ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10371&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ქმნა საკურთხეველი რვალისა, ოც წყრთა სიგრძე და ოც წყრთა სივრცე და სიმაღლე მისი ათ წყრთა.

2 და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა დასხმით ათ წყრთა საზომი მისი მრგვალი გარემო და ხუთ წყრთა სიმაღლე და გარემო ოცდაათ წყრთა.

3 და მსგავსება ზვარაკთა ქუეშე მისა გარემოს ათსა წყრთასა და გარემოადგს საბანელსა მას გარემო, რამეთუ გარემოადნეს ზუარაკნი იგი გარემოდნობასა მას მისსა, ოდეს იქმოდეს მათ.

4 რამეთუ ყუნეს ათორმეტ ზუარაკნი და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოთ კერძო, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა დასავლად, და სამნი იგი ხედვიდეს სამხრად, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა აღმოსავლით. და ყო ზღუა იგი მათ ზედა და იყუნეს თავნი მათნი გამართ და ბოლოები მათი შემართ

5 და იყო სიზრქე ზღჳსა მის ციდა ერთ და ბაკონი მისნი, ვითარცა ბაკო სასუმელისა გამოქანდაკებულ მცენარედ სახედ შროშნისა და შთაისხის საწყაული სამ ათასი.

6 და აღასრულა და ქმნა ათი იგი საბანელი და დადგა ხუთი იგი მარჯვენით და ხუთი იგი მარცხენით განრცხად მათ შიგა საქმე იგი ყოვლად დასაწველად და გამოწმედად და მათ შინა და ზღუაჲ იგი საბანელად მღდელთა მას შიგა.

7 და ქმნნა სასანთლენი ოქროსანი ათნი მსგავსად სამართლისავე მათისა და დადგნა ტაძარსა მას შინა, ხუთნი მარჯვენით და ხუთნი მარცხენით.

8 და ქმნა ლანკნები ათი ოქროსა და დადგნა იგინი ტაძარსა მას შინა. ხუთი მარჯვენით და ხუთი მარცხენით და ქმნა ფიალები ოქროსა ასნი.

9 და ქმნა ეზო იგი მღდელთა და ეზო იგი დიდი და კარები ეზოსა, კარები მათი მორჩუნვილნი რვალითა.

10 და ზღუაჲ დადგა კიდით კერძო ტაძარსა მას მარჯვენით მზისა აღმოსავლით წინაუკუნ.

11 და ქმნა ქირამ ფუცხუები და საცეცხურები და ლანძჳ იგი საკურთხევლისა და ყოველი ჭურჭელი მისი. და აღასრულა ქირამ საქმედ ყოველი საქმარი სამსახურებელი, რომელი უქმნა სოლომონ მეფესა სახლისათჳს უფლისა,

12 ორნი იგი სუეტნი მათ ზედა გოლოლათნი და ხარისხნი და სუეტთა ზედა სამაგდრები ქოთარეთსა მას და თავთა ზედა სასვეტთა მათ ორთასავე ორი ბადისსახე დაფარვად თავთა მათ ქოთარეთთასა, რომელი-იგი თავთა მათ ზედა სუეტთასა.

13 და ეჟუნები ოქროსა ოთხასი ესხა ორთა მათ ბადეთა და ორი სახე მროწეულაკები თჳთო მას ბადესა ესხა დასაფარველად ორთა მათ გოლოლათთა ქოთარეთთასა, რომელი-იგი იყუნეს ზედა კერძო სუეტთა მათ

14 და მექონოთთა მათ ქმნნა ხარისხნი ათნი. საბანელნი იგი, რომელ ქმნა მექონოთთა მათ ზედა,

15 და ზღუაჲ იგი ერთი და ზვარაკები იგი ათორმეტი ქუეშე მისსა.

16 და ფერჴთ სადგმელი და აღსაპყრობელნი და სიავები და ფუცხუები და ყოველი სამსახურებელი ჭურჭელი მათი, რომელ ქმნა ქირამ და აღმოართვა იგი მეფესა სოლომონს ტაძრად უფლისა, წმიდისაგან რვალისა,

17 რომელი გამოადნო მეფემან ადგილსა იორდანისასა, სიზრქესა ქუეყანისასა, სახლსა სოქოთისსა და შორის სადათასა.

18 და ქმნა სოლომონ ყოველივე ჭურჭელი სიმრავლედ ფრიად, რამეთუ არა დააკლდა სასწორი რვალისა.

19 და ქმნა სოლომონ ყოველი ჭურჭელი სახლისა უფლისა საკურთხეველი ოქროსა და ტაბლები და მას ზედა პური შესაწირავისა,

20 და სასანთლები მათ ზედა სანათებელად მსგავსად სამართლისა და წინაშე პირსა დაბირისასა ოქროსაგან წმიდისა,

21 და მარწუხნი მათნი და სანთელნი მათნი,

22 და ფიალები და ფილები (!) და საცეცხურები ყოველივე ქმნა ოქროსაგან წმიდისა, და კარი იგი შინაგანი სახლისა მის წმიდისა წმიდათასა კართა ტაძრისა და მის სახლისათანი ოქროსანი.

<< ← Prev Top Next → >>