ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 26. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10393&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მოიყვანა ყოველმან ერმან ქუეყანისამან ოზია, ძე მისი, და იყო იგი ათექუსმეტის წლისა და მეფე ყვეს იგი ამასიას წილ, მამისა მისისა.

2 და ამან აღაშენა აელათი და მოაქცია იგი იუდასსა და შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა მეფისა.

3 ძე ათექუსმეტისა წლისა მეფე იქმნა ოზია, ერგასისდაორ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა იექელია იერუსალჱმით.

4 და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

5 და ეძიებდა უფალსა დღეთა ზაქარიასთა გულისხმის-მყოფელისათა შიშითა უფლისათა, დღეთა მისთა ეძიებდა უფალსა და წარუმართა მას უფალმან.

6 და განვიდა და ჰბრძო უცხოთესლთა და დაარღჳვნა ზღუდენი გეთისა, იაბისნი და ზღუდენი აზოტესანი, და აღაშენნა ქალაქნი აზოტესანი უცხოთესლთა შორის.

7 და განაძლიერა იგი უფალმან უცხოთესლთა ზედა და არაბიელთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს პეტრას და მივნეელთა ზედა.

8 და მოართმიდეს მინეველნი ძღუენსა ოზიასა, და ითქმოდა სახელი მისი ვიდრე შესავალადმდე ეგჳპტისა, რამეთუ განძლიერდა იგი, ვითარცა სიმაღლედ.

9 და აღაგო ოზია გოდლები იერუსალჱმს ბჭესა მას ზედა საკიდურისასა და ბჭესა მას ზედა ჴევისასა და ყოველთა კიდეთა და განამტკიცა ქალაქი.

10 და აღაშენა გოდლები უდაბნოს და აღმოკუეთა ჯურღმულები მრავალი, რამეთუ იყო საცხოვარი მრავალ ვაკესა მისა სეფელას, ერი და ვენაჴისმოქმედნი მთათა გარე და კარმელის ზედა, რამეთუ ქუეყანისსაქმესა მოყვარე იყო.

11 და იყო ოზიასი ერი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა განმავალნი წყობასა რიცხჳთ. და იყო რიცხჳ იგი იერუსალჱმით მწიგნობრისათა და მასეა მსაჯულისათა და ჴელითა ანანიასითა, მსახურისა მის მეფისათა.

12 და ყოველი რიცხჳ ძლიერთა მათ ტომისა მთავართა ბრძოლად ორ ათას და ექუსას.

13 და მათ თანა ძალი მბრძოლთა სამასშჳდ ათას და ხუთას: ესენი იყუნეს, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა ძლიერებისასა ძალითა შემწედ მეფისა მტერთა მიმართ.

14 და მოუმზადებნ ოზია ყოველსა მას ერსა ფარსა, და ლახუარსა, ჯაჭუსა, და ჩაფხუტსა, მშჳლდსა, და ისარსა, და შურდულსა სისრად ქვისა.

15 და ქმნა იერუსალჱმს მანქანები მანქანებად რჩეულად, რათა იყუნენ გოდოლთა ზედა სისრად ისრითა და ქვებთა დიდ-დიდთა და განითქუა მომზადება იგი ამათ საქმეთა შორად, რამეთუ საკჳრველი ქმნა საშინელად ვიდრე განძლიერდა ფრიად.

16 და ვითარცა განძლიერდა, ამაღლდა გული მისი და განიხრწნა და ცოდა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, რამეთუ შევიდა ტაძრად უფლისა კუმევად საკუმეველისა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

17 და შევიდა მისა აზარია მღდელი და მის თანა მღდელნი უფლისანი ოთხმეოცნი, ძენი ძლიერებისანი.

18 და მიადგეს ოზია მეფეს და ჰრქუეს მას: არა არს, ოზია მეფე, შენი კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა, არამედ მღდელთა ძეთა აჰრონისთა, რომელნი განწმედილ არიან, კუმევად, გამოვედ სიწმიდისაგან, რამეთუ განსდეგ უფლისაგან და არა იყოს ესე შენდა დიდებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა

19 და განრისხნა ოზია და ჴელსა მისსა ეპყრა სასაკუმევლე კუმევად ტაძარსა შინა უფლისასა და ვითარ-იგი განრისხნა მღდელთათჳს, კეთროვნება გამოჩნდა შუბლსა მისსა წინაშე მღდელთა მათ სახლსა შინა უფლისასა ზედა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

20 და მიიქცა მისა მღდელი იგი მთავარი და სხუანი იგი და, აჰა ესერა, მას აჩნდა კეთროვნებაჲ შუბლსა მისსა და ასწრაფებდეს მას მღდელნი იგი გარდამოსლვად მიერ და თჳთ იგიცა ისწრაფდა გარდამოსლვად, რამეთუ ამხილა მას უფალმან.

21 და იყო ოზია მეფე კეთროვან ვიდრე დღემდე სიკუდილისა მისისა და სახლსა შინა აფუთიოსისასა ჯდა განკეთროვნებული, რამეთუ განეშორა სახლისაგან უფლისა. და იოთამ იყო ძე მისი მეფობასა მისსა ზედა, და სჯიდა ერსა ქუეყანისასა.

22 და სიტყუანი ოზიასნი პირველნი და შემდგომნი წერილ არიან ესაიას მიერ წინაწარმეტყუელისა, ძისა ამოსისა.

23 და დაიძინა ოზია მამათა მისთა თანა ველსა მას საფლავისა მის მეფეთასა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: კეთროვან არს, და მეფობდა იონათამ, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>