ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10372&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და აღასრულა ყოველი საქმარი, რომელი ქმნა სოლომონ სახლსა უფლისასა. და შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი მისცა საუნჯესა სახლისა უფლისასა.

2 მაშინ შეკრიბნა სოლომონ ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ყოველნი მთავარნი ტომებისანი, წინამძღუარნი ნათესავისა ისრაჱლისანი იერუსალჱმდ აღმოღებად კიდობნისა შჯულისა უფლისა ქალაქით დავითისით, ესე არს სიონი.

3 და მოვიდეს და მოკრბეს მეფისა ყოველნი კაცნი ისრაჱლისანი დღესასწაულსა მას. ესე არს თუე მეშჳდე.

4 და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისა და აღიღეს ყოველთა ლევიტელთა კიდობანი.

5 და კარავი იგი საწამებელისა და ყოველი ჭურჭელი წმიდაჲ, რომელი იყო კარავსა შინა და მოიღეს კიდობანი იგი მღდელთა და ლევიტელთა.

6 და მეფემან სოლომონ, ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან და მოშიშთა და რაოდენნი შემოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის, დასწყუედდენ ზუარაკებსა და ცხოვარსა, რომლისა არა იყო რიცხჳ და არცა აღითვალოს სიმრავლისაგან.

7 და შეიღეს მღდელთა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და დადგეს იგი ადგილსა თჳსსა და დაბირსა მას საფასესა ტაძრისასა და წმიდასა მას წმიდათასა ქუეშე ფრთეთა ქერობინთასა.

8 და განეპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი ადგილსა მას კიდობნისასა. და ჰფარვიდეს ქერობინნი იგი კიდობანსა მას და აღსაღებელსა მას მისსა ზედა კერძო.

9 და გამოემარტნეს აღსაღებელნი იგი და იხედებოდეს აღსაპყრობელთა მათ მწვერვალნი იგი წმიდათაგან წინაშე პირსა დაბირისასა და არა იხედვებოდეს გარეშე. და იყუნეს მუნ ვიდრე აქა დღემდე.

10 და არა რა იყო სხუა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი, რომელნი დასხნა მოსე ქორებს, რომელი-იგი მოსცა სჯული უფალმან გამოსლვასა მას ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ეგჳპტით.

11 და იყო, რაჟამს გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, რამეთუ ყოველნი, რაოდენნი იპოვნეს მუნ, განწმიდნეს, რამეთუ არა იყუნეს განწესებულ დღითიდღედსა მას მსახურებასა.

12 და ლევიტელნი იგი მეფსალმუნენი, ყოველნი ძენი ასაფისთანი, ემანისნი და იდუთუმისნი, ძენი მათნი და ძმანი მათნი, რომელთა ემოსა სამოსელი ბისონისა წინწილათა და სტჳრითა და ებნითა დგეს წინაშე საკურთხეველსა, და მათ თანა მღდელნი ასდაოცნი სცემდეს ნესტვებსა.

13 და იყო ერთ ჴმაჲ ნესტუებისა მის და გალობისა ჴმათა ყოველთა ერთ ჴმა. აღსარებად და ქადაგებად უფლისა და ვითარცა აღიმაღლეს ჴმაჲ ნესტუთა და წინწილთა და ებნითა და ფსტჳრითა მით საგალობელითა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. და სახლი იგი აღივსო ღრუბლითა დიდებისა უფლისათა

14 და ვერ ეძლო მღდელთა მათ დგომად და მსახურებად პირისაგან მის ღრუბლისა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი ღმრთისაჲ.

<< ← Prev Top Next → >>