ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 24. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10391&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 იყო იოას შჳდისა წლისა მეფობასა მისსა, და ორმეოც წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა საბია ბერსაბეთ.

2 და ქმნა იოას სიწრფოება წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა იოდაეს მღდლისათა.

3 და მოიყვანნა თავისა თჳსისა იუას ორნი ცოლნი და ისხნა ძეებ და ასულებ.

4 და იყო ამისა შემდგომად და განიზრახა იუას გულსა თჳსსა განგებისათჳს აღშენებად სახლისა უფლისათჳს.

5 და შეკრიბნის მღდელნი და ლევიტელნი და ჰრქუა მათ: განვედით ქალაქებსა იუდასა და მოკრიბეთ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა განსაძლიერებლად სახლისათჳს უფლისა წლითი წლად და ისწრაფეთ სიტყუად. და არა ჰრწმენა ლევიტელთა ესე.

6 და მოუწოდა იუას მეფემან იოდაეს მღდელმთავარსა და ჰრქუა მას: რასათჳს არა იღუაწე ლევიტელთათჳს შემოღებად იუდასაგან იერუსალჱმისა ბრძანებული იგი მოსეს მიერ კაცისა მის ღმრთისა, რამეთუ შეკრიბა ისრაჱლნი კარავსა მას საწამებელისასა.

7 რამეთუ გოთოლია იყო უსჯულო და ძეთა მისთა დაარღჳეს სახლი ესე ღმრთისაჲ და სიწმიდე სახლისა ამის ყვეს ბაალიმისა.

8 და თქუა მეფემან: ქმენით გუადრუცი და დადგით იგი ბჭეთა თანა სახლისა უფლისათა გარეშე.

9 და აუწყეთ იუდასა იერუსალჱმსა, რათა შემოიღონ უფლისა, ვითარცა უბრძანა მოსე მონამან ღმრთისამან ისრაჱლისა უდაბნოსა ზედა.

10 და მოსცეს ყოველთა მთავართა, ყოველმან ერმან და შეიღებდეს გვადრუცსა მას, ვიდრე აღივსო.

11 და იყო, ვითარცა შემოაქუნდა გუადრუცი წინაშემდგომელთა მათ მეფისა მიმართ ჴელითა ლევიტელთათა და ვითარცა იხილეს, რამეთუ ფრიად იყო ვეცხლი იგი, მოვიდა მწიგნობარი მეფისა, წინაშემდგომელი იგი მღდელისა მის დიდისა, და წარმოიღეს ვეცხლი იგი გვადრუცისა მისგან და დადვეს თჳსსავე ადგილსა. ესრეთ ყოფდეს დღითი დღედ და შეკრიბეს ვეცხლი დიდძალი

12 და მისცეს იგი მეფემან და იოდაე მღდელმან მოქმედთა მათ საქმისათა, საქმისა მის ტაძრისა უფლისათა, და დაადგინნეს სასყიდლითა ქვისმკუეთელნი და ხურონი განსაგებელად ტაძრისა მის უფლისა და იქმოდეს მოქმედნი იგი საქმესა მას.

13 და აღმაღლდა სიგრძედ საქმე იგი ჴელითა და აღმართეს ტაძარი იგი უფლისაჲ წესსა ზედა თჳსსა და განამტკიცეს.

14 და ვითარცა აღასრულეს, მოიღეს მეფისა და იოდაესა ნეშტი იგი ვერცხლისა მის და შექმნეს იგი ჭურჭლად ტაძრისათჳს უფლისა, ჭურჭლად სამსახურებელად მსხუერპლთათჳს და ფიალები ოქროსა და ვეცხლისა. და შეიწირვოდა მსხუერპლები სახლსა უფლისასა მარადის ყოველთა დღეთა იოდაესთა

15 დაბერდა იოდაე სავსებითა და აღესრულა ასოცდაათისა წლისა.

16 და აღსრულებასა მისსა დაფლეს იგი ქალაქსა დავითისა საფლავსა მეფეთასა, რამეთუ ქმნა კეთილი ისრაჱლისა თანა და ღმრთისა მიმართ სახლისა მისისათჳს.

17 და იყო, შემდგომად აღსრულებისა მის იოდაესა შევიდეს მთავარნი იგი იუდასნი და თაყუანის-სცეს მეფესა. მაშინ ერჩდა მათ მეფე.

18 და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და მსახურებდეს კერპთა და ასტრატეთა, და იყო რისხვა უფლისა იუდას ზედა და იერუსალჱმსა მათ დღეთა შინა.

19 და მიივლინნეს მათა წინაწარმეტყუელნი, რათამცა მოიქცეს უფლისა და არა ისმინეს და უწამებდეს მათ და არავე ისმინეს.

20 და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ.

21 და დაესხნეს მას და ქვა დაკრიბეს ბრძანებითა იუას მეფისათა ეზოსა შინა სახლისა უფლისა.

22 და არა მოიხსენა იუას წყალობისა მის, რომელი ყო მის თანა იოდაე, მამამან მისმან, და მოკლა ძე მისი და, ვითარცა მოკუდებოდა, თქუა: იხილენ უფალმან და საჯენ.

23 და იყო აღსრულებასა მას წელიწადისასა, აღმოვიდა მათ ზედა ერი ასურეთისა, და მოუჴდეს იუდასა და იერუსალჱმსა და მოსრნეს ყოველნი მთავარნი ერისანი ერსა შორის, და ყოველი მონაგები და საფასე მათი წარუძღუნეს მეფესა დამასკისასა.

24 რამეთუ მცირედითა კაცითა მოვიდა ერი ასურეთისა და ღმერთმან მისცნა იგინი ჴელთა მათთა, ერი იუდასი დიდძალი ფრიად, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და იოასის თანაცა იყო სასჯელი.

25 და შემდგომად წასლვისა მის მათისა მისგან დატევებისა მისთჳს უფლისა დასცა იგი უფალმან სენითა დიდითა და დაესხნეს მას მონანი მისნი სისხლისა მისთჳს ძისა იოადესა მღდელისა და მოკლეს იგი ცხედარსა თჳსსა ზედა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო მეფეთა საფლავსა არა დაფლეს იგი

26 და რომელთა მოკლეს იგი, იყუნეს ერნი და ზაბელ, ძე ამეათისა, ამანიტელი, და იოზაბედ, ძე სამარითისი, მოაბელი

27 და სამნი ძენი მისნი. ესე ხუთნი მოუჴდეს მას და მოკლეს იგი, რამეთუ ამასია, ძე იოასისა, მეფობდა ოცდაცხრა წელ, მეათე დავითისითგან და ნეშტნი სიტყუანი იოადისნი, აჰა, ესერა, წერილი არიან წიგნთა მეფეთასა და მეფობდა ამასია, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>