ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 28. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10395&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 ძე ოცისა წლისა იყო აქაზ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალემს და არა ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

2 და ვიდოდა იგი გზათა მათებრ მეფეთა ისრაჱლისათა და რამეთუ გამოქანდაკებულნიცა ქმნნა.

3 ხატთა მათთა უზორვიდა ქუეყანასა ბენიამენისასა და განყვანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა საძაგელებათაებრ წარმართთასა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა,

4 და უკმევდა მაღალთა ზედა და ერდოებსა ზედა ქუეშე და ყოველსა ხესა მაღნარისასა.

5 და ამისთჳს მოსცა იგი უფალმან ჴელთა მეფისა ასურისათა და მოსრა და წარტყუენა ტყუედ მრავალნი დამასკედ და შეასმინა მეფესა ისრაჱლისასა და ტანჯნა იგინი დიდად წყლულებითა დიდითა.

6 და მოსრა ფაკე, ძემან ჰორომელისმან იუდასაგანი ერთსა დღესა შინა ასდაორი ათასი კაცთა ძლიერთა ძალითა დატევებისა მისთჳს უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

7 და მოკლა ეზექრი ძლიერმან ეფრემისთამან ამასია, ძე მეფისა, და ეზრიკამ, მთავარი სახლისა მისისა, და ელკანა, მსახური მეფისა.

8 და წარტყუენეს ძეთა ისრაჱლისათა ძმათაგან მათთა სამ ათასი დედაკაცი და ძენი, ასულნი მათნი და ნატყუენავი მრავალი წარტყუენეს მათგან და შეიღეს ნატყუენავი იგი სამარიად.

9 და მუნ იყო წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, ოდედ სახელი მისი, და განვიდა შემთხუევად ერისა მის, რომელი მოვიდოდა სამარიად, და ჰრქუა მათ: აჰა, ესერა, რისხვაჲ უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა იუდასა ზედა. და მოგცნა იგინი ჴელთა თქუენთა და მოსრენით მათ შორის რისხვით და ვიდრე ცადმდე მიიწია ესე

10 და აწ თქუენ იტყჳთ იუდასა და იერუსალჱმსა დამონებად და მჴევლებად დაპყრობასა, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ მოწამედ უფლისა ღმრთი- სა თქუენისა.

11 აწ ისმინეთ ჩემი და განუტევეთ ტყუე ეგე, რომელი წარმოსტყუენვეთ ძმათა თქუენთა, რამეთუ რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს თქუენ ზედა.

12 და აღდგეს მთავარნი ძეთაგან ეფრემისათანი: აზარია, ძე იონანისი, და ბარაქია, ძე მოსოლამოთისი, და ეზეკია, ძე იელემისი, და ამასია, ძე ადაასი, მომავალთა მათ წინაშე ბრძოლით.

13 და ჰრქუეს მათ: არა შემოიყვანოთ აქა ჩემდა ტყუე, რამეთუ ცოდვა არს ესე ჩუენდა უფლისა მიმართ და თქუენ იტყჳთ დართვად ცოდვა ცოდვასა ზედა ჩუენსა და უმეცრებაჲ უმეცრებასა ზედა ჩუენსა, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი და რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს ისრაჱლსა ზედა

14 მაშინ განუტევეს მბრძოლთა მათ კაცთა ტყუჱ იგი ნატყუენავი წინაშე მთავართა მათ და ყოვლისა კრებულისა.

15 და აღდგეს კაცნი, რომელნი იწოდნეს სახელით, და შეწევნა-სცეს ტყუეთა მათ, და ყოველნი შიშუელნი შემოსნეს ნატყუენავისა მისგან და შემოსნეს იგინი და ფერჴთა შეასხნეს მათ და სცეს მათ საზრდელი და საცხებელი, აღსხეს კარაულებსა ყოველი უძლური და მიგზავნნეს იგინი იერიქოდ ქალაქად დანაკისკუდოვანად და ძმათა მიმართ მათთა, და მიიქცეს სამარიად

16 მას ჟამსა შინა წარავლინა აქაზ მეფისა ასურთასა, რათა შეეწეოდის მას.

17 და მერმეცა იდუმელნი და-ვე-ესხნეს და მოსრეს იუდას შორის მრა- ვალი, და წარიღეს ტყუჱ.

18 და უცხოთესლნი მოეტევნეს ქალაქებსა მას ვაკისასა და ჩრდილოთ კერძო იუდასა, და დაიპყრეს ბეთსამუსი, და იალონი, და გადეროთი, და სიოქოა და დაბნები მისი, და თამნა, დაბნები მისი, და გამეზა და დაბნები მისი, და დაემკჳდრნეს მათ შინა.

19 რამეთუ დაამდაბლა ღმერთმან იუდა აქაზის ძლით, მეფისა იუდასი, რამეთუ განდგომით განდგა უფლისაგან.

20 და მოვიდა მის ზედა თაგალათფალნასარ, მეფე ასურეთისა, და მოსრა იგი.

21 და მოიღო აქაზ, რაჲ-იგი იყო საფასე სახლისა უფლისაჲ, და სახლისა სამეფოსა, და მთავართა, და მისცა იგი მეფესა ასურეთისასა და არად შესაწევნელ ექმნა მას, არამედ უფროსღა საჭირველ.

22 და მერმე შე-ღავე-სძინა აქაზ განდგომად უფლისაგან.

23 და თქუა აქაზ მეფემან: გამოვიძინე ღმერთნი დამასკისანი, რომელნი მგუემენ. და თქუა, ვითარმედ: ღმერთნი, მეფისა ასურეთისანი, იგინი განაძლიერებენ მათ, აწ მათ უგო მეცა და შემეწეოდიან მე და ესენი ექმნნეს მათ საწერტელ ყოველსა ისრაჱლსა.

24 და განაშორა აქაზ ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ. და დაარღჳა იგი და დაჰჴსნნა კარნი სახლისა უფლისანი, და ქმნა იგინი საკურთხეველებად ყოველთა ყურეთა იერუსალჱმისათა.

25 და ყოველთა ქალაქ-ქალაქად იუდასთა ქმნნეს მაღალნი კუმევად ღმერთთა უცხოთესლთასა და განარისხეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა.

26 და ნეშტნი სიტყუანი აქაზისნი და საქმენი მისნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. და მოკუდა აქაზ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა, ხოლო არა დაფლეს იგი საფლავსა მეფესა იუდასთასა და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ.

27

<< ← Prev Top Next → >>