Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და ძენი რუბენისნი, პირმშოსა ისრაჱლისა, რამეთუ ესე იყო პირმშო, აღსვლისა მისთჳს საწოლსა მამისა თჳსისა მისცა კურთხევა მისი ძესა მისსა იოსებს, ძესა ისრაჱლისასა, და არა შეერაცხა ნათესავად პირმშოდ.

2 რამეთუ იუდა იყო ძლიერ ძალითა ძმათა შორის მისთა, და იყუნეს მთავრად მისგანნი. ხოლო კურთხევა იგი იყო იოსებისა.

3 და ძენი რუბესნი, პირმშოსა ისრაჱლისანი: ენოქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.

4 და ძენი იოელისნი: სემეი და ბანეა, ძე მისი, და ძენი გეგისნი.

5 ძისა სემეისნი, ძე მისი ბაალ.

6 ძე მისი ბაელ, რომელი წარტყუენა თაგლადფალნასარ, მეფემან ასურეთისამან. ესე მთავარი რუბენისი.

7 და ძმანი მისნი იყუნეს მამულსა მათსა და ნაწილსა მათსა ნათესავთაებრ მათთა: მთავარი იოელ და ზაქარია.

8 და ბალე, და ოზუზისი, ძე სამასა, ძე იოელისი. ესე დაემკჳდრა აროირს ნაბავით კერძო და ბელმასონით.

9 და მზისა აღმოსავლით დაეშენა, ვიდრე ამოსლვადმდე უდაბნოდ მდინარითგან ევფრატით, რამეთუ საცხოვარი მათი ფრიად იყო ქუეყანასა გალადისსა.

10 და დღეთა საულისთა ყვეს ბრძოლა მკჳდრთა მათ მიმართ მის ქუეყანისათა. და დასცნეს ჴელითა მათითა დამკჳდრებულნი იგი კარვებსა ყოველნივე აღმოსავლად კერძო გალადისსა.

11 და ძენი გადისნი წინაშე მათსა დაემკჳდრნეს ბასანს შინა ვიდრე ზელაქადმდე:

12 იოელ, პირმშო, და საფან, მეორე, და ანა მწიგნობარი, ბასანს.

13 და ძმანი მათნი და სახლად მამული მათი: მიქეელ, და მოსოლამ, და სობეე, და იორეე და იოაქამ და აზოვე და ობედ - შვიდნი.

14 ესე ძენი აბიქესნი, ძისა ურისნი, ძისა იედელისნი, ძისა მიქეელისნი, ძისა იესესესნი, ძისა გალადისნი, ძისა იედადისნი, ძისა ქიბულისნი.

15 ძისა აბდიელისნი, ძისა გუნდისნი- მთავარნი სახლისა მამულისანი.

16 და დაემკჳდრნეს გალაადს და ბასანსა შინა და დაბნებსა მათსა და ყოველსა გარემო სოფლებისა სარონისასა, ვიდრე განსლვადმდე

17 ყოველთა ნაწილად ხუედრებულისა დღეთა იოათამისთა, მეფისა იუდასათა, და დღეთა იორობოამისათა, მეფისა ისრაჱლისთა.

18 ძენი რუბენისნი და გადისნი და კერძოსა ტომისა მანასესი ძეთაგან ძლიერებისათა კაცნი, რომელნი აღიღებდეს საჭურველსა და მახჳლსა და მომრთხმელნი მშჳლდისანი და წურთილნი ბრძოლასა ორმეოცდაოთხნი ათასნი და შჳდას და სამეოცნი, რომელნი განვიდეს წყობად.

19 და ჰყოფდეს ბოროტსა აგარელთა თანა, და იტურელთა, და ნაფისელთა, და ნადაბელთა.

20 და განძლიერდეს მათ ზედა, და მოეცნეს ჴელთა მათთა აგარელნი იგი და ყოველი საყოფლები მათი, რამეთუ ღმრთისა მიმართ ღაღად-ყვეს ბრძოლასა შინა და ისმინა მათი ღმერთმან, რამეთუ ესვიდეს მას.

21 და წარმოტყუენეს ჭურჭელი მათი, აქლემი ხუთი ათასი, და ცხოვარი ორას და ერგასისი ათასი, ვირი ორი ათასი, და სულები მამათა ასი ათასი.

22 რამეთუ მრავალი წყლულებაჲ ყვეს და მოსრეს. რამეთუ უფლისა მიერ იყო ბრძოლა და დაემკჳდრნეს მათ წილ ვიდრე წარტყუენვადმდე მათისა.

23 და ზოგი ნათესავი მანასესი დაემკჳდრა ქუეყანასა ბასანითგან ვიდრე ბაალერმონადმდე, და სანირდ, და მთად აერმონისა და ლიბანესა, ესენი განმრავლდეს.

24 და ესენი იყუნეს მთავარნი და წინამძღუარნი სახლთა მამულთა მათთანი: ოფერ და იესსი, და ელიელ, და ეზრიელ, და იერმია, და ოდუი, და იედიელ, კაცნი ძლიერნი ძალითა და კაცნი სახელოვანნი, მთავარნი სახლთა მამათა მათთანი.

25 და შეურაცხება ქმნეს ღმრთისა მიმართ მამათა მათთასა და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა ერისა მის ქუეყანისათა, რომელნი-იგი აღჴოცნა ღმერთმან პირისაგან მათისა.

26 და აღუდგინა ღმერთმან ისრაჱლისამან სული ფალუქისი, მეფისა ასურეთისა, და სული თალგათფალსარისი, მეფისა ასუბისა, და წარტყუენეს რუბენ და გადი და ზოგი ნათესავი მანასესი, და წარიყუანნა ქალად და ქაბორად და მდინარესა მას ქუზასტანისასა ვიდრე აქა დღედმდე.

<< ← Prev Top Next → >>