Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ეზრა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე ნეშტთა პირველი ეზრა ნეემია

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1 და მოიწია თთუჱ მეშჳდე და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ქალაქსა და შეკრბა ყოველი ერი ერთბამად, ვითარცა ერთი კაცი იერუსალჱმდ.

2 და აღდგა ისუ იოსედეკიანი და ძმანი მისნი მღდელნი და ზურობაბელ, ძე სალათიელისი, და ძმანი მისნი ექუსნი. და აღაშენეს საკურთხეველი საზორველისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა შეწირვად მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, კაცისა ღმრთისა.

3 და განამზადეს საზორველნი წესისაებრ თჳსისა. რამეთუ ეშინოდა ნათესავთაგან მის ქუეყანისათა, და შესწირეს საკუერთხი მეყსეულად უფლისა ღმრთისა მათისა: ერთი ცისკარს და ერთი მწუხრი.

4 და ყვეს დღესასწაული ტაძრობისა, ვითარცა წერილ არს, საკუერთხი დღითი დღე ერთ რიცხვად, ვითარცა ამცნო მათ.

5 და შესწირვიდეს სხუათაცა საკუერთხთა თვისთავთა და შაბათთა და ყოველთა დღესასწაულთა წლისათა უფლისა სიწმიდეთა ყოველთა უნებელთა, რომელთა შესცოდეს უფალსა.

6 და პირველსა მას თთჳსასა მეშჳდისა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და სახლისა მის აღარ დადებულ იყო საფუძველი.

7 და მისცა ვეცხლი ქვისმჴდელთა და ხუროთა სასმელი და საჭმელი და ზეთი სიდონელთა და ტჳრელთა, და მოაქუნდა ნაძჳსძელი ლიბანით ზღჳთ იოპეთ, ვითარცა უბრძანა მათ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

8 და მეორესა წელსა გამოსლვისა მათისასა, რაჟამს მოვიდეს ტაძარსა უფლისასა იერუსალჱმად თთუესა მას მეორესა, იწყეს ზორაბაბელ სალათიელმან და ისუ იოსედეკიანმან და ძმათა მათთა მღდელთა ლევიტელთა ყოველთა მოსლვად ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ, და დაადგინებდეს ლევიტელთა ოც წლითგან ზედამდგომელად საქმისათჳს სახლისა უფლისასა

9 ისუ და ძენი მისნი, მდგომელნი ზედა საქმისა სახლისა მის უფლისასა, ძენი ენადისანი და ძმანი მისნი და ლევიტელნი.

10 და დადვეს საფუძველი და იწყეს შენებად სახლისა უფლისა; დგეს მღდელნი, და შთაეცვა კუართები, და ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა ლევიტელნი და ძენი ასაფისნი წინწილითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა, ვითარცა განაწესა დავით, მეფემან ისრაჱლისამან.

11 და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი ისრაჱლსა ზედა, და ყოველი იგი კრებული დიდითა ჴმითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. რამეთუ დაიდვა საფუძველი სახლისა უფლისაჲ.

პირველი ეზრა 3:11 - Rebuilding the Temple
Rebuilding the Temple
12 და მრავალნი მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და მფლობელთა მათ მამათმთავართა და მოხუცებულთა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უფლისაჲ, და აწ იხილეს თუალითა თჳსითა საფუძველი მისი, ტიროდეს დიდითა ჴმითა; და ყოველი ერი სასწაულსა ჰყოფდა სიხარულისასა და აღამაღლებდეს ჴმასა მათსა

13 და არა ვინ იყო კრებულისა მისგან, რომელმანცა შეუძლო ცნობად და სმენად ჴმა სიხარულისა. ერი იგი ღაღადებდეს ჴმითა დიდითა და მიესმოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.

<< ← Prev Top Next → >>