ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 13. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10380&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მეათვრამეტესა წელსა მეფობისა იორობოამისა მეფობდა აბია იუდასა ზედა.

2 სამ წელ მეფობდა იერუსალჱმს ზედა. სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი, გაბაონით და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იორობოამისი.

3 და ეწყო აბია ბრძოლად ძალითა მბრძოლთა ძლიერთა ოთხას ათასითა კაცითა ძლიერითა და იორობოამ ეწყო მას რვაასი ათასითა ძლიერითა მბრძოლითა ძალითა.

4 და აღდგა აბია მთისა მისგან სომორონისა, რომელ არს მთასა ეფრემისასა, და თქუა: ისმინეთ იორობოამ და ყოველმან ისრაჱლმან.

5 არა ჯერ-იყო თქუენდა ცნობად, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან მოგცნა თქუენ ზედა მეფედ და ზედა ისრაჱლსა უკუნისამდე დავით და ძენი მისნი აღთქმით.

6 და აღდგა იორობოამ, ძე ნაბატისი, მონა სოლომონისი, ძისა დავითისი, და განდგა უფლისაგან თჳსისა.

7 და შეკრბეს მის თანა კაცნი ბილწნი, ძენი უსჯულოებისანი, და აღდგომილ არს რობოამის ზედა, ძისა სოლომონისა. და რობოამ იყო ჭაბუკ და მოშიშ გულითა და ვერ წინადაუდგა წინაშე პირსა მისსა.

8 და აწ იტყჳთ თქუენ წინადადგომად პირსა სამეუფოსა უფლისასა ჴელითა ძეთა დავითისთა და თქუენ მრავალ ხართ ფრიად და თქუენ თანა ჴბონი ოქროსანი, რომელნი გიქმნნა თქუენ იორობოამ ღმერთად.

9 გამოასხენით მღდელნიცა უფლისანი და ძენი არონისნი და ლევიტელნი და გიყოფიან თქუენ მღდელად ერისაგან ქუეყანისანი ყოველი, რომელი მოუვალს აღვსებად ჴელთა ჴბოითა ზროხათაგან და შჳდითა ვერძითა. და იქმნებოდეს ქურუმნი მისა, რომელი არა არს ღმერთ.

10 და ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი არა დაგჳტევებიეს და მღდელნი მისნი მსახურებენ უფალსა, ძენი არონისნი და ლევიტელნი სამდღევროსა მათ ზედა შესწირვენ საკურთხეველსა ზედა უფლისასა.

11 და ყოვლად დასაწველნი შესაწირავნი განთიად და მწუხრი და საკუმეველი აღმზადებული, და დაგება პურთა შესაწირავთა და საკურთხეველსა ზედა წმიდასა და სასანთლენი ოქროსანი და სანთელნი აღნთებულნი აღნთებად მწუხრნი, რამეთუ ვიმარხევთ ჩუენ საცოსა უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა და თქუენ დაუტევეთ იგი

12 და, აჰა, ესერა, ჩუენ თანა მთავრად უფალი, მღდელნი მისნი და ნესტუები უწყებისა უწყებად თქუენ ზედა და თქუენ, ძენი ეგე ისრაჱლისანი, ჰბრძოდეთ აწ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა. უწყოდეთ, რამეთუ არა წარგემართოს თქუენ.

13 და იერობოამ მოექცა მზირითურთ მოსლვად მის ზედა უკანა კერძო. და იყუნეს იგინი წინაშე პირსა იუდასა და მზირი იგი უკანა ზურგით.

14 და მოიქცა იუდა და იხილა და, აჰა, ესერა, ბრძოლად მათა მოვიდოდა ისრაჱლი წინა უკან და უკანა წარ. და ღაღად-ყო იუდამ უფლისა მიმართ. და მღდელნი იგი სცემდეს საყჳრსა.

15 ღაღად-ყო იუდამან და ყოველთა კაცთა იუდასთა. და იყო, ღაღადებასა მას კაცთა იუდასთა, უფალმან დასცა იორობოამს და ისრაჱლსა და ისრაჱლსა წინა აბიასსა იუდასსა.

16 და ივლტოდეს ძენი ისრაჱლისანი პირისაგან იუდასა და მოსცნა იგინი უფალმან ჴელთა მათთა.

17 და მოსრეს აბია და ერმან მისმან წყლულებითა დიდითა. დაეცნეს ისრაჱლისაგანნი წყლულნი ხუთი ათასი კაცთა ძლიერთა.

18 და დაამდაბლნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი მას დღესა შინა და განძლიერდეს ძენი იუდასნი, რამეთუ ესვიდეს იგინი უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა.

19 და სდევდა აბია შემდგომად იორობოამისა და დაიპყრნა მისგან ქალაქნი, ბეთელი და დაბნები მისი და ეფრონი და ასულები მისი.

20 და ვერ შეუძლო იერობოამ ყოველთა დღეთა აბიასთა და დასცა იგი უფალმან და მოკუდა.

21 და განძლიერდა აბია და მოიყვანა თავისა თჳსისა ათორმეტნი ცოლნი. და ესხნეს ძენი ოცდაორ და ასულნი ათექუსმეტ.

22 და სხუანი სიტყუანი აბიასნი და საქმენი მისნი დაწერილ არიან წიგნსა ადადოს წინაწარმეტყუელისასა.

23

<< ← Prev Top Next → >>