Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მოვიდა რობოამ სჳქემად, რამეთუ სჳქემად მოვიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად მისა.

2 და იყო, ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისასა, რომელი-იგი იყო ეგჳპტეს, ოდეს იგი ივლტოდა პირისაგან სოლომონისა მეფისა. და იყო იორობომ ეგჳპტესა და მოიქცა იორობომ ეგჳპტით.

3 რამეთუ მიავლინეს და მოიყვანეს იგი, და მოვიდა იორობომ და ყოველი კრებული ისრაჱლისა მეფისა რობოამისა და ეტყოდეს:

4 მამამან შენმან დაამძიმა უღელი ჩუენ ზედა. და აწ შენ შეგჳნდევ მონებისა მისგან ფიცხელისა მამისა შენისა და უღლისა მისგან მძიმისა მისისა, რომელი დაგვდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ შენ.

5 და ჰრქუა მათ რობოამ: წარვედით სამ დღემდე და მოვედით ჩემდა და წარვიდა ერი იგი.

6 და შეკრიბნა რობოამ მოხუცებულნი, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ცხორებასა მისსა და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს თქუენ, რა სიტყუა მიუგო ერსა ამას?

7 და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკეთუ დღეს ექმნე სახიერ ერსა ამას და სათნო-იყო და ეტყოდი მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ შენდა მონა ყოველთა დღეთა.

8 დაუტევა რობოამ ზრახვა იგი მოხუცებულთა, რომელთა-იგი აზრახეს მას კეთილად, და აზრახა ყრმათა, რომელნი აღზრდილ იყუნეს მის თანა, რომელნი-იგი დგეს მის წინაშე.

9 და ჰრქუა მათ: რა გნებავს თქუენ? მიუგო სიტყუა ერსა მას, რომელნი მეტყოდეს მე, და მრქუეს: შენ გჳლხინე უღლისა ამისგან, რომელი დაგვდვა მამამან შენმან.

10 და ეტყოდეს ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი: ესრეთ ეტყოდე ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ და თქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი ჩუენ ზედა, და შენ აღგჳმცირე ჩუენ, და აწ, ესერა, არქუ მათ: მცირე თითი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა ჩემისათა.

11 და აწ, მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ უღლითა მძიმითა, და მე დაგირთო უღელსა თქუენსა. მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

12 და მოვიდა იორობოამ და ყოველი იგი ერი რობოამისა მესამესა დღესა, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ მეფე, რამეთუ არქუა, ვითარმედ: მოდით ჩემდა მესამესა დღესა.

13 მიუგო და ჰრქუა მათ მეფემან ფიცხლად და დაუტევა რობოამ მეფემან ზრახვა იგი მოხუცებულთა.

14 და ეტყოდა მათ ზრახვისა მისებრ ჭაბუკთასა, და ჰრქუა მათ: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი და მე დაგირთო მას ზედან; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა.

15 და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა იგი, ვითარცა თქუა და დაამტკიცა იგი უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა ჴელითა აქია სელონელისითა რობოამისთჳს, ძისა ნაბატისა, და ყოვლისა ისრაჱლისა.

16 რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან და მიუგო ერმან მეფესა და ჰრქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა იესესთა, წარვედ საყოფელად შენდა, ისრაჱლ, აწ, იხილე სახლი შენი, დავით, და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელსა მათსა,

17 კაცნი ისრაჱლისნი ნეშტნი ქალაქებსა იუდასა საყოფლად თჳსა და მეფედ დაიდგინეს თავისა თჳსისა იერობოამ, ძე ნაბატისი.

18 და წარავლინნა რობოამ მეფემან ადონირამ, რომელი იყო ხარკსა ზედა, და ქვა დაკრიბეს მას ძეთა ისრაჱლისათა და მოკუდა და რობოამ მეფე მიიქცა და აღდგა ეტლთა თჳსთა და ივლტოდა იერუსალჱმდ.

19 და შეურაცხ-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა სახლი დავითისი ვიდრე აქა დღედმდე.

<< ← Prev Top Next → >>