ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 20. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10387&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ამისა შემდგომად მოვიდეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი და მათ თანა მინელელთაგანნი იოსაფატისა ბრძოლად.

2 და მოვიდეს და უთხრეს იოსაფატს და ჰრქუეს: მოვალს შენ ზედა ერი მრავალი წიაღკერძონი ზღჳსა ასურეთით, და აჰა, არიან იგინი ასარსათანს, რამეთუ ესე არს გადდი.

3 და შეეშინა იოსაფატს ფრიად და მისცა გული თჳსი გამოძიებად უფლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე

4 და შეკრიბა ყოველი იუდა გამოძიებად უფლისა

5 და აღდგა იოსაფატ კრებულსა შორის იუდასსა, სახლსა შინა უფლისასა, წინაშე ეზოსა მას კარვისასა,

6 და თქუა: უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო! შენ ხარ ღმერთი ცათა შინა და შენ უფლებ ყოველთა ზედა მეფეთა თესლთასა და ჴელთა შინა შენთა არს ძალი ძლიერებისა და არა ვინ არს წინააღმდგომ შენდა.

7 შენ ხარ ღმერთი, რომელმან მოსრენ მკჳდრნი ამის ქუეყანისანი წინაშე ერისა შენისა ისრაჱლისა და მიეც იგი ნათესავსა აბრაჰამისსა, საყუარელისა შენისასა, საუკუნოდ,

8 და დაემკჳდრნეს მას ზედა და აღაშენეს მას შინა სიწმიდე სახელისა შენისათჳს და თქუეს:

9 უკუეთუ მოიწიოს ჩუენ ზედა ბოროტი, ანუ მახჳლი, ანუ სასჯელი, ანუ სიკუდილი, ანუ სიყმილი, ვდგეთ წინაშე სახლისა ამის და წინაშე შენსა, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს სახლსა ამას და ვღაღადებდეთ შენდა მიმართ ჭირისა ამისთჳს მომავლისა ჩუენ ზედა და ისმინო და მიჴსნნე ჩუენ

10 და აწ, ესერა, ძენი ამონისნი და მოაბ და მთისა სეირისანი, რომელნი არა მოსცენ ისრაჱლსა განსლვად მათ მიერ და მოსლვასა მას მათსა ეგჳპტით, რამეთუ მოიქცეს მათგან და არა მოსრნეს იგინი.

11 და აწ, აჰა, ესერა, მათ იწყეს ჩუენ ზედა მოსლვად და განსხმად ჩუენდა სამკჳდრებელით ჩუენით, რომელი-იგი მომეც ჩუენ.

12 უფალო, ღმერთო ჩუენო! არა საჯო მათ შორის, რამეთუ არა არს ჩუენდა ძალ წინააღმდგომად მათა ესეოდენსა ამას სიმრავლესა დიდსა, რომელნი ესე მოსრულ არიან ჩუენ ზედა და არა ვიცით, რაჲ ვყოთ მათთჳს, არამედ შენდა მიმართ მხედვარ არიან თუალნი ჩუენნი.

13 და ყოველი იუდა დგა წინაშე უფლისა და ყრმანი მათნი და ცოლნი მათნი,

14 და ოზიელის ზედა, ძისა ზაქარიასა, ძეთაგან ბანესთა, ძეთა ელეელისთა, ძეთა მათთანისასათა და ლევიტელისათა ძეთაგანთა ისაფისთა. და იყო მის ზედა სული უფლისაჲ კრებულსა მას შორის

15 და თქუა: ისმინეთ იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა, მეფემან იოსაფატ! ამას იტყჳს უფალი, ნუ გეშინინ თქუენ მათთჳს და ნუცა შეძრწუნდებით პირისაგან ერისა ამის მრავლისა, რამეთუ არა თქუენი არს ბრძოლა, არამედ უფლისაჲ.

16 ხვალე გარდავედით მათა, აჰა, ეგერა, აღმოვლენ იგინი აღმოსლვასა მას გამომატებულსა ასერისასა და პოვნეთ იგინი თავსა მას ზედა მძინარისა მის უდაბნოსა იერიელისასა.

17 არა არს თქუენი ბრძოლა ესე, გულისხმა-ყავთ და იხილეთ მაცხოვარებაჲ უფლისა თანა, იუდა და იერუსალიმ! ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით ხვალე განსლვად და წყობად მათა, რამეთუ უფალი არს თქუენ თანა.

18 და მოდრკა იოსაფატ პირსა ზედა თჳსსა და ყოველი იუდა, მკჳდრნი იერუსალჱმისანი, დაცჳვეს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა.

