Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 წელსა ოცდამეშჳდესა იორობოამისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მეფისა იუდასი.

2 ძე ათექუსმეტის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ერგასისდაორ წელ მეფობდა იერუსალჱმსა ზედა და სახელი დედისა მისისა იექელთა იერუსალჱმით.

3 და ქმნა კეთილი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, რაცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

4 ხოლო მაღალნი იგი არავე მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

5 და მიყო უფალმან ჴელი მეფესა მას, და გარდაასხა მას ზედა კეთროვანება ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა. და დაჯდა სახლსა შინა დაფარულად აფფოთ. და იოათამ, ძე მეფისა, იყო ზედა სახლსა მას და შჯიდა ერსა მას მის ქუეყანისასა.

6 და ნეშტნი სიტყუათა აზარიასთანი და ყოველი, რა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

7 და დაიძინა აზარია მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქუეყანასა მას დავითისასა და მეფობდა იოათამ, ძე მისი, მის წილ

8 წელსა მას ოცდამეთურამეტესა აზარია მეფისა იუდასსა და მეფობდა ზაქარია, ძე იორობოამისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ექუს თუჱ.

9 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნეს მამათა მისთა, და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱ ლი.

10 და მიეტევნეს მას ზედა სელემ და კედბადიმ, ძენი იაბისნი, და დასცეს იგი წინაშე ერისა მის და მოკლეს იგი. და მეფობდა სელემ მის წილ.

11 და ნეშტნი სიტყუათა ზაქარიასთანი, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

12 ესე არს სიტყვა იგი უფლისა, რომელსა ეტყოდა იუს და ჰრქუა: ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა ისრაჱლისასა. და იყო ეგრე.

13 და სელემ, ძე იოაბისი, მეფობდა სამარიას თვე ერთ წელსა მას ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასასა.

14 და გამოვიდა მანაელ, ძე გადდისი, თერსით და შევიდა სამარიად და სცა სელიმს, ძესა იაბისასა, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

15 და ნეშტნი სიტყუათა სელემისათანი და კრებანი მისნი, რომელთა კრება-ყო, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

16 მას ჟამსა დასცა მანაელ თერსა და ყოველი, რა იყო მას შინა და ყოველი საზღვარი თერსისი, რამეთუ არა განუღეს მას, და მოსრა იგი და მაკენი მისნი განაპნა.

17 წელსა ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასისა მეფობდა მანაელ, ძე გადდისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ათ წელ.

18 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი ცოდვითა თჳსითა.

19 და გამოვიდა ფუა მეფე ასურასტანით ქუეყანასა მას ზედა და მანაელ მისცა მას ათასი სასწორი ვეცხლისა, რათა იყოს ჴელ-ცემულ მისა და ამტკიცნეს მეფობა მისი ჴელითა მისითა.

20 და გამოიღო მანაელ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყოველთა მათ ჴელმწიფეთაგან, რომელთა ძალ-ედვა მიცემად მეფესა მას ასურასტანისასა ერგასის-ერგასისი სასწორი ვეცხლისა თჳთოეულად კაცად-კაცადსა. და კუალადიქცა მეფე იგი ასურასტანისა და არა დადგა ქუეყანასა მას.

21 და ნეშტნი სიტყუათა მანაელისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

22 და დაიძინა მანაელ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ფაკეა, ძე მისი, მის წილ.

23 წელსა მას ოცდამეათესა აზარია მეფისა იუდასა მეფობდა ფაკეა ზედა ისრაჱლსა სამარიას ათ წელ.

24 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

25 და მოუჴდა მას ზედა ფაკეა, ძე რრომელისა, სპარაზენი იგი თჳსი, და დასცა იგი სამარიას წინაშე უფლისა სახლსა მას სამეუფოსა და მის თანა იყუნეს არგობა და არა და მის თანა ერგასის კაცი ოთხასთა მათგანი, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

26 და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

27 წელსა მას ერგასისდამეორესა აზარია მეფისა იუდასასა მეფობდა ფაკეა, ძე რრომელისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ოც წელ.

28 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი.

29 და დღეთა ფაკეა მეფისა ისრაჱლისათა მოვიდა თეგლათფალასარ, მეფე ასურასტანისა, და წარიღო აინი და კაბელი და ბეთმაქა და ანუქი და კენეეზი და სური და გალაადი და გალილეა და ყოველი იგი ქუეყანა ნეფთალიმისი და წარტყუენა იგი ასურასტანად.

30 და წარიქცია გუნდი ოსევ, ძემან ელიასმან, ზედა ფაკეს, ძესა რრომელისასა, სცა და მოკლა იგი და მის წილ მეფობდა წელსა მეოცესა იოათამისსა, ძისა ოზიასსა.

31 და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

32 წელსა მეორესა ფაკეე, ძისა რრომელისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა იოათამ, ძე ოზია მეფისა იუდასი.

33 ძე ოცდახუთის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იერუსა, ასული სადუკისი.

34 და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, რომელ ქმნა ოზია, მამამან მისმან.

35 გარნა მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველთა მაღალთა მათ. მან აღაშენა ბჭენი იგი სახლისა მის უფლისანი მაღალნი.

36 და ნეშტნი სიტყუათა იოთამისათანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფისა იუდასთა?

37 მათ დღეთა შინა მიავლინა უფალმან იუდასა ზედა რასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი.

38 და დაიძინა იოათამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>