Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ეზრა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეორე ნეშტთა პირველი ეზრა ნეემია

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1 და წინასწარმეტყუელობდეს ანგეა და ზაქარია ადდოვისა, წინასწარმეტყუელებდენ ზედა ჰურიასტანსა და იერუსალემსა სახელითა უფლისა ღმრთისათა ისრაელისათა.

2 მას ჟამსა აღდგეს ზორობაბელ სალათიელეანი და ისუ იოსედეკეანი და იწყეს შენებად სახლისა მის უფლისა ღმრთისა ისრაილისა იერუსალჱმს. და ერთსიტყვა იყვნეს მათ თანა წინასწარმეტყუელნი ღმრთისანი და შეეწეოდეს მათ.

3 მას ჟამსა მოვიდა თათანი მთავარი ევფრატით მდინარით კერძო და სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი და ჰრქუეს მათ: ვინ გიბრძანა შენება სახლისა მაგის თქუენ, ანუ ვისითა სიტყჳთა აღმართენით გოდოლი მაგისი?

4 ანუ რა ჰქჳან, სახელი კაცთა მაგათ, რომელნი წინამძღუარ არიან შენებისათჳს ამის ქალაქისა?

5 და იყვნეს თუალნი უფლისა ღმრთისა ზედა ჰურიათა მოქცეულთა ტყუეობისაგან, და არა დაუყვნეს იგინი, ვიდრემდის აუწყონ დარეჰ მეფესა. მაშინ წარავლინეს ხარკისმომჴდელნი იგი ამის საქმისათჳს, რათა მეცნიერ იქმნნენ წიგნთა.

6 ესრეთ წერილ იყო, რომელი-იგი წარავლინეს თათანაელ, მთავარმან მდინარითკერძომან, და სათრაბუზან და მონათმოდგამთა მათთა და ფარსაქე და რესიმონ:

7 დარეჰ მეფისა მშჳდობაჲ მრავალი.

8 თქუენდა უწყებულ იყავნ, მეფისა, რამეთუ მოვედით ჩვენ ქუეყანად ურიასტანისა, ქალაქად იერუსალიმად და ვიხილეთ ტაძარი უფლისა ღმრთისა დიდსა, რამეთუ აშენებდეს რჩეულითა ქვითა, ძელსა სათხეპელად უპყრობდეს კედელთა მისთა, და საქმე წარუმართებელ იყო ჴელთა შინა მათთა.

9 მაშინ ვკითხეთ მოხუცებულთა და ვარქვით: ვინ გიბრძანა თქუენ სახლისა ამის აშენებაჲ, ანუ ვისითა სიტყჳთა აშენებთ?

10 და ვკითხეთ სახელი წინამძღუართა მათთა, რათამცა გვაუწყნეს, რამეთუ აღვწეროთ სახელნი კაცთა მფლობელთა მათთანი.

11 და ესე მოგვიგეს ჩვენ ურიათა: ჩვენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. და ვაშენებთ სახლსა ამას, ვითარცა შენებულ იყო უწინარეს მრავლისა წლისა, რომელ აღაშენა მეფემან ისრაელისამან დიდმან სოლომონ და მსგავსად ჩვენცა დავამტკიცოთ ესე.

12 რამეთუ მამათა ჩვენთა განარისხეს ღმერთი ცისა და ქვეყანისა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელთასა და ქალდეველთასა, და სახლი ესე აღაოჴრა და ერი იგი მწირობდა ბაბილონს.

13 და პირველსა წელსა კჳროს მეფისა ბაბილოვნელისა კვიროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ღმრთისა.

14 და ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, რომელ წარეღო ნაბუქოდონოსორს იერუსალემით, მოვიდა და მოიღო სახლთა ღმრთისა თჳსისა, და გამოიღო კჳროს მეფემან სახლით სამეუფოთ; და მისცა სამნასაროს მეფესა

15 და ჰრქვა: ყოველივე სამსახურებელი ჭურჭელი სახლისა უფლისა აღიღე და მიიღე სახლსა უფლისასა, რომელ-იგი არს იერუსალიმსა. მიიღე ეგე ადგილსავე თჳსსა.

16 მას ჟამსა სამნასარ მოვიდა და დადვა საფუძველი სახლისა უფლისა ღმრთისა იერუსალემს, და მიერითგან ვაშენებთ და არა აღგჳსრულებიეს

17 აწ, თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, ძიება-ყავ და იხილე სახლთა დასამარხველთა წიგნთა საჴსენებელთა მეფეთა ბაბილოვნელთასა, რათა გულისხმა-ყო, უკეთუ ნანდვილვე კჳროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ჰურიასტანს და იერუსალემს, და მეცნიერ იქმენ შენ, მეფე, ამის საქმისათჳს მოწერე ჩვენდა.

<< ← Prev Top Next → >>