ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 18. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10385&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იყო იოსაფატისა მერმეცა სიმდიდრე და დიდებაჲ ფრიად. და ემზახა სახლსა აქაბისასა.

2 და შემდგომად მრავლისა წლისა შთავიდა აქაბისა სამარიად და დასწყჳდა აქაბ იოსაფატისთჳს და ერისა მისისათჳს ცხოვარი და ზროხა მრავალი, რამეთუ უყუარდა და ინება მის თანა შთასლვად რემონად გალაადისასა.

3 და ჰრქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, იოსაფატს, მეფესა იუდასასა: უკუეთუ მოხჳდე ჩემ თანა რემონად გალაადისა? და ჰრქუა მას იოსაფატ: ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი შთავიდეთ შენ თანა ბრძოლად.

4 და მერმე ჰრქუა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: გამოვიძიოღა დღეს უფლისა მიერ.

5 და შეკრიბნა აქაბ მეფემან ისრაჱლისამან წინაწარმეტყუელნი ისრაჱლისანი ოთხასი კაცი და ჰრქუა მათ: უკუეთუ აღვიდე რემონად გალადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და მათ ჰრქუეს მას: აღვედ! და მოსცნეს უფალმან ჴელითა მეფისათა.

6 და თქუა იოსაფატ: არა ვინ არს აქა სხუაჲ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ. და გამოვიძიოთ მისგანცა უფლისა მიერ.

7 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არსღა კაცი ერთი კითხვად მის მიერ უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს იგი ჩემთჳს კეთილსა, არამედ ყოველნი დღენი მისნი არიან ჩემთჳს ბოროტ. და ესე არს მიქეა, ძე იემლისი, და ჰრქუა იოსაფატ: ნუ იტყჳ ეგრე, მეფე

8 და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: სწრაფით მომგუარე მიქეა, ძე იემლისი.

9 და აქაბ, მეფე ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, ჯდა კაცად-კაცადი საყდარსა თჳსსა შემოსილი სამკაულითა ფართოთა მათ კართა ბჭისათა სამარიასთა და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს წინაშე მათსა.

10 და ქმნნა სედეკია, ძემან ქანაანისამან, ცრუწინაწარმეტყუელმან რქანი რკინისანი და თქუა: ესრე იტყჳს უფალი, ამით ურქენდე ასურეთსა, ვიდრე მოესრულოს.

11 და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ესრეთ, იტყოდეს: აღვედ რემონად გალაადისა და წარგემართოს, და მოსცნეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

12 და მოციქული იგი, რომელი წარვიდა წოდებად მიქეასა, ეტყოდა მას და ჰრქუა: აჰა ესერა, იტყოდეს წინაწარმეტყუელნი ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. და იყუნედ სიტყუანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდი კეთილსა მეფისათჳს.

13 და თქუა მიქეა: ცოცხალ არს უფალი, რამეთუ რასაცა მეტყოდის მე უფალი, მასცა ვიტყოდი.

14 და მოვიდა მიქეა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, მითხარ მე, უკუეთუ წარვიდე რემონად გალაადისა ბრძოლად, ანუ დავაცადო? და თქუა მიქეა: აღვედ და წარგემართენ და მოგეცნენ ჴელთა თქუენთა.

15 და ჰრქუა მას მეფემან: რაოდენგზის გაფუცე შენ, რათა არა მეტყოდი მე ცრუსა, გარნა ჭეშმარიტსა სახელითა უფლისათა.

16 და თქუა მიქეა: ვიხილე ისრაჱლი განთესილი მთათა ზედა, ვითარცა ცხოვარი, რომელსა არა არიან მწყემსი და თქუა უფალმან: არა აქუს წინამძღუარი, აწ მიიქეცინ კაცად-კაცადი სახიდ თჳსა მშჳდობით.

17 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისმან იოსაფატს: არა გითხარა შენ, რამეთუ არა წინაწარმეტყუელებს ესე ჩემთჳს კეთილსა, არამედ ბოროტსა?

18 და თქუა მიქეა: არა ეგრე, არამედ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ და გითხარ თქუენ: ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა თჳსთა და ყოველნი ძალნი ცათანი დგეს მარჯუენით მისა და მარცხენით.

19 და თქუა უფალმან: ვინ აცთუნოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რემონს გალაადისასა და თქუა ამან ესრეთ, და მან თქუა ესრეთ.

20 და გამოვიდა სული და დადგა წინაშე უფლისა და თქუა: მე ვაცთუნო იგი და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

21 და მან თქუა: განვიდე და ვექმნე სულ ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა მას უფალმან: აცთუნე! და თუ შეუძლო, განვედ და ყავ ეგრეთ.

22 და, აჰა ესერა, მოსცა უფალმან სული ტყუილისა პირსა ყოელთა წინაწარმეტყუელთა ამათ შენთასა და უფალი იტყოდა შენთჳს ბოროტსა.

23 და მიეახლა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა მიქეას ღაწუსა. და ჰრქუა მას: ვინათ გზით წარვიდა სული უფლისაჲ ჩემგან? და გეტყოდა შენ.

24 და ჰრქუა მას მიქეა: აჰა, შენ იხილო მას დღესა შინა, რომელსა შეხჳდოდი საუნჯითი საუნჯედ დამალვად.

25 და თქუა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან: წარიყვანეთ მიქეა და მიაქციეთ სემერისა, მთავრისა ქალაქისა, და იოასის მთავრისა, ძისა მეფისასა.

26 და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე: შესუთ ეგე სახლსა საპყრობილისასა და ჭამდინ პურსა ჭირისასა და წყალსა იწროებისასა ვიდრე მოქცევად ჩემდამდე მშჳდობით.

27 და ჰრქუა მას მიქეა: უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით, არა ვიდრემე მეტყოდა მე უფალი, ისმინეთ ყოველმან ერმან.

28 და აღვიდა მეფჱ ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფჱ იუდასი, რემონად გალაადისასა.

29 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: დამფარე მე და შევიდე ბრძოლად, და შენ შეიმოსე სამოსელი ჩემი. და დაიფარა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ბრძოლად.

30 და მეფემან ასურეთისამან ამცნო მთავართა მეეტლეთა მისთა, რომელნი იყუნეს მის თანა და ჰრქუა: ნუ ვის ჰბრძავთ მცირესა და დიდსა, გარნა მეფესა ისრაჱლისასა მარტო.

31 და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლებისათა იოსაფატ, თქუეს: მეფე ისრაჱლისა არს ესე და გარემოადგეს მას ბრძოლად და ღაღად-ყო იოსაფატ და უფალმან განარინა იგი და გარეწარაქცივნა იგინი ღმერთმან მისგან.

32 და იყო, ვითარცა იხილეს მთავართა მათ ეტლისათა, რამეთუ არა არს იგი მეფჱ ისრაჱლისა გარეწარჴდეს მას.

33 და ერთმან კაცმან მოირთხა მშჳლდსა მარჯუედ, და სცა მეფესა ისრაჱლისასა შორის ნესტუ ფერდსა და შორის მკერდსა. და ჰრქუა მწაფელსა ეტლისა მისისასა: მოაქციენ ჴელნი შენნი და განმიყვანე მე ბრძოლისა ამისგან, რამეთუ მელმის.

34 და იძლია ბრძოლა იგი მას დღესა შინა, და მეფე ისრაჱლისა დგა ეტლთა ზედა ვიდრე მწუხრადმდე წინაშე ასურეთისა. და მოკუდა დასლვასა ოდენ მზისასა.

<< ← Prev Top Next → >>