეფე მოაბისა, იყო ნოკედს და მოსცემდა ხარკსა მეფესა მას ისრაჱლისასა და ასი ათასსა კრავსა და ასი ათასსა ვერძსა ურისველსა.

5 და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისსა და განუდგა მეფე იგი მოაბისა მეფესა მას ისრაჱლისასა.

6 და გამოვიდა მეფე იორამ სამარიად მას დღესა შინა, აღიხილა ისრაჱლი და წარვიდა.

7 და წარავლინნა მეფემან იოსაფატისა, მეფისა იუდასა და ჰრქუა: მეფე მოაბისა მეცრუვა მე. აწ გამო-თუ-ხჳდე ჩემ თანა ბრძოლად მოაბისა? და თქუა: განვიდე, რამეთუ ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი, ეგრეცა საჴედარნი ჩემნი.

8 და ჰრქუა: რომელსა გზასა მივმართოთ? და ჰრქუა იორამ: გზასა მას უდაბნოსასა, ედომით კერძო.

9 და წარვიდეს მეფე ისრაჱლისა და მეფე იუდეასი და მეფე ედომისა და დაიდარნეს შჳდ დღე გზასა მას. და არა ეპოვა წყალი ბანაკსა მას და არცა საცხოვარსა მათსა, რომელი იყო მათ თანა.

10 და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: ჵ,ა́ რამეთუ განგუწირნა ჩუენ უფალმან, სამნი ესე მოსრულნი მეფენი, მიცემად ჴელთა მოაბისთა.

11 და თქუა იოსაფატ მეფემან: არამე არს აქა წინაწარმეტყუელი უფლისა და ვაკითხემცა უფლისა მიერ ჩუენთჳს? და თქუა ერთმან ვინმე ყრმამან მეფისა ისრაჱლისამან: არს აქა ელისე, ძე საფატისი, რომელი სცემდა ჴელთსა- ბანელსა ელიას.

12 და თქუა იოსაფატ: არს სიტყუაჲ უფლისა მის თანა. და მივიდეს მისა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, და მეფე ედომისი.

13 და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: რა ძეს შენი და ჩემი? მივედ შენ წინაწარმეტყუელთა მამისა შენისათა და წინაწარმეტყუელთა დედისა შენისათა! და ჰრქუა მას მეფემან ისრაჱლისამან: მო-მე-გვიყვანნა უფალმან სამნი ესე მეფენი მიცემად ჴელთა მოაბელთასა?

14 და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომელმან განმაძლიერა მე წინაშე მისა, უკუეთუმცა არა თუალ-ვასხენ იოსაფატს, მეფესა იუდასსა, არცაღამცა მიგხედე და გიხილე შენ.

15 და აწ მომგუარეთ მე მაქებელი! და მოგვარეს ერთი მაქებელი, და იყო, ვითარცა იტყოდა ქებასა მას, იყო მის ზედა ჴელი უფლისა.

16 და ჰრქვა: ესრე იტყჳს უფალი, არა იხილოთ ქარი და არცა იხილოთ წჳმა. და ნაღვარევი ეგე აღივსოს წყლითა და სუათ თქუენ და საცხოვარმან თქუენმან და კარაულმან თქუენმან.

17

18 და მცირე არს ესე ყოფად წინაშე თუალთა უფლისათა. და მოგცეს უფალმან მოაბი ჴელთა თქუენთა.

19 და დასცნეთ ყოველნი იგი ქალაქნი რჩეულნი და ძლიერნი და ყოველი ხე შუენიერი დასცეთ და ყოველი წყაროები აღმოავსოთ და ყოველი ადგილი შუენიერი განრყუნეთ თქუენ.

20 და იყო, განთიადსა მას ოდენ შეწირვასა ოდენ მსხუერპლისასა და, აჰა, წინაწარმეტყუელნი მოვიდოდეს გამოსლვითა ედომით. და აღივსო ქუეყანა წყლითა.

21 და ყოველსა მოაბსა ესმა, ვითარმედ მივლენან ესე მეფენი წყობად მათა. და აუწყეს ყოველთავე სარტყლისშემრტყმელსა მახჳლოსანსა მათა მიმართ და აღიმსთვეს განთიადსა მას და დადგეს საზღვარსა მათსა.

22 და მოეფინა მზე წყალთა მათ ზედა და იხილა მოაბ პირისპირ წყალი იგი მეწამული, ვითარცა სისხლი.

23 და თქუეს: სისხლი იგი მახჳლისა არს ჴდომით, ვიდრემდე ჴდებოდეს ურთიერთას მეფენი იგი, დაეცნეს ურთიერთას და, აჰა, აწ მალე იყავნ ტყუენვად მოაბ.

24 და მიმართეს ბანაკსა მას ისრაჱლისასა და აღდგეს ისრაიტელნი და დასცეს მოაბი და ივლტოდეს პირისგან მათისა და შეუდგეს და მოსრვიდეს მოაბსა.

25 და ქალაქნი მათნი დაამჴუნეს და ყოველივე ნაწილი კეთილი კაცად-კაცადმან ქვითა აღმოავსო და ყოველივე თავი წყაროთა აღმოავსეს ქვითა და ყოველი ხე შუენიერი დასცეს და არა დაუტევეს ქვა ქვასა ზედა ზღუდეთა მათთა. და გარემოადგეს მას შურდულოსანნი და დასცეს იგი.

26 და იხილა იგი მეფემან მოაბისამან, რამეთუ განძლიერდა მის ზედა ღუაწლი იგი, მიმართა შჳდასითა კაცითა მახჳლოსანითა მიწევნად მეფისა მის ზედა ედომისასა და ვერ შეუძლო.

27 და მოიყვანა ძე იგი თჳსი პირმშო მეფემან, რომელ დაედგინა მეფედ თავისი თჳსისა წილ, და შეწირა იგი მსხუერპლად ზღუდესა მას ზედა. და იყო სინანულ დიდ შორის ისრაჱლსა და წარმოვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანად თჳსად.

<< ← Prev Top Next → >>