Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და ძენი იუდასნი: ფარეზ, ესრომ, ქარიმ, და ორ და უბარ.

2 დარა, ძე მისი. და სუბე შვა იეთე. და იეთე შვა აქიმე და ლაად. ესე შობანი არიან სალათისნი.

3 და ესენი ძენი არიან ეტამისნი: და იეზრაელ, და იესმა და იაბეს, და სახელი დისა მათისა ესელელფონ.

4 და ფანელ, მამა გედირისა, და ეზელ, მამა სოსანისა. ესე ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათაისნი, მამისა ბეთლაემისა.

5 და საურ, მამისა თეკუესა, იყუნეს ორნი ცოლნი: აალა და ნოორა.

6 უშვა მას ნოორა: ოქსამ, და ეფად, და თემან და ასთერა. ყოველნი ესე ძენი ნორასნი.

7 და ძენი აალასნი: ასარეთი, და ასარა და ეთნან.

8 და კორე შვა ენონ და სობება. და ესე შობანი არიან ძმისა რექაბისნი, ძისა იარიმისნი:

9 და იყო იაგაბეს უდიდებულეს ძმათა თჳსთა, და დედამან მისმან უწოდა მას სახელი იაგბეს, და თქუა: ვშევ, ვითარცა იაგბეს.

10 და ხადა იაგბეს ღმერთსა ისრაჱლისასა და თქუა: უკუეთუ კურთხევით მაკურთხო მე და განამრავლნე საზღუარნი ჩემნი, და იყოს ჴელი შენი ჩემ თანა, და ჰყო საცნაური ჩემ თანა არა დამდაბლებად ჩემდა! და მოსცა მას ღმერთმან ყოველი, რაოდენიცა ითხოა.

11 და ქალებ, მამამან ასქანასისმან, შვა მაქირ, ესე - მამა ასათონისი.

12 და ასათონ შვა ფათრეფი, და ფესეე, და თანა და მამა ქალაქისა ნაას, ძმისა ასალონისი, კენეზიანი. ესე არიან კაცნი რეფესანი.

13 და ძენი კენეზისნი: გოთონიელ და სარაია. და ძე გოთოლიისი: - ათათ.

14 და მანათი შვა გეფორა, და სარაია შვა იობაბ, მამა გერსასიმისა, რამეთუ ხურონი იყუნეს.

15 და ძენი ქალებისა იეფონესნი: ერალა, და ნაამ. და ძე არამისი: -კენეეზ.

16 და ძენი იალელისნი: ზიფი, ზეფაა, და თირა და ეზერაელი.

17 და ძენი ეზარელისნი: ეთერი, მოლარი, და ფერ. და იაღონ შვა იეთერ, და მარო, და სემაი, და იესბა, მამა სესთემონისა.

18 და ცოლმან მისმან ადა უშვა მას იარედი, მამა გედორისა, და აბერი, მამა სოქოასა, და იეთიელ, მამა ზანოისი. და ესე არიან ძენი ბეთთასი, ასულისა ფარაოსი, რომელი მოიყვანა მორედ.

19 და ძენი ცოლისა ოვდიასი, დისა ნაქემისნი, და დალია, მამა კეილაისა. და საბეგონ, მამა იომანისა, და ძენი ნაემისნი მამისა კელაისანი ტარმიკეანისანი: ესთეო და მაქათი.

20 და ძენი სემიონისნი: ამნონ და რანო და ძე ანანისი - თილონ. და ძენი ესთესნი: ბენზჰეთ და ზოქათ. და ძენი ზოქათისნი

21 და ძენი სელონისნი, ძისა იოდასნი: ერ, მამა ლექადისა, და ლაადა, მამა მადესი, და შობანი მათნი ესთაად და აბუს, სახლსა ესობასა, და იოაკიმისა,

22 და კაცნი ქოზიბასანი და იოასისნი სალაფინელი, რომელნი დაეშენნეს მოაბს და კუალად მოაქცინა იგინი, აბედდერინ და ათუკიიმ.

