Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და ძენი ლევისნი: გესრომ, და კაათ, და მერარი.

2 და ძენი კათისნი: ამრამ და ისარ, და ქებრონ და ოზიელ.

3 და ძენი ამრამისნი: აარონ, და მოსე და მარიამ. და ძენი აარონისნი: ნაბად, და აბიუდ, და ელიაზარ და ითამარ.

4 ხოლო ელიაზარ შვა ფინეზ, და ფინეზ შვა აბისუე.

5 აბისუე შვა ბოკე, ბოკე შვა ოზი.

6 ოზი შვა ზარაია, ზარაია შვა მარეთ.

7 მარეთ შვა ამარეა, ამარია შვა აქიტობ.

8 აქიტობ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმას.

9 აქიმას შვა აზარია, აზარია შვა იოანა.

10 და იოანა შვა აზარია - ესე მღდელობდა სახლსა ღმრთისასა მას, რომელი აღაშენა სოლომან იერუსალჱმს.

11 და აზარია შვა ამარია და ამარია შვა აქიტობ.

12 და აქიტობ შვა სადუკ, და სადუკ შვა სელუმ.

13 და სალუმ შვა ქელკია, და ქელკია შვა აზარია.

14 და აზარია შვა სარეა, და სარეა შვა იოსედეკ.

15 და იოსედეკ წარვიდა ტყუედ იუდას თანა იერუსალჱმს ჴელითა ნაბუქოდონოსორისათა.

16 და ძენი ლევისნი: გაერსომ, და კაათ და მერარი.

17 და ესე არს სახელები ძეთა გერსონისთა: ლობენი და სემი.

18 და ძენი კაათისნი: ამრაამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ.

19 ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი. და ესე არს ტომი ლევისი მამად ნათესავისაებრ მათისა,

20 გერსაონისი და ლობენისი, ძისა მისისა; იეთ, ძე მისი,

21 იოაქ, ძე მისი; ადდი, ძე მისი; ზიმა, ძე მისი; ასტი, ძე მისი; იეთრი, ძე მისი.

22 ძენი კათრისნი: სარა, ძე მისი, კორე, ძე მისი, ასირი, ძე მისი,

23 ელკანა, ძე მისი; იაბი ასაფ, ძე მისი; ისირი, ძე მისი; ოზია, ძე მისი.

24 ტათი, ძე მისი; ურიელ, ძე მისი; და საულ, ძე მისი;

25 ძენი ელკანასი: ამასი და აქამოთ,

26 და ელკანა, ძე მისი, სუფი, ძე მისი, კანათ, ძე მისი;

27 ელიაბ, ძე მისი; იერომ, ძე მისი; ელკანა, ძე მისი;

28 და ძენი სამოელისნი: პირმშო მისი იოველ და მეორე აბია.

29 და ძენი მერარისნი: მოსოლი, ნაბარი და ლუბენი, ძე მისი, სემეი, ძე მისი, ოზია, ძე მისი.

30 საამა, ძე მისი, ანგა, ძე მისი, ასაია, ძე მისი.

31 ესე არიან, რომელნი დაადგინნა დავით ჴელსა მგალობელთასა, სახლსა უფლისა ღმრთისასა, დაცხრომასა მას კიდობნისასა.

32 და იყუნეს ესენი მსახურ წინაშე კარავსა მას სახლისა საწამებელისასა სტჳრითა და ებნითა ვიდრე შენებადმდე სოლომონისსა ტაძრისა მის უფლისა იერუსალიმს, და დადგეს სამართლისაებრ მათისა მსახურებასა მათსა.

33 და ესენი, რომელნი დგეს, და ძენი მათნი ძეთაგანნი კაათისთანი, ძისა? ემან მეფსალმუნე, ძისა იოელისნი, ძისა სამუელისნი,

34 ძისა ელკანისი, ძისა იერემელისი, ძისა ელიელისი, ძისა თოვესი, ძისა სუფისი, ძისა ელკანასი, ძისა მაათისი, ძისა ამასიასი,

35

36 ძისა ელკანასი, ძისა იოვდისი, ძისა აზარიასი, ძისა საფანისი.

