Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მოიყვანა ერმან ქუეყანისამან იოქაზ, ძე იოსიასი, და სცხეს მას მეფედ მამისა მისისა წილ იერუსალჱმსა.

2 ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა, და სამ თვე მეფობდა იერუსალიმსა. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ყოვლისა მისებრ, რაოდენიცა ქმნეს მამათა მისთა.

3 და შეკრა იგი ფარაო ნექაო დებლათას, ქუეყანასა ემათისასა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალჱმსა და მის თანა წარიყვანა ეგჳპტედ და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ერთი ტალანტი ოქროსა.

4 და დაადგინა ფარაო ნექაო ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, გარდაუცვალეს სახელი მისი იოაკიმ და იოაქაზ, ძმა მისი, წარიყვანა ფარაო ნექაო და შეიყვანა იგი ეგჳპტედ და მოკუდა იგი მუნ.

5 და იყო ოცდახუთის წლისა იოაკიმ მეფობასა მისსა და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ზექორ, ასული ნერისი, არამათ. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, რაოდენ ქმნეს მამათა მისთა, და მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა მის ქუეყანისა და ჰმონებდა მას იოაკიმ სამ წელ. და მერმე მოავლინა უფალმან მათ ზედა ქალდეველნი, და ავაზაკნი ასურეთისანი, და ავაზაკნი მოაბელთანი, და ძენი ამონისთანი, და სამარიასნი, და განდგეს სიტყჳთა მით, სიტყჳსაებრ უფლისა, ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთათა. ხოლო გულისწყრომაჲ უფლისაჲ იყო იუდასა ზედა, რათა განიშოროს პირისა მისისაგან ცოდვათათჳს მანასესთა, რაცა ქმნა სისხლი უბრალო, რომელ დასთხია იოაკიმ და აღავსო სისხლითა იერუსალჱმი და არა ინება უფალმან აჴოცა მათი

6 და აღმოვიდა მას ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და შეკრა იგი რვალის ბორკილითა და წარიყვანა იგი ბაბილონად.

7 და ნაწილნი ჭურჭელთანი სახლისა უფლისანი წარიღო ბაბილონად და დადვა იგი ტაძარსა თჳსსა შინა, რომელი იყო ბაბილონს.

8 და ნეშტნი სიტყუათანი იოაკიმისნი და ყოველი რაოდენი ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა სიტყუათა მეფეთა იუდასთასა და ისრაჱლისთა. და დაიძინა იოაკიმ მამათა მისთა თანა და დაეფლა განოსს მამათა მისთა თანა და მეფობდა იექონია, ძე მისი, მის წილ.

9 ათურამეტისა წლისა იყო იექონია მეფობასა მისსა, სამ თვე და ათ დღე მეფობდა იერუსალიმს და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა.

10 და მოქცევასა მის წელიწდისასა მოავლინა ნაბუქოდონოსორ მეფემან და შეიყვანა იგი ბაბილონად ჭურჭელსა თანა და გულისსათქმელსა სახლსა უფლისასა, და მეფედ დაადგინა სედეკია, მამისძმა მისი, იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა.

11 და ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია, და ათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს.

12 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა შეიკდიმა პირისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და სიტყუათა უფლისათა.

13 და შეურაცხ-ყო ნაბუქოდონოსორ მეფე და გარდაჴდა ფიცსა, რომელ ეფუცა ღმერთი თჳსი, და განიფიცხა ქედი თჳსი და არა მოაქცია გული თჳსი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

14 და ყოველთა დიდებულთა იუდასთა, და მღდელთა, და ერმან ქუეყანისამან განამრავლეს უსჯულოებაჲ უსჯულოებათა საძაგელთა მათ ნათესავთა და შეაგინეს ტაძარი უფლისაჲ იერუსალჱმს.

15 და გამოავლინა უფალმან ღმერთმან მამათა მათთამან ჴელითა წინაწარმეტყუელთა და მოუვლინა მოციქულნი თჳსნი, რამეთუ განწირა ერი თჳსი და სიწმიდე თჳსი.

16 შეურაცხ-ყვეს წინაწარმეტყუელნი მისნი და ეკიცხევდენ სიტყუათა მისთა და ემღერდენ მათ, ვიდრე აღსტყდა გულისწყრომა უფლისაჲ ერსა ზედა მისსა, და არღარა იქმნეს შემდგომად საკურნებელ.

17 და მოავლინა მათ ზედა მეფე ქალდეველთა და მოსწყჳდნა ჭაბუკნი მათნი მახჳლითა სახლსა შინა სიწმიდისა მათისათა და არა ერჩდა სედეკიას და ქალწულნი მათნი არა შეიწყნარნა, და მოხუცებულნი მათნი წარიყვანეს და უფალმან მისცა ჴელთა მათთა.

18 და ყოველი ჭურჭელი სახლისა ღმრთისაჲ, დიდნი და მცირენი, ყოველნი საუნჯენი მეფისანი და მთავართანი წარიღო ბაბილონად.

19 და მოწვა სახლი უფლისაჲ და დაარღჳა ზღუდე იერუსალჱმისა და ტაძრები მისი, რომელი იყო მათ შორის, დაწვა ცეცხლითა და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი შეაგინა.

20 და წარიტყუენა ნეშტნი ბაბილონად და იყუნეს მუნ მონად მისა და ძეთა მისთა ვიდრე მეფობადმდე ხუჟიკთა,

21 რათა აღესრულოს სიტყუაჲ უფლისაჲ პირითა იერემიასითა, ვიდრე შეიწყნაროს ქუეყანა შაბათად თჳსა და შაბათობად. ყოველთა დღეთა ოჴრებისა მისისა შაბათ იქმნა აღსრულებადმდე სამეოცდაათ წელ.

22 პირველსა წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, შემდგომად აღსრულებისა მის სიტყჳსა უფლისა პირითა იერემიასითა აღადგინა უფალმან სული კჳროს მეფისა სპარსთასა და უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისსა ქადაგებით და წიგნის წერით და თქუა:

23 ამას იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი სამეფო ქუეყანისაი მომცა მე უფალმან ღმერთმან ცათამან, და მან მიბრძანა მე შენებად მის სახლისა იერუსალჱმს ჰურიასტანისასა, აწ ვინ არის თქუენგანი ყოვლისაგან ერისა მისისა, იყოს ღმერთი მის თანა, და აღვედინ.

<< ← Prev Top Next >>