Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 წელსა მას მეათჩჳდმეტესა სუფევასა ფაკეს, ძისა რრომელისასა, მეფობდა აქაზ, ძე იოათამისი.

2 ძე ოცდახუთის წლისა იყო აქაზ დადგომასა მისსა მეფედ. ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და არა ქმნა სამართალი წინაშე უფლისა ღმრთისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

3 და ვიდოდა გზათა იორობოამისთა, ძისა ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისასა, ამან შვილნიცა თჳსნი შესთხივნა ცეცხლსა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

4 და უზორვიდა და უკმევდა მაღალთა მათ ზედა ბორცუთა და ქუეშე ყოველთა ხეთა მაგრილობელთა.

5 მას ჟამსა გამოვიდა რაასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი, მეფე იგი ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და მოიცვეს იგი აქაზის ზე და ვერ შეიძლეს დაპყრობად მისა.

6 მას ჟამსა დაიპყრა რაასონ, მეფემან ასურასტანისამან, აილათი და გამოიყვანნა ურიანი აილათით. და მოვიდეს ედომელნი და დაემკჳდრნეს აილათს მოდღენდელად დღედმდე.

7 და წარავლინნა აქაზ მოციქულნი თეგლათფალსარ მეფისა მის ასურასტანისა და ჰრქუა: მონა შენი, შვილი შენი ვარ მე. გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთასა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა.

8 და მოიღო ოქრო და ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და სახლსა მას სამეფოსა და მიუძღვანა მეფესა მას ასურთასა ძღუნად.

9 და ისმინა მისი მეფემან ასურასტანისამან და გამოვიდა მეფე იგი ასურთა ზედა დამასკესა და დაიპყრა იგი და წარტყუენა იგი, და კვირენ და რაასონ მოსრნა.

10 და წარვიდა მეფე აქაზ და მიეგებოდა თეგლათფალსარს, მეფესა მას ასურთასა, დამასკედ. და იხილა აქაზ საკურთხეველი იგი, რომელი იყო დამასკეს. და წარავლინა მეფემან აქაზ ურია მღდელისა და მიუძღუანა ზომი და მოასწავა მსგავსება ქმნულებისა მისისა.

11 და ქმნა ურია მღდელმან საკურთხეველი იგი მსგავსად ქმნულებისა მის, ვითარცა უბრძანა მეფემან აქაზ დამასკეთ, ეგრევე სახედ ქმნა ურია მღდელმან ვიდრე მოსლვადმდე აქაზ მეფისა დამასკედ.

12 იხილა საკურთხეველი იგი და აღჴდა მეფე საკურთხეველსა მას ზედა და შეწირნა შესაწირავნი იგი თჳსნი და მსხუერპლნი, და სათნონი.

13 და დასთხია სისხლი დასამშჳდებელთა თჳსთა.

14 და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, ცვალა პირისაგან სახლისა უფლისა ადგილით თჳსით და დადგა იგი ბღუარით კერძო საკურთხეველსა მას.

15 და ამცნო მეფემან აქაზ ურიას მღდელსა და ჰრქუა: ზედა საკურთხეველსა მაგას დიდსა შესწირნე შესაწირავნი იგი ცისკრისანი და შესაწირავნი მწუხრისანი და შესაწირავნი მეფისანი და მსხუერპლნი მისნი და შესაწირავი ერისა მაგის ქუეყანისა და ზორვილნი მათნი და მსხუერპლნი მათნი და ყოველი სისხლი მსხუერპლთა მათთა და ყოველი ზორვილთა მათ დაასხა მას ზედა. და საკურთხეველი იგი სპილენძისა იყოს ჩემდა აღსამსთობელად.

16 და ყო ურია მღდელმან მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, ვითარცა ამცნო მას მეფემან აქაზ.

17 დაჭრა მეფემან აქაზ კარშიკები მექონოთთა მათ და ცვალნა მათგან ავაზანნი იგი, და ზღუაჲ იგი გარდამოიღო კუროთა მათგან ათორმეტთა სპილენძისათა, რომელ იყუნეს ქუეშე მისსა, და დადვა იგი ზედა ქვებსა ხარისხსა.

18 და საძირკველი საყდრისა მის აღაშენა სახლსა მას უფლისასა, დამშჳდებით იყო შესლვა და გასლვა მეფისა სახლსა მას უფლისასა პირისაგან მეფისა მის ასურასტანელისათა.

19 და ნეშტნი სიტყუათა აქაზისთანი, რომელ ქმნნა, აჰა, არა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა?

20 და დაიძინა აქაზ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>