37 ძისა თათისი, ძისა ასირისი, ძისა აბიასაფისი, ძისა კორესი,

38 ძისა ისაარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, ძისა ისრაჱლისი.

39 და ძმა მისი ასაფ, რომელი დგა მარჯვენით მისა, ასაფ, ძე ბარაქიასი, ძე სამაასი,

40 ძისა მიქეელისი, ძისა მაასიასი, ძისა მექიასი,

41 ძისა ათანისი, ძისა აზაარესი, ძისა ადაასი,

42 ძისა ურისი, ძისა ზამმასი, ძისა სემიისი,

43 ძისა იეთისი, ძისა გეთსონისი, ძისა ლევისი.

44 და ძენი მერარისნი, ძმანი მისნი, მარცხენით - ეთან, ძე კაინანისი, ძისა აბდისი, ძისა მალუქისი,

45 ძისა ასაბისი, ძისა ამესიასი, ძისა ქელკიასი,

46 ძისა ამასაისი, ძისა ბასანისი, ძისა სემერისი,

47 ძისა მოოლისი, ძისა ომოსისი, ძისა მერაარისი, ძისა ლევისნი,

48 და ძმანი მათნი სახლად და სახლად მამათა მათთა ლევიტელნი მიცემულ არიან ყოველსა საქმესა მსახურებისასა კარავისა სახლისა უფლისასა.

49 და აჰრონ და ძენი მისნი აკუმევდეს საკუმეველსა საკურთხეველსა მას ყოვლად დასაწველთასა და საკურთხეველსა მას საკუმეველთასა. და ყოველსა მას საქმარსა წმიდასა წმიდათასა და ლხინებად ისრაჱლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ამცნო მოსე, მონამან ღმრთისამან.

50 და ესე არიან ძენი აჰრონისნი: ელიეზერ, ძე მისი; ფინეზ, ძე მისი; აბისუ, ძე მისი;

51 ბოკე, ძე მისი; ოზი, ძე მისი; ზარა, ძე მისი;

52 მერაოთ, ძე მისი; ამარიათ, ძე მისი; აქიტომ, ძე მისი;

53 სადუკ, ძე მისი; აქიმაან, ძე მისი.

54 და ესე არს დამკჳდრება მათი დაბნებსა მათსა და საზღვართა მათთა ძეთა აჰრონისთა და ტომთა მისთა კათიანთა, რამეთუ იგი იქმნა მთავარი მძლავრი.

55 და მისცეს მათ ქებრონი ქუეყანასა იუდასსა და გარემო ნათესავი მისი.

56 და ველნი ქალაქისანი და დაბნები მისი მისცეს ქალებს, ძესა იეფონესასა.

57 და ძეთა აჰრონისთა მისცეს ქალაქები იგი შესავედრებელი მეოტთა: ქებრონი და ლობნა. და გარემო სათესავი მისი და ესთამონი და გარემო სათესავი მისი და დელონი და გარემო სათესავი მისი.

58 და იეთერი და გარემო სათესავი მისი, დაბირი და გარემო სათესავი მისი.

59 და ასან და გარემო სათესავი მისი და ბეთსამუსი და გარემო სათესავი მისი, და ბეთერ და სათესავი მისი.

