ბიბლია, პირველი ეზრა, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10404&pid=17&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ეზრა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე ნეშტთა პირველი ეზრა ნეემია

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1 პირველსა მას წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა, განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, მეფისა სპარსთასა, და მისცა ბრძანება მეცნიერებისა ყოველსა საშარავანდედოსა თჳსსა და მიწერა ყოველთა მიმართ სახე ესრე

2 ესრეთ იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი შარავანდედები ქუეყანისა მომცა მე უფალმან ღმერთმან ზეცისამან და მან მიბრძანა მე მოძიება, რათა უშენო მას ტაძარი იერუსალიმს ჰურიასტანისასა.

3 და თუ ვინმე იყოს თქუენგანი ყოველსა ერსა უფლისასა, რომლისა თანა იყოს ღმერთი მისი მის თანა, და აღვედინ იერუსალჱმდ ჰურიასტანისა, და აღაშენენ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და თავადი ღმერთი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს, იყავნ მის თანა.

4 და ყოველი განმზადებულებაჲ მისი მიიღოს მის თანა, წარიღენ ადგილსა მას, სადა-იგი თჳთ დამკჳდრებულ არს და თანაწარიღენ კაცად-კაცადმან ყოველივე აღსაგებელი თჳსი, რომელ-რა იყოს: ოქროსა და ვეცხლსა და ჭურჭელსა და საცხოვარსა, მოყუსიანად მიიღონ განმზადებულობა ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალიმს

5 და აღდგეს მფლობელნი იგი მამამთავართა ძეთა იუდასთა და ბენიამენისთა, მღდელნი იგი და ლევიტელნი და ყოველნი, რომელთა განაღჳძა უფალმან ღმერთმან სული მათი აღსლვად და აღშენებად ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმდ.

პირველი ეზრა 1:5 - Cyrus Releases the Jews
Cyrus Releases the Jews
6 და ყოველნი, რომელნი იყუნეს გარემოს მისსა, შემწე ეყოფოდეს და განაძლიერებდეს ჴელთა მათთა, მისცემდეს ოქროსა და ვეცხლსა, ჭურჭელსა და საცხოვარსა და ძღუნითა და შესაწირავითა აღავსებდეს.

7 და მეფემან კჳროს მოღებად-სცა ყოველი იგი სამსახურებელი სახლისა მის უფლისაჲ, რომელ გამოიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან იერუსალჱმით, და მოსცა დამარხვად სახლსა ღმრთისა თჳსისასა.

8 მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, ჴელითა მითრადატ მეფასისათა და მიუთვალა სამნასარს, მთავარსა იუდასსა.

9 და ესე არს რიცხჳ აღთვალვისა: საზორველნი იგი ოქროსა ოცდაათ და საზორველნი იგი სამსახურებელთა ვეცხლისათანი ათას ოცდაცხრა;

10 და პინაკები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისანი ორგზის ათას.

11 და ყოველი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა ხუთ ათას ოთხას ყოვლითურთ, რომელნი გამოვიდოდეს სამნასარის თანა ტყვეობისაგან ბაბილონით იერუსალჱმდ.

<< Prev Top Next → >>