Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ და განძლიერდა იოსაფატ ისრაჱლსა ზედა.

2 და მოსცა ძალი ყოველსა ქალაქებსა იუდასა ძნელოვანსა და დაადგინნა ერისთავნი ქალაქთა იუდასთა და ქალაქთა ეფრემისათა, რომელნი-იგი დაიპყრნა ასა, მამამან მისმან.

3 და იყო უფალი იოსაფატისა თანა, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა მამისა თჳსისათა პირველთა და არა ეძიებდა კერპთა.

4 არამედ უფალსა ღმერთსა მამისა თჳსისასა ეძიებდა, და მცნებათა მამისთა თჳსისათა ვიდოდა, და არა იყუნენ ვითარ ისრაჱლისანი საქმენი.

5 და წარუმართა უფალმან მეფობა ჴელითა მისითა და მოართვა ყოველმან იუდამან ძღუენი იოსაფატს და იყო სიმდიდრე მისი და დიდებაჲ ფრიად.

6 და ამაღლდა გული მისი გზასა უფლისასა და აღ-ვეღა-იხუნა მღდელნი იგი და სერტყნი ქუეყანით იუდასით.

7 და მესამესა წელსა მეფობისა მისისასა წარავლინნა მთავარნი მისნი და ძენი ძლიერებისანი: აბდია, და ზაქარია, და ნათანაელ, მიქეა სწავლად ქალაქთა იუდასთა,

8 და მათ თანა ლევიტელნი: სამეა, და სათანას, და ზაბდია, და ასიელ, და სემირამოთ, და იონათან, და აბდონია, და ტობადონია, და ლევიტელნი მათ თანა: ელისამა და იორამ მღდელნი.

9 და ასწავებდეს იუდასა და მათ თანა წიგნი სჯულისა მის უფლისაჲ და განვლეს ქალაქები იუდასი და ასწავებდეს ერსა მას.

10 და იყო განკჳრვება უფლისაჲ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, რომელნი იყუნეს გარემო იუდასა, და არა ჰბრძოდეს იოსაფატს.

11 და უცხოთესლნი მოართმიდეს იოსაფატს ძღუენსა და ვერცხლსა ნიჭსა; და არაბიელნი მოგურიდეს ვერძსა ცხოვართასა შჳდ ათას შჳდასთა და ვაცსა შჳდ ათას შჳდასთა.

12 და ვიდოდა იოსაფატ და განდიდნებოდა სიმაღლედ, და აშენა საყოფლები იუდას შორის და ქალაქნი ძლიერნი.

13 და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი ქუეყანასა იუდასსა, კაცნი ძლიერნი და მბრძოლნი დაადგინნა იერუსალჱმს.

14 და ესე არს რიცხჳ მათი სახლად და სახლად ტომებისა მათისა, ათასისთავნი იუდასნი, ედნა მთავარი და მის თანა ძენი ძლიერებისანი სამასი ათასნი;

15 და ამისა შემდგომად იონან მთავარი და მათ თანა ორასოთხმოცი ათასი;

16 ამისა შემდგომად ამასია, ძე ზაქარიასი, რომელი გულსმოდგინე იყო უფლისაჲ, და მის თანა ორასი ათასნი ძლიერნი ძალითა;

17 და ბენიამენისგანნი ძლიერნი ძალითა ელიადა და მის თანა მოისარნი და ლახვაროსანნი ორასი ათასნი.

18 და მისა შემდგომად იოზაბალ და მის თანა ასოთხმეოც ათასნი ძლიერნი ბრძოლასა.

19 ესენი ჰმსახურებდეს მეფესა გარეშე მათსა, რომელნი დაედგინნეს მეფესა ქალაქთა მათ მოძნელებულთა ყოველსა ზედა იუდასა.

<< ← Prev Top Next → >>