ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 23. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10390&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და წელსა მეშჳდესა განძლიერდა იოდაე და მოიყვანა ასისთავები: აარია, ძე იორამისი, და ისმაელ, ძე იონანისი, და აზარია ძე ობედისი, და მასეა ძე ადაიაისი, და ელისაფან, ძე ზაქარიასი, მის თანა სახლსა შინა უფლისასა.

2 და მოადგეს იუდასა და შემოკრიბნეს ყოველნი ლევიტელნი ყოველთაგან ქალაქთა იუდასთა და მთავარნი ტომთა ისრაჱლისათანი და მოვიდეს და შემოკრბეს იერუსალიმად.

3 და აღთქუმა აღუთქუა ყოველმან კრებულმან იუდასამან სახლსა შინა უფლისა ღმრთისა მეფისა თანა. და მაშინ უჩუენა მათ ძე მეფისა და ჰრქუა მათ: აჰა, ძე მეფისა, ესე მეფობდინ, ვითარცა იტყოდა უფალი სახელისათჳს დავითისა.

4 და აწ ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: მესამე თქუენგანი შევედინ შაბათსა მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი ბჭეთა მათ შესავალთასა.

5 და მესამე თქუენგანი სახლსა მეფისასა გარემოადეგინ და მესამე თქუენგანი დეგინ ბჭესა მას საშუალსა, და ყოველი ერი იყავნ ეზოსა სახლისა უფლისასა.

6 და ნუ ვინ შევალნ სხუაჲ სახლსა უფლისასა, გარნა მღდელნი და ლევიტელნი და მსახურნი იგი ლევიტელთანი. ესენი შევიდენ, რამეთუ წმიდა არიან და ყოველი ერი სცევდინ საცავსა მას უფლისასა.

7 და გარემოადგედ ლევიტელნი მეფესა გარემო და კაცად-კაცადსა მახჳლი ჴელსა მისსა და სხუაჲ, რომელი შევიდოდის სახლსა უფლისასა, მოკუედინ და იყუნედ კაცნი იგი მეფისა თანა შესლვასა და გამოსლვასა მისსა.

8 და ყვეს ლევიტელთა მათ და ყოველმან იუდამან ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი ამცნო იოდაე მღდელმან და წარიყვანა კაცად-კაცადმან ერი თჳსი დასაბამსა შაბათისასა, რამეთუ არა განაქარვა იუდაე მდღევარი იგი მსახურებაჲ.

9 და მისცა მახჳლი და საჭურველი და ფარები, რომელი იყო დავითის მეფისა სახლსა შინა უფლისასა.

10 და დაადგინა ყოველი ერი კაცად-კაცადი საჭურველითა თჳსისათა მჴარითგან ტაძრისათა მარჯუენით ვიდრე მჴარადმდე ტაძრისა მარცხენითისა საკურთხევლისა და ტაძრის გარემო მეფისა.

11 და გამოიყვანა ძე იგი მეფისა და მოსცა მის ზედა შარავანდი იგი სამეფო და საწამებელნი და მეფე-ყვეს იგი და სცხეს მას იოედაე და ძეთა მისთა და თქუეს: ცხონდინ მეფე!

12 და ესმა გოთოლიას ჴმაჲ იგი ერისა, რომელნი რბიოდეს და აღუარებდეს და აქებდეს მეფესა. და შევიდა მეფისა სახლსა უფლისასა.

13 და იხილა და, აჰა, ესერა, მეფე დგა სადგომელსა თჳსსა და შესლვასა მას დგეს მთავარნი და ნესტუები და მთავრები გარემო მეფისა და ყოველსა ერსა უხაროდა და სცემდეს ნესტუებსა და შემასხმელნი იგი სტჳრითა შესხმასა და ახიობდეს ქებასა და დაიპო გოთოლია სამოსელი თჳსი, ღაღად-ყო და თქუა: დასხმით დამესხმით

14 და ამცნო იოდაე მღღელმან ასისთავთა მათ და მთავართა მათ ძლიერთასა და ჰრქუა მათ: გაიყვანეთ ეგე გარეშე ტაძრით და განვედით შემდგომად მისა და მოკუედინ მახჳლითა, რამეთუ თქუა მღდელმან მან: ნუ მოკუდებინ ეგე სახლსა შინა უფლისასა.

15 და სცეს მას შენდობა, და განვიდა ბჭეთა მათ საცხენოსათა სახლისა მეფისათა და მოკლეს იგი მუნ.

16 და აღუთქუა იუდაე აღთქმა შორის მისსა და შორის ერისა და მეფისა, რათა იყუნენ ერად უფლისა.

17 და შევიდა ყოველი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალ კერპისასა. და დაარღჳეს იგი და საკურთხევლები მისი და ძეგლები მისი და მოსრეს და დააწვლილეს, და მათ თანა ქურუმი იგი ბაალისი მოკლეს წინაშე საკურთხეველსა მისსა.

18 და იწყო იოდაე მღდელმან საქმესა სახლისა უფლისასა ჴელთა მღდელთა და ლევიტელთა და დაადგინნა მდღევარ განწესებით მსახურებანი იგი მღდელთანი და ლევიტელთანი, ვითარცა-იგი განეჩინა დავით მეფესა სახლსა შინა უფლისასა და შეწირა მსხუერპლები უფლისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა, სიხარულითა და გალობითა ჴელითა დავითისითა

19 და დადგეს მეკარენი იგი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, რათა არა შევიდეს მუნ არაწმიდაჲ ყოვლისა მიმართ საქმისა.

20 და მოიყვანნა მამათმთავარნი იგი და ძლიერნი და მთავარნი ერისანი და ყოველი ერი ქუეყანისა და აღიყვანეს მეფე ტაძრად უფლისა, და შევიდა ბჭისა მისგან შინაგანისა ტაძრად მეფისა და დასვეს მეფე საყდარსა ზედა სამეუფოსა.

21 და განიხარა ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და ქალაქი დაყუდნა, და გოთოლია მოკლეს მახჳლითა.

<< ← Prev Top Next → >>