ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 29. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10396&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ეზეკია მეფე რაჲ იქმნა, იყო იგი ოცდახუთის წლისა და ოცდა-ცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა აბაუთა, ასული ზაქარიასი.

2 და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა დავით, მამამან მისმან.

3 და იყო, ვითარცა დადგა მეფობასა თჳსსა ზედა და პირველსა თუესა განახუნა კარნი სახლისა უფლისანი და განაგნა იგინი.

4 და შეიყუანნა მღდელნი და ლევიტელნი და დაადგინნა იგინი ადგილსა მას ზედა მზისა აღმოსავლით კერძო.

5 და ჰრქუა მათ: ისმინეთ, ლევიტელნო! აწ განიწმიდენით და განწმიდეთ სახლი უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა და განაბნიეთ ყოველი არაწმიდაჲ სიწმინდეთაგან.

6 რამეთუ განდგეს მამანი ჩუენნი და ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა და დაუტევეს იგი და გარემიიქციეს პირი მათი კარვისაგან უფლისა და ზურგი შეაქციეს.

7 და დაჴსნეს ბჭენი ტაძრისანი და დაშრიტნეს სანთელნი, და საკმეველი არა აკმიეს, და ყოვლად დასაწველნი არა შეწირნეს წმიდისა ღმრთისა ისრაჱლისა.

8 და განრისხნა გულისწყრომით უფალი იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა და მისცნა იგინი განსაკრთოლველად და განსარყუნელად, და დასატჳნველად, ვითარცა-ეგე ხედავთ თუალითა თქუენითა.

9 და აჰა, ესერა, წყლულ არიან მამანი თქუენნი, და ცოლნი თქუენნი, და შვილნი თქუენნი ტყუეობითა ქუეყანასა არა მათსა.

10 და აწცა არს მათ ზედა აღთქუმად აღთქუმა გულითად სჯულისა უფ- ლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და გარეწარაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა ჩუენგან.

11 და აწ ნუ დააკლებთ, რამეთუ თქუენი სათნო იყო უფალმან წარდგომად წინაშე მისსა მსახურებად და ყოფად და კუმევად საკუმეველისა.

12 და დადგეს ლევიტელნი იგი განახლებად სახლისა მისთჳს უფლისა: მაეთ ამასიასი, და იოილ ზაქარიასი ძეთაგან კაათისთა; და ძეთაგან მერარისთა: კის აბდისი, და აზარია იელელელისი; და ძეთაგან გერსონისთა: იოვა ზემათისი, და იოდან იოაქასი;

13 და ძეთაგან ელისაფანისთა: ზამბრი და იაიელ; და ძეთაგან ასაფისთა: ზაქარია და მატთანია;

14 და ძეთაგან ემანისთა: იეიელ და სემეი; და ძეთაგან იდუთუმისთა: სამაია და ოზიელ.

15 და შეკრიბნეს ძმანი მათნი და განწმიდნეს მსგავსად მცნებისა მის მე- ფისა ბრძანებითა უფლისათა განწმედად სახლი იგი უფლისაჲ.

16 და შევიდეს მღდელნი იგი შინაგან სახლსა მას უფლისასა წმიდა-ყოფად მისა, და გამოიღეს ყოველი არაწმიდაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა, და ეზოსა სახლისა უფლისასა, და იწყეს ლევიტელთა მათ განღებად გარე ჴევსა მას ნაძუთასა.

17 და ჴელ-ყვეს დღესა მას პირველსა თჳსთავსა თთჳსა მის პირველისასა განწმედად. და დღესა მერვესა მის თთჳსასა შევიდეს ტაძრად უფლისა. და წმიდა-ყვეს ტაძარი უფლისაჲ რვასა დღესა, და დღესა მეათექუსმეტესა თთჳსა მის პირველისასა აღასრულეს.

18 და შევიდა ეზეკია მეფე და ჰრქუა: განსწმიდეთ ყოველი, რა არს სახლსა უფლისასა, საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა და ჭურჭელი მისი, საკურთხეველი პირველი და ჭურჭელნი მისნი

19 და ყოველი სამსახურებელი მისი, რამეთუ შეაგინა აქაზ მეფემან მეფობასა თჳსსა, განდგომასა მას მისსა, აწ მზა-გჳყოფიეს და განგჳწმედიეს. და, აჰა, ესერა, არს წინაშე საკურთხეველსა უფლისასა.

20 და აღიმსთო ეზეკია მეფემან და შეკრიბნა მთავარნი ქალაქისანი და აღვიდა ტაძრად უფლისა.

