ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 19. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10386&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 მოიქცა იოსაფატ, მეფე იუდასი, და შევიდა სახიდ თჳსა მშჳდობით იერუსალიმს.

2 და გამოვიდა იეუ შემთხუევად მისა, ძე ანანიასი წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა მას მეფე იოსაფატ: უკუეთუ ცოდვილსა შენ შეეწევი, რამეთუ მოძულებულსა უფლისა მიერ დაემოყურე, ამისთჳს იყო შენ ზედა რისხვაჲ უფლისაჲ.

3 არამედ სიტყუანიცა კეთილნი იპოვნეს შენ თანა, რამეთუ აღიხუნეს სერტყნი ქუეყანისაგან იუდასა და განამარტე გული შენი გამოძიებად უფლისა.

4 და დაემკჳდრა იოსაფატ იერუსალჱმს და კუალად გან-ვე-ღა-ვიდა იოსაფატ ბერსაბეთაგან, ვიდრე მთადმდე ეფრემისა და მოაქცინა იგინი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა.

5 და დაადგინა მსაჯულები ყოველსა ქუეყანასა იუდასასა ძნელოვანთა ქალაქად.

6 და ჰრქუა მსაჯულთა მათ: იხილეთ თქუენ, რასაცა იქმოდით, რათა არა კაცთა სასჯელსა სჯიდეთ თქუენ, არამედ ღმრთისასა და თქუენ თანა იყუნედ სიტყუანი სასჯელისანი.

7 და აწ იყავნ შიში უფლისაჲ თქუენ ზედა, დაიმარხეთ და იქმოდეთ კეთილსა, რამეთუ არა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა თანა სიცრუე, არცა თუალთ-ღება, არცა მიღება ქრთამისა.

8 და იერუსალჱმსაცა დაადგინნა იოსაფატ მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და ტომთაგანნი მთავარნი ისრაჱლისანი მსაჯულად უფლისა მიერ, რათა შჯიდენ სამართლად იერუსალჱმისა დამკჳდრებულთა.

9 და ამცნო მათ და ჰრქუა: ესრეთ იქმოდეთ შიშითა უფლისათა ჭეშმარიტებით და სრულითა გულითა.

10 ყოვლისათჳს კაცისა, რომელი სარჩელად მოვიდოდის თქუენ წინაშე ძმათა თქუენთაგანნი, რომელნი მკჳდრ არიან ქალაქთა მათთა შორის სისხლისა და შორის ბრძანებასა და მცნებასა და სამართალსა და მსჯავრსა და განუჩინებდით მათ, რათა არა ცოდვიდენ უფლისა მიმართ და არა იყოს რისხვა თქუენ ზედა და ძმათა თქუენთა ზედა, ესრეთ იქმოდეთ და არა სცოდოთ

11 და აჰა, ესერა, ამარია მღდელი თქუენ ზედა მთავრად და ყოველსავე სიტყუასა უფლისასა ზაბადია, ძე ისმაელისი, მთავარი სახლსა იუდასასა ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე თქუენსა განძლიერდით და იქმოდეთ, და იყოს უფალი თქუენ თანა ყოვლისათჳს კეთილისა

<< ← Prev Top Next → >>