ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 16. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10383&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ოცდაათხუთმეტსა წელსა მეფობისა ასასისასა აღმოვიდა ბაასა, მეფჱ ისრაჱლისა, იუდასა ზედა და აშენა რამა, რათა არა სცეს განსავალი ასას, მეფესა იუდასასა.

2 და მოიღო ასა ოქრო და ვეცხლი საუნჯეთაგან სახლისა უფლისათა და სახლისა სამეფოსა და მიუძღუანა ძესა ადერისასა, მეფესა ასურეთისასა, რომელი იყო დამასკესა, და ჰრქუა:

3 აღვთქუ აღთქმა შორის შენსა და ჩემსა და შორის მამისა ჩემისა და შორის მამისა შენისა; და აჰა, ეგერა, მიგიძღუანე შენ ოქრო და ვეცხლი, მოვედ და განმაყენე მე ბაასა, მეფე ისრაჱლისა, რათა წარვიდეს იგი ჩემგან.

4 და ისმინა ძემან ადერისამან მეფისა ასასი და მიავლინნა მთავარნი ძლიერებისა მისისანი ქალაქებსა ისრაჱლისასა, და მოსრა აიონი და აბელმაონი და ყოველი გარემო სოფლები ნეფთალიმისი.

5 და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, დაუტევა შენება რამასა და დააცადა საქმე იგი და წარვიდა.

6 და ასა მეფემან მოავლინა ყოველი იუდა და წარიღეს ქვები იგი რამასა და ძელი იგი, რომელი აშენა ბაასა და აღაშენა მით გაბაას და მასფა.

7 მას ჟამსა ოდენ მოვიდა ანანია წინაწარმეტყუელი ასას მეფისა იუდასასა და ჰრქუა მათ: ამისთჳს, რამეთუ მოსავ ხარ შენ მეფისა ასურეთისასა და არა ესავ შენ მეუფესა, ღმერთსა შენსა, ამისთჳს

8 ანუ არა ეთიოპელნი და ლჳბელნი იყუნეს ერითა მრავალ და მოსავ მჴედრობასა დიდძალსა ფრიად? და რამეთუ ესევდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა, და მოგცნა იგინი ჴელთა შენთა.

9 რამეთუ თუალნი უფლისანი ხედვენ ყოველსა ქუეყანასა განძლიერებად ყოვლითა გულითა სავსითა მისა მიმართ, და აწ უმეცარ იქმენ ფრიად ამას ზედა, ამიერითგან იყოს ბრძოლა შენ ზედა.

10 და განურისხნა ასა წინაწარმეტყუელსა მას და მისცა იგი საპყრობილედ, რამეთუ გული განუწყრა ამის სიტყჳსათჳს და განაქარვა ასა სიტყუაჲ იგი ერსა შორის მას ჟამსა შინა.

11 და, აჰა, ესერა, სიტყუანი ასასნი, პირველნი და უკუანაისკნელნი, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა.

12 დასნეულდა ასა ოცდამეცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა ფერჴნი ელმოდეს, და დასნეულდა ფრიად, და სნეულებასა მისსა არა ეძიებდა უფალსა, არამედ მკურნალთა.

13 და დაიძინა ასა მამათა თჳსთა თანა და აღესრულა ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა.

14 და დაფლეს იგი საფლავსა მას, რომელი ქმნა თავისა თჳსისა ქალაქსა დავითისსა. და მოიღეს იგი ცხედრითა და აღავსეს სულნელითა თჳთოსახითა ნელსაცხებელითა მენელსაცხებლეთმგბოლველთასა და ყვეს განღება დაფლვასა მისსა დიდ ფრიად.

<< ← Prev Top Next → >>