Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 ძენი ისრაჱლისნი რიცხჳსაებრ მათისა, მთავარნი ტომებისანი, ათასისთავები და ასისთავები, მწიგნობარნი, რომელნი მსახურებდეს ერსა და ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა განყოფისა მისებრ ყოვლისა სიტყჳსა, შემავალისა და გამომავალისა თთჳთ თთუედ, ყოველთა თუეთა წელიწდისათა განყოფა

2 განყოფასა მას პირველსა პირველისა მის თთჳსასა აესბალა და ბაზელ და განყოფასა მას მისსა ოცდაოთხი ათასი,

3 ძეთაგან ფარესისთა მთავარი ყოველთა მთავართა ძლიერებისათა თთჳსა მის პირველისა,

4 და განყოფასა მას თთჳსა მეორისასა დოდი და დაქოთი და მაგალოთ, წინამძღუარნი მათნი, განყოფასა მას მისსა ზედა ოცდაოთხი ათასთა,

5 მთავარნი ძლიერებისნი: მესამე, თთუესა მესამესა ბანეა, იოვა მღდელი მთავარი, ნაწილსა მას მისსა ოცდაოთხი ათასი.

6 ესე ბანეა უძლიერეს იყო ოცდაათთა მათ ზედა და ოცდაათთა ნაწილთა რჩეულთა მას მისსა,

7 მეოთხედ, თთუესა მეოთხესა ასაელ, ძმა იოაბისი, და აბდია, ძე მისი, და ძმანი მისნი და განყოფასა მისსა ოცდაოთხ ათასი,

8 მეხუთედ, თთუესა მეხუთესა მთავარი სათიოდ, იზა, განყოფილსა მისსა ზედა ოცდაოთხი ათასი,

9 მეექუსედ, თთუესა მეექუსესა იებას, ძე ეკესი, თეკონელი, და ნაწილად განყოფილი მისი ოცდაოთხი ათასი,

10 მეშჳდედ, თთუესა მეშჳდესა ქელელეს ფალლუსით, ძეთაგანი ეფრემისთა, და განყოფილსა მას მისსა ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,

11 მერვედ, თთუესა მას მერვესა უსაქ იეკესთელთა ზარიასი, და განყოფასა მას ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,

12 მეცხრედ, თთუესა მას მეცხრესა აბიეზერ ანათოთელი, ქუეყანისაგან ბენიამენისა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

13 მეათედ, თთუესა მეათესა მარინოს ტოფატელი ზარაისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

14 მეთერთმეტედ, თთუესა მას მეთერთმეტესა ბანეა ფარათონელი, ძეთაგან ეფრემისთა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

15 მეთორმეტედ, თთუესა მეთორმეტესა ქოდაი ნეტოფადით, ძე გოთონიელისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი:

16 და ტომთა ზედა ისრაჱლისათა: რუბენის მთავარი - ელიეზერ, ძე ზექრისი; სჳმეონისი - საფატია, ძე მექასი,

17 ლევისი - ასაბია; ძე კამოელისი, არონისი - სადუკ,

18 იუდასი - ელიაბ, ძმათაგან დავითისთა, ისაქარისი - ამბრი, ძე მისაელისი;

19 ზაბულონისი - სამიას, ძე აბდიმიასი, და ნეფთალიმისი - არიმოთ, ძე ოზიელისი,

20 ეფრემისი - ოსე, ძე ოზიასი, და კერძოსა ნათესავისა მანასესი იოელ, ძე ფადალისი;

21 და ერთისა კერძოსა ნათესავისა მანასესი გალადს - ილადაი, ძე ზაბდისი, და ძეთა ბენიამენისთა - ასერ, ძე აბენერისი,

22 და დანის - აეზრიელ, ძე იორამისი. ესე ტომთა მთავარნი ისრაჱლისნი.

23 და არა მოიღო დავით რიცხჳ მათი ოცით წლითგან და ქვემო კერძოთა, რამეთუ უფალმან თქუა განმრავლებაჲ ისრაჱლისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი.

24 და იოაბ, ძემან სარუსმან, იწყო აღრაცხვად ერისა, ვერა სრულად აღრაცხა. და იყო ამისთჳს რისხვა ისრაჱლსა ზედა და არა დაიწერა რიცხჳ წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა დავითის მეფისათა.

25 და იყო საუნჯეთა ზედა მეფისათა ასმოთ, ძე მოდიელისი, და საუნჯეთა ზედა მერცხლისათა და დაბნებისათა და აგარაკებისათა და გოდლებსა ზედა იონათან, ძე ოზიასი;

26 ხოლო ქუეყანისა საქმისა მოქმედთა ზედა ეზრაი, ძე ქელაბისი.

27 და ყანებსა ზედა-სემეი, რომელი იყო რამათით საუნჯეთა ზედა დაბნებისა ღჳნისასა და ზაბდი, ძე საფინისი;

28 და ზეთისხილოვანსა ზედა, და ლეღოვანთა ზედა ველისა - ბალანას; ძე გედურისი; ხოლო საუნჯეთა ზედა ზეთისათა - იოას;

29 და ზროხათა ზედა, რომელნი იყუნეს ღელეთა, - სოფატ, ძე ადაისი;

30 და აქლემებსა ზედა - იუბია ისმაელატელი; ხოლო ვირებსა ზედა აიდია მარათონელი

31 და ცხოვარსა ზედა - იაზისა აგარეელი. ესე ყოველნი ზედამდგომელნი ნაყოფთა დავითის მეფისანი;

32 და იონათან, მამისძმა დავითისი, - თანამზრახვალ, რამეთუ იყო კაცი იგი გულისხმის-მყოფელ და მწიგნობარ. ეიეელი, ძე აქამინისი, - ძეთა თანა მეფისათა;

33 და აქიტობელ - თანამზრახვალ მეფისა და ქუსი - პირველი მეგობარი მეფისა;

34 და ამისა შემდგომად აქიტობელ, მახლობელი იოდაესა, ძისა ბანეასა და აბიათარ და იოაბ - ერის წინამძღუარი მეფისა;

<< ← Prev Top Next → >>