Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და უცხოთესლნი ებრძოდეს ისრაელსა, და ივლტოდეს პირისაგან უცხოთესლთასა, და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა.

2 და სდევდეს უცხოთესლნი იგი შემდგომად საულისა და შემდგომად ძეთა მისთა, და მოსრნეს უცხოთესლთა იონათან, და ამინადაბ და მელქისუე, ძენი საულისნი.

3 დამძიმდა ბრძოლა იგი საულის ზედა, და პოვეს იგი მეისართა კაცთა და მშჳლდოსანთა და წყლეს; და შეელმა ისართა მათგან.

4 და არქუა (!) საულ ნიჯოგარსა მას თჳსსა, რომელსა-იგი აქუნდა საჭურველი მისი: იჴადე მახჳლი შენი და განმგუმირე მე! ნუუკუე მოვიდენ წინადაუცვეთელნი იგი და მეკიცხევდენ მე. და არა ინება ნიჯოგარმან, რამეთუ შეეშინა მოკლვად მისა. და მოიღო საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა

5 და ვითარცა იხილა ნიჯოგარმან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, და დაეცვა მახჳლისა თჳსსა იგიცა და მოკუდა.

6 და მოკუდა საულ და სამნივე ძენი მისნი მას დღესა შინა, და ყოველი სახლი მისი ერთბაშად მოსწყჳდეს.

7 და ვითარცა იხილა ყოველმან კაცმან ისრაჱლისმან, რომელი იყუნეს ღელვასა მას, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაემკჳდრნეს მათ შინა.

8 და იყო ხვალისაგან, და მოვიდეს უცხოთესლნი იგი ტყუენვად და განცრცვად წყლულთა მათ და პოეს საულ და ძენი მისნი დაცემულნი მთასა ზედა გელბუესა.

9 და განძარცვეს იგი და წარიღეს თავი მისი და საჭურველი მისი და მიუძღუანეს იგი გარემო ყოველსა ქუეყანასა უცხოთესლთასა და კერპებთა მათთა და ერთა.

10 და დასდვეს საჭურველი მისი სახლსა შინა ღმრთისა მათისასა და თავი მისი დადვეს სახლსა დაგონის.

11 და ესმა ყოველთა მკჳდრთა გალაადისთა ყოველი, რაჲ-იგი უყვეს უცხოთესლთა საულს და ისრაელსა.

12 და აღდგეს გალადით ყოველნი კაცნი ძლიერებისანი და წარიღეს გუამი საულისი და გუამნი ძეთა მისთანი, და მიიხუნეს იგინი იაბინად და დაფლეს ძუალნი მათნი ქუეშე მუხასა მას იაბინისასა და იმარხვიდეს შჳდ დღე.

13 და მოკუდა საულ უსჯულოებითა თჳსითა, რომლითა შესცოდა ღმერთსა სიტყჳსა მისებრ უფლისა, რამეთუ არა დაიმარხა, არამედ იკითხა მუცლითმზღაპრელთა გამოძიებად, და უთხრა მას სამუელ წინაწარმეტყუელმან.

14 და არა გამოიძია უფალი, და მოკლა იგი, და მოაქცია მეფობაჲ იგი დავითისა, ძისა იესესი.

<< ← Prev Top Next → >>