ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10369&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და თქუა სოლომონ შენება სახლისა სახელისათჳს უფლისა და სახლი სამეუფო თჳსი.

2 და შეკრიბა სოლომონ სამეოცდაათი ათასი კაცთა ზურგით მოტჳრთეთა და ოთხმეოც ათასი მკუეთელი ქვისა მთასა და ზედამდგომელნი მათნი სამ ათას ექუსასნი.

3 და მიუვლინა სოლომონ ქირამს, მეფესა ტჳროსისასა, და ჰრქუა: ვითარცა-იგი ჰყავ მამისა ჩემისა, დავითის თანა და მოუძღუანე მას ძელი ნაძჳსა შენებისათჳს სახლისა მისისა დამკჳდრებად მას შინა.

4 და, აჰა, ესერა, მეცა, ძე მისი, ვაშენებ სახლსა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა წმიდა-ყოფად იგი მისა კუმევად საკუმეველი წინაშე მისსა და სარგებელი მარადის და შეწირვად მსხუერპლები სამარადისო განთიად, მწუხრი და შაბათთა და ახალთუეთა დღესასწაულთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ ესე ისრაჱლსა ზედა

5 და სახლსა, რომელსა ვაშენებ მე, დიდ არს, რამეთუ დიდია ღმერთიცა ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა.

6 და ვინმე შეუძლოს შენებად მისა სახლი? რამეთუ ცანი და ცანი ცათანი ვერ იტჳრთვენ დიდებასა მისსა და ვინ ვარ მე, რომელი უშენებ მას სახლსა? არამედ კუმევად ხოლო საკუმეველისა წინაშე მისსა.

7 და აწ მომივლინე მე კაცი ბრძენი და მეცნიერი, მოქმედი ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა ძოწეულითა და მეწამულითა და ვიაკინთოჲთა და რომელმან იცოდის ქანდაკება ქანდაკისა ბრძენთა თანა ჩემთა ჰურიასტანს და იერუსალჱმს, რომელი მომზადა დავით, მამამან ჩემმან

8 და მომიძღუანე მე ძელი ნაძჳსა, ფიჭჳსა და საროსა ლიბანით, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მონათა შენთა იციან კაფა ლიბანით. აჰა, ესერა, მონანიცა ჩემნი მონათა შენთა თანა მივიდენ,

9 რათა მომიმზადონ მე ძელნი მრავლად, რამეთუ სახლსა რომელსა მე ვაშენებ, დიდ არს და დიდებულ.

10 და, აჰა, ესერა, მოქმედთა მათ, რომელნი კაფდენ ძელსა, მივეც საზრდელად მათ იფქლი ნიჭად მონათა შენთა ოც ათასი საწყაული, და ოც ათასი საწყაული ქრთილისა, და ღჳნისა საწყაული ოც ათასი და ზეთის საწყაული ოც ათასი.

11 და თქუა ქირამ, მეფემან ტჳროსისამან, წიგნითა და მოუძღუნა სოლომონს, ვითარმედ: სიყუარულითა უფლისა ერისა მისისათა მოგცა შენ მეფედ მათ ზედა.

12 და თქუა ქირამ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან მოსცა დავითს მეფესა ძე ბრძენი და მეცნიერი გულისხმის-ყოფისა და სწავლულებისა, რომელმან უშენოს სახლი უფალსა და სახლი სამეუფო თჳსი.

13 და აწ მიგივლინე შენ კაცი ბრძენი და რომელმან იცის მეცნიერებაჲ - ქირამ, მონა ჩემი.

14 დედა მისი ასულთაგან დანისთა, და მამა მისი - კაცი ტჳრელი, იცის საქმე ოქროთა და ვეცხლითა, პილენძითა და რკინითა, ქვითა და ძელითა, და ქსვა ძოწეულითა და იაკინთითა და ბისონითა მეწამულითა, ქანდაკებად ქანდაკისა და განზრახვად ყოველივე განზრახვა, რომელნიცა მოსცე მას ბრძენთა შენთა თანა და ბრძენთა დავითის, მეფისა ჩემისა და მამისა შენისათა

15 და აწ იფქლი და ქრთილი და ზეთი და ღჳნო, რაოდენი თქუა უფალმან ჩემმან, მონათა შენთათჳს მოუძღუანენ.

16 და ჩუენ მოვკაფოთ ძელი ლიბანით ყოვლისაებრ საჴმრისა შენისა. და მოვიღოთ იგი ტივებითა ზღუად იოპესა. და შენ აღიღე იგი იერუსალჱმდ.

17 და შეკრიბა სოლომონ ყოველი კაცი მწირი ქუეყანისა ისრაჱლისა შემდგომად აღრაცხისა მის, რომელნი-იგი აღრაცხნა დავით, მამამან მისმან, და იპოვნეს ასერგასის ათას და სამ ათას ექუსას.

18 და ყო მათგან სამეოცდაათი ათასი ზურგით მოტჳრთე და ოთხმეოცი ათასი მკუეთელი ქვისა და სამ ათას ექუსასი მაწუეველი მოქმედთა ზედა ერსა.

<< ← Prev Top Next → >>