60 და ტომისაგან ბენიამენისა - გაბე და გარემო სათესავი მისი, და გალემოთი და გარემო სათესავი მისი, და ლაბეე და გარემო სათესავი მისი, და ანათოთი და გარემო სათესავი მისი და ანქოსი, და გარემო სათესავი მისი, ყოველი ქალაქები მათი ათცამეტ ქალაქ ტომთაებრ მათთა,

61 და ძეთა კაათისთა, ნეშტთა ტომთაგან და ნათესავისაგანთა კერძოსა ნათესავისაგან მანასესისა ქალაქი ათ ნაწილად,

62 და ძეთა გეთსონისთა ტომთაებრ მათთა ტომისაგან ისაქარისა და ტომისაგან ასერისი და ტომისაგან ნეფთალიმისა და ტომისაგან მანასესა - ბასაანს შინა ქალაქები ათცამეტ,

63 და ძეთა მერარისათა ტომად-ტომადსა მათსა ნათესავისაგან რუბენისი, ნათესავისაგან გადისა, ნათესავისაგან ზაბულონისა - ნაწილად ქალაქები ათორმეტ.

64 და მისცეს ძეთა ისრაჱლისთა ლევიტელთა მათ ქალაქები ესე და გარემო სათესავი მათი.

65 და მისცეს ტომისაგან ძეთა იუდასა, ტომისაგან ძეთა სემიონისთა და ტომისაგან ძეთა ბენიამენისათა ქალაქები ესე, რომელთა ეწოდა სახელებითა.

66 ნათესავისაგან ძეთაგან კაათისთა და იყუნეს ქალაქნი საზღვართა მათთანი ტომისაგან ეფრემისა.

67 და მისცეს მას ქალაქნი შესავედრებელნი მეოტთანი: სჳქემი და გარემო სათესავი მისი საზღვართა ეფრემისთა, და გაზირი და გარემო სათესავი მისი.

68 და იკნამი და გარემო სათესავი მისი, და ბეთორონი და გარემო სათესავი მისი.

69 და ეგლომი და გარემო სათესავი მისი.

70 და გეთრემონი და გარემო სათესავი მისი, და ზოგისაგან ნათესავისა მანასესა - ენარი და გარემო სათესავი მისი, და იბლანმი და გარემო სათესავი მისი, ტომად-ტომად ძეთა კაათისთა ნეშტთა.

71 და ძეთა გეთსონისთა: ტომად და ტომად კერძოსაგან ნათესავისა მანასესა - გავლონი ბასანით კერძო და გარემო სათესავი მისი, და რამუთი და გარემო სათესავი მისი,

72 და ტომისაგან ისაქარისა - კედესი და გარემო სათესავი მისი, და გადირი და გარემო სათესავი მისი,

73 და რამოთი და გარემო სათესავი მისი, და ანამ და გარემო სათესავი მისი,

74 და ნათესავისაგან ასერისა მასალი და გარემო სათესავი მისი და ოდონი და გარემო სათესავი მისი,

75 და იკაკი და გარემო სათესავი მისი, და როობი და გარემო სათესავი მისი,

76 და ტომისაგან ნეფთალიმისა - კედესენი გალილეას და გარემო სათესავი მისი და ქარმონი და გარემო სათესავი მისი და კარიათემი და გარემო სათვსავი მისი,

77 და ძეთა მერარისთა, ნეშტთა ნათესავისაგან ზაბულონისა - იეკომ და გარემო სათესავი მისი, და კადესი და გარემო სათესავი მისი, და რემონი და გარემო სათესავი მისი, და თობორა და გარემო სათესავი მისი,

78 და წიაღ იორდანესა და იერიქო, დასავლით იორდანესა, ნათესავისაგან რუბენისა - ბოსორი უდაბნოს და გარემო სათესავი მისი, და იასაა და გარემო სათესავი მისი,

79 და კადემოთი და გარემო სათესავი მისი, და მოფათი და გარემო სათესავი მისი,

80 და ნათესავისაგან გადისა - რამოთი გაალადისა და გარემო სათესავი მისი, და მანაიმი და გარემო სათესავი მისი,

81 და ესებონი და გარემო სათესავი მისი, და იაზერი და გარემო სათესავი მისი.

<< ← Prev Top Next → >>