ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10381&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მოკუდა აბია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ და დღეთა ასასიასთა დამშჳდნა ქუეყანა ათ წელ.

2 და ქმნა კეთილი სიწრფოება წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.
და განიშორნა საკურთხეველნი უცხონი და მაღალნი, და შემუსრნა ძეგლები და მოკაფა სერტყები.

3 და ჰრქუა იუდასა გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა, რათა ჰყოფდენ შჯულთა მცნებათა უფლისათა.

4 და განაშორა ქალაქთაგან იუდასთა საგებელები და კერპები, და აშენა ქალაქები ზღუდოვანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისანი, და იტყოდა კეთილსა მეფისათჳს.

5 რამეთუ დამშჳდნა ქუეყანა და არა იყო ბრძოლა მათ წელთა შინა, დაუცხრო მათ უფალმან.

6 და ჰრქუა მეფემან ასა იუდას: ვაშენო ქალაქები ესე და მოვადგათ ზღუდე და გოდლები და ბჭეები და მოქლონები, ვიდრე-ესე ქუეყანასა ამას უფლობთ, რამეთუ, ვითარცა გამოვიძიეთ უფალი ღმერთი ჩუენი, გამოგჳძინა ჩუენცა და განგჳსუენა ჩუენ გარემოთაგან და წარგჳმართა ჩუენ.

7 და იყო ერი ასასი ჭურვილი და ფაროსანი, რომელთა აქუნდა ფარი და ლახუარი ქუეყანასა იუდისასა სამასი ათასი და ქუეყანასა ბენიამენისასა მშჳლდოსან-კაპარჭოსანი ორას ოთხმეოცი ათასი, ესე ყოველი მბრძოლნი ძლიერებისანი.

8 და მოვიდა მათ ზედა ზარე ეთიოპელი ერითა ათასითა ათასეულითა და ეტლებითა სამასითა და მოვიდა ვიდრე მარესადმდე.

9 და განვიდა ასა მიგებებად მისა და ეწყო მას ჴევსა მას ჩრდილოთ კერძო მარესასა.

10 და ღაღად-ყო ასა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა და თქუა: უფალო, არა-რა შეუძლებელ არს შენ მიერ განრინებად მრავალთა და მცირეთა და აწ განმაძლიერენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ჩუენ შენ გესავთ და სახელითა შენითა მოვედით სიმრავლესა ამას დიდსა ფრიად; უფალო, ღმერთო ჩუენო, ნუ განძლიერდებინ შენდა მიმართ კაცი

11 და მოსრნა უფალმან ეთიოპელნი წინაშე იუდასა და ივლტოდეს ეთიოპელნი.

12 და დევნა-უყო ასა და ერმან მისმან ვიდრე გედორადმდე და დაეცნეს ეთიოპელნი, ვიდრე არღარა იყო შეწევნა, რამეთუ შეიმუსრნეს წინაშე უფლისა და წინაშე ძლიერებისა მისისა, და წარმოიღეს ნატყუენავი მრავალი.

13 და მოსრეს დაბნები მათი გარემო გედორსა და იყო მათ ზედა განკრთომაჲ უფლისა მიერ და წარმოტყუენეს ყოველი ქალაქები მათი, რამეთუ მრავალი ნატყუენავი იყო მათი

14 და კარვები მონაგებთა, და ამაზონელნიცა იგი მოსწყჳდნეს და წარმოასხეს ცხუარი ფრიად და აქლემები მრავალი, და მოიქცეს და მოვიდეს იერუსალიმდ.

<< ← Prev Top Next → >>