ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10388&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

2 და ძმანი იორამისნი, ძენი იოსაფატისნი, ექუსნი: ეზრიელ, და იეელ, ზაქარია, და მისელ, და საფატია, და აზარია. ესე ყოველნი ძენი იოსაფატისნი, მეფისა იუდასნი.

3 და მისცა მათ მამამან მათმან მისაცემელი ფრიადი: ოქრო და ვეცხლი და საჭურველი ქალაქთა თანამოზღუდვილთა იუდასა შორის. და მეფობაჲ მისცა იორამს, რამეთუ ესე იყო ძე მისი პირმშო.

4 და დადგა იორამ მეფობასა თჳსსა ზედა და განძლიერდა და მოსწყუდნა ყოველნი ძმანი მისნი მახჳლითა და მთავართაგანნი ისრაჱლისანი.

5 და იყო იორამ ოცდათორმეტისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფობასა ზედა თჳსსა, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს.

6 და ვიდოდა გზასა მეფეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ყო სახლმან აქაბისმან, რამეთუ ასული აქაბისი იყო მისა ცოლად და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა

7 და არა ინება უფალმან აჴოცად სახლი დავითისი აღთქმისა მისთჳს, რომელი აღუთქუა დავითს და ვითარცა-იგი ჰრქუა მას მიცემად სანთლად ძეთა მისთა ყოველთა დღეთა.

8 მათ დღეთა შინა განდგა ედომი იუდასაგან და დაიდგინეს თავისა თჳსისა ზედა სხუაჲ მეფე.

9 და წარვიდა იორამ მთავართა თჳსთა თანა და ყოველი ცხენები მისი მის თანა. და იყო, ვითარცა აღდგა იგი ღამე და მოსრა ედომმან, რომელთა გარემოეცვა იგი და მთავარნი იგი ეტლებისანი, და ივლტოდა ერი იგი საყოფლად თჳსა.

10 და განდგა ჴელისაგან იუდასა ედომი იგი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ განდგა ლუბნაცა ჴელისაგან მისისა მას ჟამსა შინა ამისთჳს, რამეთუ უტევა უფალი ღმერთი მამათა მისთა.

11 რამეთუ ამანცა ქმნნა მაღალნი ქალაქებსა იუდასასა და აცოდვნა მკჳდრნი იერუსალჱმისანი და აცთუნა იუდა.

12 და მოუჴდა მას წიგნი ელიასგან წინაწარმეტყუელისა და თქუა: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისაჲ, რამეთუ არა ხჳდოდე შენ გზასა იოსაფატის, მამისა შენისა, და გზასა ასასასა, მეფისა იუდასასა.

13 არამედ მიხუედ შენ გზათა მეფეთა ისრაჱლისათა და აცოდვე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ვითარცა-იგი ცოდა სახლმან აქაბისმან, და ძმანი შენნი, ძენი მამისა შენისანი, მოსწყჳდენ მახჳლითა, უმჯობესნი შენსა.

14 აჰა, ესერა, დაგცეს შენ უფალმან წყლულებითა დიდითა და ერი შენი, და ძენი შენნი, და ცოლნი შენნი და ყოველი მონაგები შენი.

15 და შენ სენითა ბოროტითა დასნეულდე მუცლისათა, ვიდრე განვიდენ ნაწლევნი შენსა სენსა თანა დღითი დღე.

16 და აღადგინნა უფალმან იორამის ზედა უცხოთესლნი არაბიელნი და მოზღუანენი ეთიოპელნი.

17 და მოუჴდეს იუდას ზედა და ჰმძლავრობდეს და წარიღეს ყოველი საფასე, რაოდენი პოეს სახლსა შინა მეფისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი წარიყვანნეს. და არა დაურჩა მას ძეთაგან, გარნა ოქოზია, ხოლო უმრწამეს ძეთა მისთა.

18 და ამის ყოვლისა შემდგომად დასცა უფალმან მუცლისა სენითა, რომლისა არა იყო კურნება.

19 და იგუემებოდა დღითი დღე და ვითარცა მოიწია ჟამი დღეთა მისთა, მეორესა დღესა გამოვიდა ნაწლევი მისი სენითურთ და მოკუდა იგი სენითა მით ბოროტითა და არა ყო ერმან მან განღება პატივითა, ვითარცა განღება მამათა მისთა.

20 და იყო იგი ოცდაათორმეტისა წლისა ოდენ, ოდეს დადგა მეფედ, და რვა წელ მეფობდა იერუსალჱმს და ვიდოდა იგი არაქებულად. და მოკუდა იორამ და დაეფლა იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო არა საფლავსა მეფეთასა.

<< ← Prev Top Next → >>