ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 30. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10397&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და წარავლინა ეზეკია ყოვლისა ისრაჱლისა და იუდასა და წიგნები მისწერა ეფრემსა და მანასესა, რათა მოვიდენ სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ ყოფად პასექისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

2 და იზრახა მეფემან და მთავართა და ყოველმან კრებულმან, რომელი იყო იერუსალჱმს ყოფად პასქა თვესა მას მეორესა.

3 რამეთუ ვერ ეძლო ყოფად იგი მას ჟამსა, რამეთუ მღდელნი მრავალნი არღა განწმედილ იყუნეს და არცა ერი შეკრებილ იყო იერუსალჱმდ.

4 და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე მეფისა და წინაშე კრებულისა მის.

5 და განაჩინეს სიტყუაჲ განსლვად ქადაგი ყოველსა ისრაჱლსა ბერსაბეთგან ვიდრე დანამდე, რათა მოვიდენ და ყონ პასექი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა იერუსალჱმს, რამეთუ სიმრავლემან არა ყო წერილისა მისებრ.

6 და წარვიდეს მალედმსრბოლნი იგი წიგნებითა მეფისა მიერ და მთავართა მიერ ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა და იუდასა ბრძანებისაებრ მეფისა, და იტყოდეს ძენი იგი ისრაჱლისანი: მოიქეცით მიმართ ღმრთისა აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა და მოაქციენით განრინებულნი იგი ნეშტნი ჴელისაგან მეფისა ასურთასა

7 და ნუ იყოფით, ვითარცა მამანი თქუენნი და ძმანი თქუენნი, რომელნი განდგენ უფლისაგან ღმრთისა მამათა თქუენთასა, და მისცნა იგინი ოჴრებად, ვითარცა-ესე ხედავთ თქუენ.

8 და აწ ნუ განიფიცხებთ ქედთა თქუენთა, არამედ მიეცით დიდებაჲ უფალსა ღმერთსა და შევედით სიწმიდესა მისსა, რომელი განმზადა საუკუნოდ, და ჰმონებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და გარემიაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა თქუენგან.

9 რამეთუ მოქცევითა თქუენითა უფლისა მიმართ ძმანი და შვილნი თქუენნი წყალობასა შინა იყუნეს წინაშე ყოველთა წარმტყუენელთა მათთა და მოაქცივნეს იგინი ქუეყანად თჳსა, რამეთუ მოწყალე არს და მწყალობელ უფალი ღმერთი ჩუენი, და არა გარემიაქციოს პირი მისი ჩუენგან, უკუეთუ მოიქცეთ მისა

10 და მალედმსრბოლნი იგი ვიდოდეს ქალაქით ქალაქად მთასა ეფრემისა და მანასესა და ვიდრე ზაბულონადმდე და იგინი ბასრობდეს მათ და შეურაცხ-ყუნეს იგინი.

11 ხოლო კაცთა მათ ასერისთა და მანასესა, და ზაბულონისთა შეიკდიმეს და მოვიდეს იერუსალჱმდ.

12 და იუდად იყო ჴელი უფლისაჲ მიცემად მათა გული ერთი მოსლვად და ყოფად ბრძანებისა მისებრ მეფისა და მთავართასა სიტყუათა უფლისათა.

13 და შემოკრიბეს იერუსალჱმდ, მრავალნი ერნი ყოფად დღესასწაულისა მის უცომოებისათა, მეორესა მას თვესა კრებული დიდ ფრიად.

14 და აღდგეს და დაარღჳეს ბომონები იგი საკერპო იერუსალჱმს და ყოველივე, სადა-იგი უკუმევდეს ტყუილისათა მათ კერპთა. დაარღჳეს და შთააბნიეს ჴევსა მას გედრონისათა.

15 და დაკლეს პასექი იგი მეათორმეტესა დღესა თჳსასა მის მეორისასა, და მღდელთა მათ და ლევიტელთა შეიკდიმეს და განწმიდნეს თავნი თჳსნი და შეიღეს მრგულიადმწურები იგი სახლად უფლისა.

16 და დადგეს სადგურსა თჳსსა მცნებისაებრ მოსესა, კაცისა ღმრთისასა, და მღდელნი იგი მოიღებდეს სისხლსა ჴელთაგან ლევიტელთასა.

17 რამეთუ სიმრავლე კრებულისა მის არღარა განწმედილ იყო, და ლევიტელნი იგი დაკლვიდეს პასექსა ყოვლისათჳს, რომელ ვერ შემძლებელ იყუნეს წმიდა-ყოფად წინაშე უფლისა.

18 რამეთუ მრავალი ერი ეფრემისგანი და მანასესი, და იზაქარისი, და ზაბულონი არა განწმედილ იყუნეს, არამედ ჭამეს პასქა იგი თჳნიერ წერილისა. და ილოცა ეზეკია ერისათჳს და თქუა: უფალმან სახიერმან ლხინება-უყავნ

19 ყოვლისათჳს გულისა, რომელსა წარუმართებიეს გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა და არა განწმედისაებრ წმიდათასა.

20 და შეისმინა უფალმან ლოცვა ეზეკიასი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.

21 და ყვეს ძეთა ისრაჱლისთა, რომელნი იპოვნეს იერუსალჱმს, დღესასწაული უცომოთა შჳდ დღე სიხარულითა დიდითა და უგალობდეს ღმერთსა დღითი დღედ და მღდელნი და ლევიტელნი სტჳრითა უფალსა.

22 და ეტყოდა ეზეკია ყოველთა გულთა ლევიტელთასა და ყოველთა გულისხმისმყოფელთა გულისხმისყოფისა კეთილისათა უფლისა მიმართ და აღასრულეს დღესასწაული იგი უცომოებისა და შჳდ დღე შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა და აღუარებდეს უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა.

23 და იზრახა კრებულმან ყოველმან ერთბამად ყოფად შჳდ დღე სხვა, და ყვეს შჳდ დღე სიხარული.

24 რამეთუ ეზეკიამ შეუწირა იუდასსა კრებულსა ზუარაკი ათასი, ცხოვარი შჳდ ათასი. და მთავართა მათ შეწირეს ერისათჳს ზუარაკი ათასი, და ცხოვარი ათი ათასი, და სიწმიდე იგი მღდელთა მრავლად ფრიად.

25 და იხარებდა ყოველი იგი კრებული, მღდელნი და ლევიტელნი, და ყოველი იგი ერი იუდასი, და რაოდენნი იპოვნეს ისრაჱლისგანნი, და მწირნი, რომელნი მოსრულ იყუნეს ქუეყანით ისრაჱლისათ და რომელნი მკჳდრ იყუნეს იუდასა შორის.

26 და იყო სიხარული დიდი იერუსალჱმს, რამეთუ დღითგან სოლომონისითა, ძისა დავითის მეფისა ისრაჱლისა, არა იყო ეგევითარი დღესასწაული იერუსალჱმს.

27 და აღდგეს მღდელნი იგი და ლევიტელნი და აკურთხეს ერი იგი. და სასმენელ იქმნა ჴმაჲ მათი და მიიწია ლოცვა მათი სამკჳდრებელსა წმიდასა უფლისასა ზეცად.

<< ← Prev Top Next → >>