ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 33. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10400&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 იყო ათორმეტისა წლისა მანასე მეფობასა მისსა და ერგასისდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

2 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოველთაგან საძაგელებათა საწარმართოთა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

3 და მიიქცა და აღაშენნა მაღალნი, რომელნი დაარღჳნა მამამან მისმან ეზეკია. და აღმართა ძეგლები ბაალისი და ქმნა სერტყები, და თაყუანის-სცემდა ყოველთა ერთა ცისათა და ჰმონებდა მათ.

4 და აღაშენა ბომონები საკერპო სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს თქუა უფალმან: იერუსალიმს იყოს სახელი ჩემი საუკუნოდ.

5 უშენა მუნ ბომონები ყოველთა ერთა ცისათა ორთა მათ შინა ეზოთა სახლისა უფლისათა.

6 და მას განჰყუანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა ქუეყანასა ბენენომისასა, და იმისნიდა, იზმნიდა და წამლობდა და ყუნა მუცლით მეზღაპრენი, და მსახურნი განამრავლნა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისსა.

7 და დადგა გამოქანდაკებულნი და გამოდნობილნი ხატნი, რომელნი ქმნნა სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს რქუა ღმერთმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, დაუდვა სახელი ჩემი საუკუნოდ.

8 და არღარა შევსძინო შეძრვად ფერჴი ისრაჱლისა ქუეყანისა მისგან, რომელი მივეც მამათა მათთა, გარნა და-თუ-იცვნენ ყოფად ყოველი, რაოდენი ვამცენ მათ ყოვლისა მისებრ სჯულისა ბრძანებათა და სამართალთა ჴელითა მოსესითა.

9 და აცთუნა მანასე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ყოფად ბოროტისა უფროს ყოველთა წარმართთა, რომელნი აიხუნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

10 და იტყოდა უფალი ბოროტსა მანასესათჳს და ერისა მისისათჳს, და არა ისმინა.

11 და მოავლინნა უფალმან მათ ზედა მთავარნი ძლიერებისანი მეფისა ასურასტანელისანი და შეიპყრეს მანასე და შეაბორკილეს ბორკილითა და წარიყვანეს ბაბილონად.

12 და ვითარ-იგი ჭირსა შინა იყო მანასე, ეძიებდა პირსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდაბლდა ფრიად წინაშე ღმრთისა მამათა მისთასა.

13 და ილოცა მისა მიმართ და ისმინა მისი და შეისმინა ღაღადება მისი და კუალად მოაქცია იგი იერუსალჱმდ მეფობასავე თჳსსა და ცნა მანასე, რამეთუ უფალი ესე არს თავადი ღმერთი.

14 და ამისა შემდგომად აღაშენა ზღუდენი გარეშე ქალაქსა დავითისსა დასავლითგან სამხრით კერძო ჴევსა მას და მისლვად ბჭისა მის გარემო და მოსცა ოფლასა და აღამაღლა ფრიად და დაადგინნა მთავარნი ძლიერებისანი ყოველთა ქალაქთა მოზღუდვილთა, რომელნი იყუნეს იუდასნი.

15 და განიშორნა ღმერთნი უცხონი გამოქანდაკებულნი სახლისაგან უფლისა და ყოველი ბომონები, რომელ აღაშენა მთასა მას სახლისა უფლისასა და იერუსალჱმს და გარეშე ქალაქსა.

16 და აღმართა საკურთხეველი უფლისა და შესწირა მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა და ქებისა და ჰრქუა იუდასა, რათა ჰმონებდენ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა.

17 ხოლო ერი იგი მერმეცა ჰმონებდავეღა მაღალთა, გარნა უფალი ღმერთი იყო ღმერთად მათა.

18 ნეშტნი სიტყუანი მანასესი და ლოცვა მისი ღმრთისა მიმართ, და სიტყუანი მხილველთანი, რომელნი ეტყოდეს მას სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა, აჰა, ესერა წერილ არიან სიტყუათა შინა მეფეთა ისრაჱლისათა.

19 და სიტყუანი ლოცვათა მისთასა, და ვითარ-იგი ისმინა მისი და ყოველნი ცოდვანი მისნი და განდგომილება მისი და ადგილნი, რომელთა ზედა აშენნა მაღალნი და დაასხა სერტყები და გამოქანდაკებულნი ვიდრე მოქცევადმდე მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა მხილველთასა.

20 და დაიძინა მანასე მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი სამოთხესა სახლისა მისისასა, და მეფობდა ამოს, ძე მისი, მის წილ.

21 და იყო ამოს ოცდაორის წლისა მეფობასა მისსა და ორ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

22 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მანასე, მამამან მისმან, უზორვიდა ამოსცა და ჰმონებდა მათ.

23 და არა დამდაბლდა წინაშე უფლისა, ვითარცა დამდაბლდა მანასე, მამა მისი, რამეთუ ძემან მისმან ამოს განამრავლა ცოდვა.

24 და დაესხნეს მას მონანი მისნი, სცეს და მოკლეს იგი სახლსა შინა თჳსსა.

25 და მოსწყჳდნა ერმან ქუეყანისამან, რომელნი-იგი დაესხნეს და მოკლეს ამოს მეფე, და მეფე-ყო ერმან ქუეყანისამან იოსია, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>