Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და ჰრქუა დავითს: ესე არს სახლი უფლისა ღმრთისა და ესე საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა ისრაჱლისა.

2 და უბრძანა დავით შეკრებაჲ ყოველთა მწირთა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ისრაჱლისასა და დაადგინნა ქვისმკუეთელნი და ქვის თლილისა შენებად სახლსა უფლისასა.

3 და რკინა ფრიად სამჭუალად კარებისა და ბჭეთა და კურტიმლები მომზადა დავით, და რვალი ფრიად, რომელსა არა იყო სასწორი.

4 და ძელი ნაძჳსა, რომლისა არა იყო რიცხჳ, რომელსა მოიღებდეს სიდონელნი და ტჳროსელნი ძელსა ნაძჳსასა მრავალსა დავითისსა.

5 და თქუა დავით: სოლომონ, ძე ჩემი, ყრმა არს ჩჩჳლ. და სახლისა შენებად უფლისა სიდიდედ და სიმაღლედ სახელად და დიდებად ყოვლისა ქუეყანისა მოუმზადო მას და მოამზადა დავით სიმრავლედ უწინარეს აღსრულებისა მისისა.

6 და მოუწოდა სოლომონს, ძესა თჳსსა, და ამცნო მას შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

7 და ჰრქუა დავით სოლომონს: შვილო, გულსა ჩემსა იყო შენებად სახლისა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა.

8 და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და მრქუა: სისხლი ფრიად დასთხიე და ბრძოლანი დიდნი ჰყვენ, არა მიშენო მე სახლი სახელისათჳს ჩემისა, რამეთუ სისხლი მრავალი დასთხიე წინაშე ჩემსა ქუეყანასა ზედა.

9 და, აჰა, ეგერა, ძე გეშვების შენ, ესე იყოს კაცი განსვენებისა. და განუსუენო მას მტერთაგან გარემო, რამეთუ სოლომონ იყოს სახელი მისი, მშჳდობაჲ, და დაყუდებაჲ მოსცეს ისრაჱლსა დღეთა მისთა.

10 მაშინ მიშენოს სახლი სახელისათჳს ჩემისა. და იგი იყოს ჩემდა ძე და მე მისად მამა. და აღუმართო საყდარი სუფევისა მისისა ისრაჱლსა ზედა ვიდრე საუკუნომდე.

11 და აწ, შვილო, იყოს უფალი შენ თანა. და წარგიმართოს შენ და უშენო სახლი უფალსა ღმერთსა შენსა, ვითარცა-იგი იტყოდა შენთჳს.

12 არამედ მოგეცინ შენ უფალმან სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, და განძლიერდი ისრაჱლსა ზედა დამარხვად და ყოფად სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა.

13 და მაშინ წარგიმართოს, უკუეთუ დაიმარხნე ყოფად ბრძანებანი და სამართალნი, რომელი ამცნო მოსეს უფალმან ისრაჱლისა მიმართ: მჴნე იყავ და განძლიერდი, ნუ გეშინინ და ნუცა შეძრწუნდები.

14 აჰა, ესერა, მე სიმკოდოვნობისაებრ ჩემისა განუმზადე სახლისათჳს უფლისა ტალანტი ასი ათასი და ვეცხლი ტალანტი ათასი ათასეული და რვალი და რკინა, რომლისა არა არს სასწორი, რამეთუ მრავალ არს, ძელი და ქვა მოუმზადე. და ამას ზედა შენ შესძინე.

15 და შენ თანაშერთე სიმრავლედ მოქმედთათჳს საქმისათა, ხურონი და მაშენებელნი ქვისანი. და მოქმედნი ძელისანი და ყოველი ბრძენი ყოველსა საქმესა.

16 ოქროთა, ვეცხლითა, რვალითა და რკინითა, რომლისა არა არს რიცხჳ. აღდეგ და იმოქმედე და უფალი შენ თანა.

17 და ამცნო დავით ყოველთა მთავართა ისრაჱლისთა, რათა შეეწეოდიან სოლომონს, ძესა მისსა.

18 და ჰრქუა მათ: ანუ არა უფალი თქუენ თანა არს? და განგისუენა თქუენ გარემოთგან, რამეთუ მოგცნა ჴელთა თქუენთა მკჳდრნი ქვეყანისანი და დამორჩილებულ არს ქუეყანა წინაშე უფლისა, წინაშე ერისა მისისა.

19 და აწ მოსცენით გულნი თქუენნი და სულნი თქვენნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა თქუენისა. აღდეგით და აშენებდით სიწმიდესა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა შეღებად მუნ კიდობანი შჯულისა უფლისაჲ და ჭურჭელი იგი წმიდაჲ ღმრთისაჲ სახლსა მას, რომელი იშენოს სახელისათჳს უფლისა

<< ← Prev Top Next → >>