Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და შეკრიბნა დავით ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, და მთავარნი მსაჯულთანი და ყოველნი მთავარნი მდღევართმსახურთანი, და გარემოსმცველნი მეფისანი, და მთავარნი ათასეულთანი, ასეულთანი, და საფასეთმცველნი, და რაოდენნი იყუნეს მონაგებთა მისთა ზედა, და ყოველნი ძლიერნი მისნი, და მოღუაწენი ერისანი, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს

2 და აღდგა დავით მეფე შორის კრებულისა მის და თქუა: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და ერო ჩემო! გულსა ჩემსა იყო ზრახვა - შენებად სახლი განსასუენებელი კიდობნისა შჯულისა უფლისა, დასადგმელი ფერჴთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა. და მოუმზადე მე საქმისა მისთჳს, საჴმარი: ოქრო, ვეცხლი, პილენძი, რვალი, რკინა და ძელნი მრავალნი

3 და თქუა ღმერთმან: არა მიშენო მე შენ სახლი, სახელის-დებად ჩემდა, რამეთუ კაცი მბრძოლი ხარ შენ და სისხლი მრავალი დასთხიე!

4 და გამომირჩია მე უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან ყოვლისაგან სახლისა მამისა ჩემისა ყოფად მეფედ ისრაჱლსა ზედა უკუე და სათნო იყო სახლი იუდასი და სახლისაგან იუდასისა სახლი მამისა ჩემისა და ძეთაგან მამისა ჩემისათა ჩემდა ინება, რათა ვიყო მე მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა

5 და ყოველთაგან ძეთა ჩემთა, რამეთუ მრავალნი ძენი მომცნა მე ღმერთმან, გამოირჩია ძე ჩემი სოლომონ დაჯდომად იგი საყდართა ზედა სუფევისა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

6 და მრქუა მე ღმერთმან: სოლომონ, ძემან შენმან, აღაშენოს სახლი ჩემი და ეზო ჩემი, რამეთუ სათნო-ვიყავ იგი, რათა იყოს იგი ძედ ჩემდა და მე ვიყო მისა მამა.

7 და წარმოუმართო მეფობა მისი ვიდრე საუკუნოდ, უკუეთუ უძლოს დაცვად მცნებათა ჩემთა და სამართალთა ჩემთა, ვითარცა-ესე დღეს.

8 და აწ წინაშე ყოვლისა კრებულისა უფლისა და სასმენელთა მიმართ ღმრთისა ჩუენისათა დაიმარხნოთ ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათა დაიმკჳდროთ თქუენ ქუეყანა ესე კეთილი და დაუმკჳდრეთ ძეთა თქუენთა შემდგომად თქუენსა უკუნისამდე.

9 და აწ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან ღმერთი მამათა შენთა და ჰმონებდ მას სრულითა გულითა და სულისა ნებითა შენითა, რამეთუ ყოველთა გულთა განმკითხველი არს ღმერთი და ყოველნი გულისზრახვანი იცნის. უკეთუ ეძიებდე მას, გეპოოს შენ იგი და უკუეთუ დაუტეო იგი, დაგიტეოს შენცა მან სრულიად

10 და, აჰა, ესერა, სათნო-გიყო შენ უფალმან შენებად მისა სახლი სიწმიდისა, განძლიერდი და იქმოდე.

11 და მისცა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა, და ქორებისა მის ზაკქოსა მისისა და ქორთა მათ, და საუნჯეთა მათ შინაგანთა და სახლისა სალხინებელისა

12 და სახე, რომელი აქუნდა გონებასა შინა თჳსსა ეზოთა მათ სახლისა უფლისათა და ყოვლისა მის სენაკებისა გარემო საუნჯეთა მათ წმიდათა.

13 და საყოფელთა მათ მღდელთა და სამსახურებელთა მათ მღდელთა და ლევიტელთა და ყოველსა მას საქმესა მსახურებისასა სახლისა უფლისასა,

14 და სასწორითა მით ოქროსათა და ვეცხლისათა,

15 და სასანთლეთა აღწონილი მისცა მას ეგრევე მსგავსად,

16 სასწორი ტაბლებისა შესაწირავთასა, თჳთოეულისა ტაბლისა ოქროსასა და ეგრეთვე ვეცხლისათა,

17 და ფუცხუებისა, და შესაწირავად ღჳნისათა, და ფიალებისა მის ოქროსათა და ვეცხლისათა, პარაფსიტებისა თჳთვეულისა სასწორისა,

18 და საკურთხეველისა მის საკუმეველთასა ოქროსაგან გამოცდილისა სასწორი უჩუენა მას, და ხატი იგი ეტლისა მის ქერობინთასა, განმარტებულ ფრთენი მათნი, რათა აგრილობდენ კიდობანსა მას სჯულისა უფლისასა.

19 ყოველივე წიგნითა ჴელითა უფლისათა მისცა დავით სოლომონს, მსგავსად მოცემულისა მის მისა გულისხმის-ყოფისა საქმარისა მის სახისაებრ.

20 და ჰრქუა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ გეშინინ და ნუცა შესძრწუნდები, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი შენ თანა არს. არა დაგაგდოს შენ და არცა დაგიტეოს შენ, ვიდრემდე აღასრულო შენ ყოველივე საქმარი სამსახურებისა მის სახლისა მისისა უფლისა. და, აჰა, ესერა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა და ზაკქო და ქორებისა და საუნჯეთა მათ შინაგანთა, და სახლისა მის სალხინებელისა და სახე სახლისა უფლისაჲ

21 და, აჰა, ესერა, მღდევრითმსახურნი მღდელნი და ლევიტელნი, ყოველსა მას მსახურებასა სახლისა უფლისა ღმრთისასა, და შენ თანა არიან ყოველსა საქმესა, ყოველნი გულსმოდგინენი სიბრძნითა ყოველსა მას ხუროებსა, და მთავარნი და ყოველი ერი ყოველთა სიტყუათა შენთა არიან მორჩილ

<< ← Prev Top Next → >>