Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.

2 და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს ისრაჱლისა.

3 მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე მერმე დავითს ძეები და ასულები.

4 და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს: სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ,

5 და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ,

6 ნაგებ, ნაფეგ, იაფიე,

7 ელისამ, ბაელია და ელიბალეტ.

8 და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა და განვიდა მიგებებად მათა.

9 და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.

10 და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა.

11 და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით: განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.

12 და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა დავით დაწვა მათი ცეცხლითა.

13 და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.

14 და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ იგინი მახლობელად სხალოვანსა მას.

15 და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა.

16 და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.

17 და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა.

<< ← Prev Top Next → >>