21 და შესწირა ზუარაკები შჳდი, ვერძები შჳდი, ტარიგები შჳდი, ვაცები თხათა შჳდი ცოდვისათჳს, მეფობისათჳს, სიწმიდისა და ისრაჱლისათჳს, და ჰრქუა ძეთა ჰარონისთა მღდელთა აღსლვა საკურთხეველსა უფლისასა.

22 და დაკლეს ზურაკები იგი, და მოიღეს მღდელთა სისხლი იგი მათი. და მოაპკურეს გარემო საკურთხეველსა, და დაკლეს ტარიგები იგი, და მოაპკურეს სისხლი მათი გარემო საკურთხეველსა.

23 და მოასხეს ვაცები იგი, რომელი იყო ცოდვათათჳს წინაშე მეფისა და კრებულისა მის და დასხნეს ჴელნი მათნი მათ ზედა.

24 და დაკლნეს იგინი მღდელთა მათ და ლხინება-ყვეს სისხლითა მით საკურთხეველსა ზედა. და ლხინება-ყვეს ყოვლისათჳს ისრაჱლისა, რამეთუ ყოვლისათჳს ისრაჱლისა თქუა მეფემან შეწირვა იგი ყოვლად დასაწველთა მათ, და რომელი ცოდვისათჳს ყვეს.

25 და დაადგინნა ლევიტელნი იგი სახლსა შინა უფლისასა წინწილითა და ებნითა და სტჳრითა მეცნიერებისა მისებრ დავითის მეფისა და გადის მხილველისა, რომელი იყო მეფისა და ნათან წინაწარმეტყუელისა, რამეთუ მეცნიერებისაებრ უფლისა იყო ბრძანებაჲ ესე ჴელსა წინაწარმეტყუელთათა

26 და დადგეს ლევიტელნი იგი სტჳრითა დავითისითა და მღდელნი იგი ნესტჳთა.

27 და უბრძანა მეფემან შეწირვა ყოვლად დასაწველთა მათ და იწყეს მათცა გალობად უფლისა და საყჳრნი იგი სტჳრთა თანა დავითის მეფისა ისრაჱლისთა.

28 და ყოველი იგი კრებული თაყუანის-ცემად და მეფსალმუნენი იგი გალობდეს, და ნესტუებსა მას სცემდეს, ვიდრე დაესრულნეს ყოვლად დასაწველნი.

29 და ვითარცა აღასრულეს შეწირვა იგი, დამოდრკა მეფე და ყოველნი, რომელნი იყუნეს, და მუნ თაყუანის-სცეს უფალსა.

30 და ჰრქუა ეზეკია მეფემან და ყოველთა მთავართა ლევიტელთა მათ, რათა უგალობდენ უფალსა სიტყუათა დავითისათა და ასაფის წინაწარმეტყუელისათა და გალობდეს სიხარულით და დავარდეს და თაყუანის-სცეს უფალსა.

31 და მიუგო ეზეკია და ჰრქუა: აწ აღასრულენით ჴელნი თქუენნი უფლისა მიმართ; მოიღეთ აწ და შესწირეთ მსხუერპლები და ქება იგი სახლსა უფლისასა. და მოართვა კრებულმან საკლავები და ქებისა იგი შესაწირავი ტაძრად უფლისა და ყოველმან გულთ-მოდგინემან გულითა, და ყოვლად დასაწველები

32 და იყო რიცხჳ იგი ყოვლად დასაწველთა მათ, რომელი შეწირა კრებულმან: ზვარაკი სამეოცდაათ, ვერძი ას, ტარიგი ორას, ყოვლად დასაწველად უფლისა ესე ყოველი.

33 და შეწირეს ზვარაკები ექუსასი და ცხოვარი სამათასი.

34 არამედ მღდელნი მცირედ იყუნეს და ვერ ეძლო განჴდად ყოვლად დასაწველები იგი და შეეწეოდეს მათ ძმანი მათნი ლევიტელნი, ვიდრე აღესრულა საქმე იგი, და ვიდრე განწმიდეს მღდელნი, ლევიტელნი, განწმიდეს გულსმოდგინედ უწინარეს მღდელთა.

35 და ყოვლად დასაწველი იგი ფრიად იყო ცმელთა თანა სრულებისა მის ცხორებისათა დასაწუელი იგი ყოვლად მწვართასა და წარმოემართა საქმე იგი სახლსა შინა უფლისასა.

36 და განიხარა ეზეკია და ყოველმან ერმან მისთჳს, რამეთუ განემზადა ერი იგი უფლისაჲ, რამეთუ მეყსეულად იქმნა საქმე იგი.

<< ← Prev Top Next → >>