19 და აღდგეს ლევიტელნი, ძეთაგანი კაათისნი და ძეთაგანი კორესნი, ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ჴმითა დიდითა მაღლად.

20 აღიმსთუეს განთიად და განვიდეს უდაბნოსა მას თეკვასასა და განსლვასა მას დადგა იოსაფატ, ღაღად-ყო და თქუა: ისმინეთ ჩემი იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა! ერწმუნენით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, გერწმუნოს თქუენ, გრწმენინ წინაწარმეტყუელისა მისისა და წარგემართოს თქუენ

21 და ზრახვა-ყო იოსაფატ ერისათჳს და დაადგინნა მგალობელნი და მაქებელნი აღსარებად და ქებად სიწმიდესა განსლვასა მას წინაშე ერისა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი.

22 და ვითარცა იწყეს ესეოდენ გალობად აღსარებისა, მოსცა უფალმან ბრძოლად ძეთა ამონისთა მოაბსა ზედა და მთისა სეირისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს იუდასა ბრძოლად და ივლტოდეს.

23 და აღდგეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი მკჳდრთა მათ ზედა მთისა სეირისათა მოჴოცად და შემუსრვად მათა. და მოასრულნეს მკჳდრნი სეირისნი, რამეთუ აღდგეს იგინი ურთიერთას, და მოისრნეს იგინი.

24 და იუდა მოვიდა სამსტროსა მას უდაბნოსასა და მოიხედეს და იხილეს სიმრავლე იგი ერისა მის და, აჰა, ესერა, ყოველნივე მომწყდარ იყუნეს და დაცემულ ქუეყანასა ზედა, და არა ვინ იყო განრინებულ.

25 და მოვიდა იოსაფატ და ერი მისი ტყუენვად ნატყუვნავისა მათისა და პოეს საცხოვარი ფრიად და ჭურჭელი და იავარი და ჭურჭელი გულისსათქმელი. და წარმოიღეს იგი და ყვეს სამი დღე ტყუევნასა მათსა ნატყუენავისასა, რამეთუ მრავალ იყო.

26 და დღესა მას მეოთხესა შეკრბეს ღელესა მას კურთხევისასა, რამეთუ მუნ აკურთხეს უფალი, ამისთჳს დასდვეს ადგილსა მას სახელი ღელე კურთხევისა ვიდრე აქა დღემდე.

27 მოიქცა ყოველი კაცი იუდასი იერუსალჱმდ და იოსაფატ, წინამძღუარი მათი, სიხარულითა დიდითა, რამეთუ ახარა მათ უფალმან მტერთა მათთა ზედა.

28 და შევიდეს იერუსალჱმდ ებნითა და ქნარითა და ნესტჳთა სახლსა უფლისასა.

29 და იყო განკჳრვებაჲ უფლისა მიერ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, ვითარცა ესმა მათ, რამეთუ უფალი ბრძოდა მტერთა ისრაჱლისათა.

30 და დაამკჳდრნა ქუეყანა მეფობასა იოსაფატისასა და დააცხრვნა ღმერთმან ყოველნი გარემონი მისნი.

31 და მეფე იქმნა იოსაფატ იუდასა ზედა, ოცდაათხუთმეტისა წლისა იყო მეფობასა მისსა და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა აზუბა, ასული სალისი.

32 და ვიდოდა იგი გზასა ასასა, მამისა მისისასა, და არა გარდააქცია სიწრფოებისაგან ყოფად წინაშე უფლისა.

33 არამედ მაღალნი იგი იყუნესვეღა, და მერმეცა ერსა მას არღავე წარემართა გული მათი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა.

34 და ნეშტნი სიტყუანი იოსაფატისნი, პირველნი და შემდგომნი, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა იეუსთა, ძისა ანანისთა, რომელმან აღწერა წიგნი მეფეთა ისრაჱლისათა.

35 და ამისა შემდგომად ეზიარა იოსაფატ, მეფე იუდასი, ოქოზიას, მეფესა ისრაჱლისასა, და ამან უსჯულოებაჲ ქმნა ყოფად

36 და მისლვად მისა და საქმედ ნავებისა და წარსლვად თარშიდ, და ქმნა ნავები გასიონგაბერს.

37 და წინაწარმეტყუელებდა ელიეზარ, ძე ოდრიასი, რომელი იყო მარისით, იოსაფატს. ჰრქუა, რამეთუ დაეგე შენ ოქოზიას, აჰა, მოსრა უფალმან საქმე შენი და შეიმუსრა ნავები შენი და ვერ უძლო წარსლვად თარშიდ.

<< ← Prev Top Next → >>