Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და დადგეს იგი შორს კარავსა მას, რომელი-იგი აღმართა დავით. და შეწირეს ყოვლად დასაწველები ცხორებისა წინაშე ღმრთისა.

2 და დაასრულა დავით შეწირვად ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა და აკურთხა ერი იგი სახელითა უფლისაჲთა.

3 და განუყო ყოველსა კაცსა ისრაჱლისასა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე კაცსა პური ერთი პურისმოქმედთაგან ლელანგო.

4 და დაუწესნა წინაშე კიდობნისა შჯულისა უფლისა ლევიტელთაგანნი მსახურად გალობად, და აღსარებად და ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

5 ასაფ, წინამძღუარი, შემდგომი მისა ზაქარია, და იეიელ, და სემარიმოთ, და აიელ, მატათია, და ელიაბ, და ბანეა, და აბდედომ და იესიელ ქნარითა, ებნითა და სტჳრითა, და ასაფ წინწილითა ჴმითა,

6 და ბანეა და ოზიელ, მღდელნი ნესტჳთა დავითის წინაშე კიდობნისა მის სჯულისა ღმრთისა მის.

7 დღესა შინა მაშინ პირველად განაწესა დავით ქებად უფლისა ჴელითა ასაფისთა ძმათა მისთა თანა.

8 გალობაჲ ესე: აუარებდით უფალსა და ხადოდეთ მას, სახელითა მისითა აუწყეთ ერთა შორის სლვანი მისნი.

9 აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა ერთა შორის საკჳრველებათა მისთა, რომელი ქმნა უფალმან.

10 აქებდით სახელითა მისითა წმიდითა, იხარებდეს გული, რომელი ეძიებს სათნოებასა მისსა.

11 ეძიებდით უფალსა და განძლიერდით. და ეძიებდით პირსა მისსა მარადის,

12 მოიჴსენენით საკჳრველებანი მისნი, რომელ ქმნა, ნიშები და მსჯავრნი პირისა მისისანი,

13 და ნათესავნი ისრაჱლისანი, მონანი მისნი, ძენი იაკობისნი, რჩეულნი მისნი.

14 ესე არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.

15 მოიჴსენებს საუკუნოდ აღთქმათა მისთა სიტყუაჲ მისი, რომელი ამცნო ათასამდე ნათესავად,

16 რომელი აღუთქუა აბრაჰამს, და ფიცი მისი ისაკს.

17 და აღუდგინა იგი იაკობს ბრძანებად ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ

18 და ჰრქუა: თქუენ მიგცე ქუეყანა ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა,

19 რამეთუ იყუნნეს იგინი რიცხჳთ მცირე, ვიდრე შემცირდეს და მწირ იქმნნეს მას ზედა.

20 და წარვიდეს ნათესავითი ნათესავად და სამეუფოთ სხუად ერად.

21 არა უტევა კაცსა მძლავრობად მათა. და ამხილა მათთჳს მეფეთა.

22 და ამცნო: ნუ შეეხებით ცხებულთა ჩემთა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა ნუ ბოროტსა უყოფთ.

23 უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა; მიუთხრობდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.

24 მიუთხრენით წარმართთა დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა საკჳრველებაჲ მისი.

25 რამეთუ დიდ არს უფალი ქებულ ფრიად. და საშინელ არს ყოველთა ზედა ღმერთთა.

26 რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან. და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნნა.

27 დიდებაჲ და ქებაჲ წინაშე პირსა მისსა, ძალი და სიქადული ადგილსა მისსა

28 მიეცით უფალსა ტომთა წარმართთა, მიეცით უფალსა დიდებაჲ და ძალი,

29 მიეცით უფალსა დიდებაჲ სახელსა მისსა. მოიღეთ ძღუენი და შეიღეთ წინაშე პირსა მისსა და თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა.

30 ეშინოდენ პირისა მისისაგან ყოველსა ქუეყანასა, განემართენ ქუეყანა და ნუ შეიძრვინ.

31 იხარებდინ ცაჲ და მხიარულ იყავნ ქუეყანა. და თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი მეუფებს.

32 ოხრიდეს ზღუაჲ სავსებითურთ და ხე ველისა და ყოველი, რომელი არს მას შინა.

33 მაშინ იხარებდეს ხე მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვიდა განკითხვად ქუეყანისა.

34 აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი

35 და თქუთ: გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო ცხორებისა ჩუენისაო, და განმარინენ ჩუენ წარმართთაგან ქებად სახელსა წმიდასა შენსა და სიქადულად ქებათა შენთა.

36 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა საუკუნეთა მიმართ ვიდრე საუკუნოდმდე. და თქუას ყოველმან ერმან ამინ და აქებდეს უფალსა.

37 დაუტევეს მუნ წინაშე კიდობნისა უფლისასა ასაფ და ძმანი მისნი მსახურებად წინაშე კიდობნისა მის ყოველსა ჟამსა დღითი დღე.

38 და აბდედომ და ძმანი მისნი სამეოცდარვანი, და აბდედომ, ძე იდითუმისი, და ოსე მეკარედ.

39 და სადუკ მღდელი და ძმანი მისნი მღდელნი წინაშე კარვისა უფლისა ბამას, რომელ არს გაბაონს.

40 შეწირვად მრგულიად დასაწველთა უფლისათა საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა მარადის განთიად და მწუხრი ყოვლისა მისებრ წერილისა სჯულსა უფლისასა, რაოდენი ამცნო უფალმან ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მოსესითა, მსახურისა უფლისათა.

41 და მის თანა ემან და იდითუმ და სხუანი, რომელნი გამორჩეულ იყუნეს სახელით ქებად უფლისა, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი.

42 და მათ თანა საყჳრები და წინწილები ჴმობდა გალობასა და სტჳრები გალობათა ღმრთისათა და ძენი იდითუმისნი ბჭეთა ზედა.

43 და წარვიდა კაცად-კაცადი ყოველი ერი სახლად თჳსა. და მოიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსსა.

<< ← Prev Top Next → >>