ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10370&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა იერუსალჱმს, მთასა მას ამორიასა, სადა-იგი ეჩუენა უფალი დავითს, მამასა მისსა, ადგილსა მას, რომელი განმზადა დავით, კალოსა ორნიასსა, იებუსელისასა.

2 და იწყო შენებად თთუესა მეორესა, წელსა მეოთხესა მეფობისა მისისასა.

3 და ესრეთ იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა: სიგრძე წყრთით განზომა პირველი სამეოც წყრთა და სივრცე ოცი წყრთა.

4 და წინაშე ბჭეთა ელამი-წინაშე პირსა მის ტაძრისასა და სიგრძე წინაშე სივრცესა მის ტაძრისასა ოც წყრთა და სიმაღლე წყრთითა ას და ოც. და მორჩუნა იგი შინაგან ოქროთა წმიდითა.

5 ტაძარი იგი დიდი მორჩუნა ძელითა ნაძჳსათა და მოქმნა იგი ლესვით ოქროთა წმიდითა და გამოჭრა მას ზედა ქანდაკები, დანაკისა კუდები და ჯაჭუები დამოკიდებულად.

6 და შეამკო ტაძარი იგი ქვითა პატიოსნითა დიდებულად. და ოქროთა განრჩუნა იგი ფარუემისათა.

7 და მოქმნა ოქროთა სახლი იგი და კედელნი. და ბჭენი და სართულები და კარები ოქროთა და გამოქანდაკა ქერობინები კედელთა.

8 და ქმნა სახლი იგი წმიდა: სიგრძე მისი წინაშე პირისპირ ოც წყრთა, და სივრცე მისი ოც წყრთა. და მოლესა იგი ოქროთა წმიდითა ქერობინებად ექუსასითა ტალანტითა.

9 და სასწორი სამსჭუალთა სასწორი ერთისა ერგასის სიკილა ოქროსა და ქორი იგი მოქმნა ოქროთა.

10 და ქმნა სახლსა მას შინა წმიდასა წმიდათასა ქერობინნი ორნი ქმნულნი ძელთაგან და შემოსნა იგი ოქროთა.

11 და იყუნეს ფრთენი იგი ქერობინთანი სიგრძით წყრთით ოცი, და ფრთე ერთი წყრთით ხუთ მისწუდებოდა კედელსა მას ტაძრისასა, ფრთე იგი მეორისა მის წყრთითა ხუთ და მისწუდებოდა ფრთესა ქერობინსა მის ერთისა.

12 და ფრთენი მეორისა ქერობინისა ხუთ წყრთა კედლამდი მის ტაძრისა და ფრთე იგი სხუა ხუთ წყრთა, მოკიდებული ფრთისა სხჳსა მის ქერობინისა.

13 და ფრთენი იგი ქერობინთანი განმარტებულ იყუნეს ოც წყრთა და იგინი დგეს ფერჴთა ზედა მათთა და პირი მათი ტაძრად კერძო.

14 და ქმნა კრეტსაბმელი ვიაკინთესაგან და ძოწეულისა და მეწამულისა და ბისონისა და გამოაქსოვა მას ქერობინი.

15 და აღმართნა წინაშე ტაძრისა მის ორნი სუეტნი, და იყო წყრთითა ოცი და ათხუთმეტ სიმაღლე მათი. და სუეტისთავნი მათნი ხუთ-ხუთ წყრთა.

16 და ქმნა ჯაჭუედნი ბადისსახედ გარდამოტევებულად და სერსეროთი დაბირს და დაასხნა იგინი ზედა სუეტსა თავთა მათ და ქმნა მროწეულაკები ასი და მოასხა გარდამოკიდებულთა მათ და დადგნა სუეტნი იგი წინაშე ტაძარსა მას: ერთი მარჯუენით კერძო და ერთი მარცხენით და უწოდა მას სახელი მარჯუენითსა მას „წარმართებულება“ და სახელი მარცხენითსა მას „ ძლიერებაჲ“.

17

<< ← Prev Top Next → >>