23 ესე მეკეცენი, რომელნი დაემკჳდრნეს ატალიმს და გადერს მეფისა თანა. და მეფობასა თანა მისსა განაძლიერეს იგი და დაემკჳდრნეს მუნ.

24 და ძენი სჳმეონისნი: ნამუელ და იამინ, იარიმ, ზარა, საულ,

25 და სალიმ, ძე მისი, მაბესან, ძე მისი, ასემან, ძე მისი, მაზბან, ძე მისი,

26 ამუელ, ძე მისი, საბუდ, ძე მისი, საქურ, ძე მისი, სემეეი, ძე მისი.

27 და სემეემისნი ძენი - ათექუსმეტ და ასულნი ექუს; და ძმათა მათთა არა ესხნეს ძენი მრავალ, და ყოველნი ნათესავნი მათნი არა განმრავლდეს, ვითარ-იგი ძენი იუდასნი.

28 და დაემკჳდრნეს ბერსაბეეს და სამაას, და მოლაადს, და სერასულას,

29 და ბალაას, და ასომს, და სთოლად,

30 ბათულს, და ერმას და სიკელაკს.

31 ბეთმაქაბოროს და კერძოსა სესომისისასა. და სახლი ბარუმისი -სეორიმი. ესე იყუნეს ქალაქნი მათნი ვიდრე დავითის მეფისამდე.

32 და საყოფელნი მათნი: ერამინი, და ერემონი, და თოკანი, და ესანი და თეკანი - ქალაქები ხუთი.

33 და ყოველი საყოფელები მათი გარემო ქალაქებსა ამას ვიდრე ბაალადმდე; ესე არს სამკჳდრებელი მათი და ნაწილად ხუედრებული მათი:

34 მოსობაბი, და ამალეკი და იოსია, ძე ამასიასი.

35 და იოელ და იესუ, ძე იოსაბიასი, და ძე სარაიასი, ძე ასიელისი.

36 და ელიონეი, და იეკებ, და იასოილ, და ასაიაი, და ედიელ, და ისმაელ და ბანეა.

37 და ზოზა, ძე სეფეისი, ძისა ალონისი, ძისა იედიასი, ძისა სამარიასი, ძისა სამეასი.

38 ესე არიან, რომელნი განვიდეს სახელებითა მთავართათა ნათესავთა შორის მათთა, და სახლთა შორის მამათა მათთა განმრავლდეს ფრიად სიმრავლედ.

39 და მიიწივნეს ვიდრე გერარად, ვიდრე აღმოსავალადმდე გაისა, ძიებად საძოვარისა საცხოვართა მათთჳს.

40 და პოეს საძოვარი კეთილი და პოხილი, და ქუეყანა ვრცელი წინაშე მათსა, მშჳდობა და მყუდროება, რამეთუ ძეთაგან ქამისთანი იყუნეს მუნ პირველ დამკჳდრებულ.

41 და მოვიდეს ესენი დაწერილნი სახელით დღეთა ეზეკია მეფისა ჰურიასტანისათა, და მოსრნეს მკჳდრნი მათნი და მინელნი იგი, რომელნი პოვნეს მუნ, და შეჩუენებულ-ყუნეს იგინი ვიდრე აქა დღედმდე და დაემკჳდრნეს მათ წილ, რამეთუ საძოვარი საცხოვართა მათთათჳს იყო მუნ.

42 და მათთაგანვე, ძეთა სჳმეონისთანი, წარვიდეს მთასა სეირსა კაცნი ხუთასნი: ფალეტია და ნოადია და რაფადია და ოზიელ, ძენი ესთისნი და მთავარნი მათნი.

43 და მოსრნეს დაშთომილნი იგი ნეშტნი ამალეკისანი და დაემკჳდრნეს მუნ ვიდრე აქა დღედმდე.

<< ← Prev Top Next → >>