ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 22. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10389&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მეფედ ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა ოქოზია, ძე მისი უმრწამესი, მის წილ, რამეთუ ყოველნი ძენი მისნი უხუცესნი მოსწყჳდნეს ავაზაკთა, რომელნ-იგი მოუჴდეს მათ ზედა, არაბიელნი და ალიმაზონელნი, და მეფე იქმნა ოქოზია, ძე იორამის, მეფისა იუდასი.

2 და იყო ოქოზია ოცდაორისა წლისა, ოდეს დადგა იგი მეფედ და ერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრისი.

3 ესე ვიდოდა გზასა სახლისა აქაბისასა, რამეთუ დედა მისი იყო მზრახებელი ცოდვისა.

4 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ იგინი იყუნეს შემდგომად სიკუდილისა მის მისისა მზრახებელ მოსასრველად მისსა.

5 და ზრახვასა მათსა ვიდოდა და წარვიდა იორამ თანად ძისა აქაბისა ბრძოლად აზაელისა, მეფისა ასურეთისა, რემოთ გულაადისასა, და სცეს ისრითა მეისართა იორამს.

6 და მოიქცა იგი კურნებად იეზრაელად წყლულებისა მისგან, რომელ წყლეს ასურთა რამოთს შინა აზაელის, ბრძოლასა მას, მეფისა ასურეთისასა, და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, შთავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იაზარელად, რამეთუ სნეულ იყო.

7 და ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა და მოსლვა ოქოზიასი იორამისა და მი-რა-ვიდა, განვიდა მის თანა იორამ იეუისა, ძისა ნამესისა, ცხებულისა უფლისა მიერ.

8 და იყო, ვითარცა შურის-გებად იეუასა სახლსა ზედა აქაბისსა, პოვნა მთავარნი იუდასნი და ძმანი ოქოზიასნი, მსახურებდეს რა ოქოზიას და მოსწყჳდნა იგინი.

9 და თქუა იეუ მოძიება ოქოზიასი და პოეს იგი, რამეთუ იკურნებოდა სამარიას შინა და მოიყვანეს იგი იეუასა და მოკლა იგი და დაფლეს იგი, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძე იოსაფატისი არს, რომელი ეძიებდა უფალსა ყოვლითა გულითა მისითა და არა ვინ იყო სახლსა ოქოზიასასა, რომელმანმცა განამტკიცა ძალი მეფობისა

10 და ვითარცა იხილა გოთოლია, დედამან მისმან, რამეთუ მოკუდა ძე მისი, აღდგა და წარწყმიდა ყოველი თესლი მეფეთა იუდასთა.

11 და მოიყვანა იოსაბედ, ასულმან მეფისამან იოას, ძე ოქოზიასი, და გამოიპარა შორის ძეთა მეფისათა მოკლულთა და მისცა იგი და მზარდული მისი მაწოვნებელი საუნჯესა მას ცხედართასა. და დამალა იგი იოსაბედ, ასულმან იოსაფატისა მეფისამან, დამან ოქოზიასამან, ცოლმან იოვდაეს მღდლისამან, და დამალა იგი პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკლა იგი

12 და იყო მის თანა დამალული სახლსა შინა ღმრთისასა ექუს წელ. და გოთოლია მეფობდა ქუეყანასა იუდასასა.

<< ← Prev Top Next → >>